Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/centpapiers-150x43.jpg

 

ალექსანდრ ლაცა

 

ფრაგმენტი: კიბერ-კონფლიქტები 2007-2010: ტალინი – ცხინვალი – კიშინიოვი – თეირანი

 

რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ქსელის კოდი შეიძლება დენთზე ფეთქებადსაშიში იყოს. როდესაც 2007 წლის აპრილში ესტონეთის ხელისუფლებამ „ბრინჯაოს ჯარისკაცისთვის“ ადგილის შეცვლა გადაწყვიტა, ამას ესტონელი და რუსი პატრიოტების  ქუჩის სასტიკი შეტაკებები მოჰყვა, შემდეგ კი ქვეყანა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეტევის სამიზნე გახდა. ბევრმა ეს რუსი „პატრიოტი-ჰაკერების“ ქმედებებს მიაწერა. ამ აქციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ გარკვეული დროით მთელი ესტონური ინტერნეტი პარალიზებული იყო.

 

საქართველოსთან ომის ერთი წლისთავზე Twitter, Facebook და LiveJournal-ი შეტევის ობიექტი გახდა, რაც უმალ რუსეთს მიაწერეს, რადგან მისი სამიზნე აშკარად ერთი არასასურველი ბლოგერი იყო, ხოლო შეტევის დაწყებიდან მალევე, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ცნობები გაჩნდა და მაინც, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპერტი იანიკ ჰარელი აღნიშნავს, „კიბერ-შეტევის სათავის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია, თუკი მისი ინიციატორი საქმეს ოდნავი პროფესიონალიზმით მაინც მიუდგება“. რუსეთის ინტერესი სოციალური ქსელების მიმართ (რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების ნამდვილ (დეზ)ინფომაციულ იარაღს წარმოადგენს) პირდაპირ უკავშირდება 2009 წელს მოლდავეთსა და ირანის კიბერ-მოვლენებს. 2009 წლის აპრილში საპარალმენტო არჩევნებზე კომუნისტების გამარჯვების შემდეგ კიშინიოვის ქუჩებში ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებაც მკვეთრად გამოხატეს თავიანთი პროტესტი „ჰუმანიტარული“ და „დემოკრატიული“ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

მართალია მოვლენების განვითარება ძალიან ჰგავდა 2001 წლის სერბეთის, 2003 წლის საქართველოს და 2005 წლის უკრაინის ფერად რევოლუციებს, თუმცა ამჯერად ბევრი „Twitter რევოლუციაზე“ ალაპარაკდა, რადგან დემონსტრანტების მოქმედებათა კოორდინაცია პოპულარული ამერიკული სერვისის გზით ხდებოდა. იმან, რომ მანიფესტაციებისკენ მოწოდებები სწრაფადვე გაჩნდა, Twitter-ი მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ აქცია. ხელისუფლება იძულებული გახდა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი გაეთიშა, რათა ბოლო მოეღო ამ Twitter-არეულობებისთვის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში „რევოლუციის“ პროცესში 100 დემონსტრანტზე ნაკლები დააპატიმრეს, ხოლო აქტივისტების დიდი ნაწილი ძალიან უცნაურად გაქრა Twitter-დან, მათი თქმით რეპრესიების შიშით.

 

იმავე წლის ივლისში, ირანში არჩევნების შედეგების „მიუღებლობის“ ნიშნად, ანალოგიური კიბერ-აქციები ჩატარდა,  რაც მრავალრიცხოვან ინციდენტებსა და ქუჩის მანიფესტაციებში გადაიზარდა. ბევრი სამთავრობო საიტი ჰაკერების შეტევის მსხვერპლი გახდა. Facebook და Twitter მოქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირების და მათი კრიტიკის მთავარ საინფორმაციო არხებად იქცა, კიბერ-აქტივისტები კი (ნებაყოფლობითი თუ დაქირავებულები?) ქსელს ათასობით ფოტოს და ახალ ამბავს აწვდიდა, რომელთა ნამდვილობის დადასტურებაც მსოფლიო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის პრინციპში შეუძლებელი იყო. ისევე როგორც მოლდავეთში, ხელისუფლებამ ინტერნეტის და ტელეფონის ქსელი გადაკეტა, რამაც საბოლოო ჯამში მის იმიჯს იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე დემონსტრანტების ქმედებებმა.

 

ყველა შემთხვევაში, უკვე ვერაფერს შეცვლი: ინტერნეტის ავტომატური არქივიზაცია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (მისი ნამდვილობის დადასტურების აუცილებლობის გარეშე), დღეს ყველაზე ფართო აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს „მოვლენები“ ორი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის: მობილური ტელეფონის და ინტერნეტ-კავშირის წყალობით გაჩნდა.

 

ირანის ამბებში ამერიკის მონაწილეობა საკმაოდ შესამჩნევია, რადგან ახალი სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა ჯარედ კოენმა ნიუ-იორკში სხდომა გამართა სახელწოდებით „ახალგაზრდული მოძრაობების ალიანსი“ (Facebook-ის და HowCast-ის სპონსორობით, ასევე „ამერიკის ხმის“ და Electronic Frontier Foundation-ის საინფორმაციო მხარდაჭერით) ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ახლო-აღმოსავლეთის ახალგაზრდა აქტივისტების სოციალური მედია-საშუალებების გამოყენების უფლების მხარდასაჭერად. კონფერენცია კიბერ-აქტივიზმისა და კიბერ-დისიდენტობის ონლაინ-პლატფორმის შექმნით დასრულდა. 2009 წლის 15 ივნისს დილით კოენი ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით Twitter-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ჯეკ დორსის დაუკავშირდა და ერთი შეხედვით უწყინარი თხოვნით მიმართა: გარკვეული დროით გადაედო ტექნიკური სამუშაოები და  მიკრობლოგინგის ქსელის განახლება, რათა ირანის პროტესტანტებს ქსელში პრობლემები არ შექმნოდათ. დორსის დავა არ დაუწყია და განახლება ორი დღით გადადო. „ობამას ადმინისტრაცია ნელ-ნელა იწყებს თავის საგარეო პოლიტიკაში კიბერ-სტრატეგიის დანერგვას“ – ასე აღწერა სიტუაცია ჩარლზ ბველემ.

 

რუსეთი კიბერ-კონფლიქტის ცენტრში

 

თუმცა კიბერ-ძალები რუსეთმა ჯერ კიდევ 2000-იანების შუა წლების მოვლენებამდე მოიკრიბა. 1990-იანი წლების ბოლოდან ქვეყანა ჰაკერობის და სხვა ქსელური ხულიგნობის  სახეობების ცენტრი გახდა. ინტერნეტ-დანაშაულები, კიბერ-ძარცვა, სისტემებში შეღწევა, პირატობა აღმოსავლეთიდან… ეს ტერმინები ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის იმიჯის ისეთივე განუყოფელ ნაწილად იქცა, როგორც არაყი და მაღალი ქერათმიანი გოგონები. 2000-იანი წლების დასაწყისში საინფორმაციო სამართალდარღვევების რიცხვი განუხრელად მატულობს: 2001 წელს 3 000-დან 6 000-მდე, 2002 წელს 12 000,  2003 წელს 15 000, 2004 წელს… 2008 წელს ამ ტიპის დანაშაულებზე სისხლის სამართლის 8 000 საქმე აღიძრა. წელს გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელმა ამ ორგანიზაციის ეგიდით კიბერ-კრიმინალთან ბრძოლისთვის საერთაშორისო კონვენციის შექმნისკენ მოწოდება გააკეთა. 1999 წელს შეიქმნა ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალური განყოფილება, რომლის ამოცანაც კიბერ-უსაფრთხოების სფეროში დოქტრინის შემუშავება და რუსეთის არმიასთან მჭიდრო თანამშრომლობით კიბერ-ომის დოქტრინის შემუშავება გახდა.

 

2001 წელს რუსეთის უშიშროების საბჭოს გენერალმა ვლადისლავ შერსტიუკმა სახელმწიფო დუმაში განაცხადა: „ახალი საინფორმაციო ერა გამალებული შეიარაღების მორიგ ტალღას გამოიწვევს. სტრატეგიული იარაღისგან განსხვავებით, კიბერნეტიკული თავდასხმის ორგანიზებისთვის რესურსების შექმნას ის ცოდნა და შესაძლებლობები დასჭირდება, რაც სამხედრო სფეროს ფარგლებს სცილდება“.

 

2000 წელს რუსეთმა (ბელორუსთან ერთად) სუპერგამომთვლელი მანქანის შექმნის მიზნით, აამუშავა პროექტი SKIF-ი, რომელსაც 0.5-დან 5 პეტაფლოპამდე ინფორმაციის გადამუშავების უნარი აქვს. 1 პეტაფლოტი უდრის ტრილიონ ოპერაციას, რაც 166 666-ჯერ მეტია იმაზე, რასაც დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთად, ერთი წამის ფიქრის შემდეგ დაითვლის. SKIF-ის მიზანი სამხედრო და სამოქალაქო სუპერკომპიუტერების შექმნა გახლდათ, რომლებიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდნენ, შემდეგ კი აჯობებდნენ მათ დასავლურ ანალოგებს IBM Roadrunner-ით სათავეში, რომელმაც შარშან 1 პეტაფოლს გადააჭარბა. რუსეთის და ბელორუსის ხელისუფლებამ შეაფასა რა ჩამორჩენის ხარისხი, უმალ გააცნობიერა ამ სფეროში დამოუკიდებლობის მნიშვნელობა: მაღალპროფესიონალი ინჟინრების დიდმა რიცხვმა (საბჭოთა სამეცნიერო ტრადიციის მემკვიდრეობა) არსებითად გაამარტივა პროექტის რეალიზაცია, რასაც შემდეგ ეტაპზე კოორდინაცია და ორივე მთავრობის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება დასჭირდა.

 

იმავდროულად აღინიშნა სოციალური ქსელების სწრაფი ზრდა, რომლებიც ნელ-ნელა ინფორმაციის და კომუნიკაციის ძირითად ცენტრებად გარდაიქმნება. როგორც ჰარელმა დაწერა, „ძალაუფლებას საკუთარ ხელში კიბერთაობა აიღებს“. რადიოს 38 წელი დასჭირდა რომ 50 მილიონიანი აუდიტორიისთვის მიეღწია, მობილურმა ტელეფონმა 15 წელიწადში 3 მილიარდი აბონენტი მოიპოვა, ხოლო სოციალურმა ქსელებმა (Facebook, MySpace, LinkedIn და ა.შ) სულ რაღაც 4 წელიწადში 350 მილიონი მომხმარებელი შეიძინეს. 2008 წელს 43 მილიარდზე მეტი ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა. 2012 წლისთვის 5 მილიარდ ადამიანზე მეტს მობილური ტელეფონი ექნება: მათ მიღებას ყველაზე ღარიბებიც კი შესძლებენ ხელისუფლების გარდაუვალი „მხარდაჭერის“ წყალობით საინფორმაციო და კომუნკაციის სფეროში.

 

ენერგეტიკის მსგავსად, რუსეთის სახელმწიფომ შესძლო ამ მხრივ წარმატების მიღწევა და ამით საკუთარი გეოსტრატეგიული ამბიციების რეალიზაცია, მათ შორის მნიშვნელოვანი შესყიდვების გზით. კრემლთან დაახლოებულმა საინვესტიციო კომპანია Digital Sky Technologies-მა დიდი წილები შეიძინა გიგანტურ რუსულ სოციალურ ქსელ „კონტაქტში“ (Facebook-ის ადგილობრივი ანალოგი), ბალტიისპირულ ქსელ Forticom-ში და მის პოლონურ ანალოგ Nasa Klassa-ში. საბოლოოდ 2009 წლის მაისში (მოლდავეთის მოვლენების შემდეგ) კომპანიამ Facebook-ის 2% 200 მილიონ დოლარად იყიდა. ამ წლის აპრილში DST-მ AOL-ისგან ინტერნეტ-ფეიჯერი ICQ გამოისყიდა. გარდა ამისა, DST-ს 10% შეიძინა ჩინურმა გიგანტმა Tencent-მა, რითაც შეუერთდა Goldman Sachs-ს და ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს (გავლენიანი გაზეთის „კომერსანტის“ მეპატრონე). რამდენიმე სიტყვა პრესის შესახებაც: აქ აღსანიშნავია 2009 წელს France-soir-ის ყიდვა ალექსანდრე პუგაჩოვის მიერ, 2010 წელს The Independant-ის ყიდვა ალექსანდრ ლებედევის მიერ და Le Monde-ის ტენდერში გლებ ფეტისოვის მონაწილეობა.

 

გარდა ამისა, 2011 წელს რუსეთი საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნას გეგმავს, რომელიც საბოლოო სახეს 2013 წლისთვის მიიღებს.

 

კრემლი კიბერ-კომუნიკაციაში

 

რუსეთის ხელისუფლებამ შესანიშნავად გააცნობიერა ის, რომ ქსელი 21-ე საუკუნეში შესვლისთვის უკიდურესად აუცილებელია. პრეზიდენტ მედვედევის ბლოგი (შექმნილი LiveJournal-ის პლატფორმაზე, რომელიც რუსეთში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე აშშ-ში Twitter-ი) დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. თვალსაჩინო მაგალითი: 2010 წლის მაისში, 9 მაისის დღესასწაულის მეორე დღეს, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მის ბლოგზე დატოვა კომენტარი იმის შესახებ, რომ კრასნოდარში მემორიალი წელიწადნახევრის წინ შეაკეთეს და ვეტერანებს ყვავილების დაწყობა ღობესთან მოუხდათ. რამდენიმე დღეში მედვედევმა ქსელში გამოქვეყნდა გუბერნატორ ტკაჩევის სახელზე მისი ხელით დაწერილი დოკუმენტი: „გაარკვიეთ. დამნაშავეები დასაჯეთ. სამ დღეში პასუხი მომახსენეთ“.

 

გარდა ამისა, კავშირგაბმულობის სამინისტრო მზადაა 5 მილიონი რუბლით დააფინანსოს „საბაზისო შესაძლებლობების შესწავლა ხელისუფლების ფედერალური ორგანოების ინტერესების განვითარებისთვის სპეციალიზებული სოციალური ქსელების საშუალებით“. ამ მიზნით სექტემბერში ხელისუფლებამ სპეციალური ტენდერიც კი გამოაცხადა. მთლიანობაში საუბარია იმაზე, რომ გამოკვლეულ იქნას რუსულენოვანი ვებ-გვერდები და მოიძებნოს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი გახდება მათი გამოყენება აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესების ლობირებისთვის. ეს უცხო სახელმწიფოების გამოცდილების და ინიციტივების შესწავლასაც გულისხმობს. სამინისტროს ერთ–ერთი თანამშრომლის თქმით, ტექნიკურად ამის განხორციელება შეიძლება მოხდეს სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში სასარგებლო და ორიგინალური იდეების საძიებელი პროგრამის დამუშავების ფარგლებში. ცნობილ ბლოგერს და ვებ-გვერდ bfm.ru-ს მთავარ რედაქტორ ანტონ ნოსიკს მიაჩია, რომ ამოცანა მკაფიოა, გონივრული და აბსოლუტურად რეალისტური. მას მაგალითად business-opportunities.biz-ის ხელმძღვანელი დეინ კარლსონი მოჰყავს, რომელმაც სახელი გაითქვა საკუთარ საიტზე ინტერნეტში მოძიებული მთელი მსოფლიოს ბიზნესმენების გენიალური იდეების ყოველდღიური პუბლიკაციებით. ნოსიკის აზრით, რუსი მაღალჩინოსნები შესძლებენ იგივე სისტემის გამოყენებას მთელი სახელმწიფოს და არამხოლოდ მცირე ბიზნესის სასარგებლოდ.

 

ეს ცვლილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ხელისუფლება ბლოგოსფეროს, მხოლოდ საკუთარი იდეების პროპაგანდის ველად განიხილავდა. მაგალითად 2007 წელს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩუროვი ბლოგერებს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო რეკლამით დაინტერესება შესთავაზა. ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე  სერგეი მირონოვი ასევე დაეკონტაქტა ინტენეტ-საზოგადოების გავლენიან წარმომადგენლებს. რუსი ბლოგერების მეფე რუსტემ ადაგამოვი (Drugoi) „როსგიდრომ“ „საიანო-შუშინსკის“ ჰიდროელექტროსადგურზე სიტუაციის გაცნობისთვის ციმბირში მიიწვია. ეს ჰესი სერიოზულად დაზიანდა 2009 წლის ავარიის შემდეგ (დაიღუპა 75 ადამიანი). გარდა ამისა, ადაგამოვი კრემლის ჟურნალისტურ წრეში მიიწვიეს და ის ხშირად ახლავს ხოლმე მედვედევს, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს ხოლმე.

 

თუმცა Google-ის შედარებით მოკრძალებული წარმატებების მიუხედავად (ის დღემდე ვერ უსწრებს მის რუსულ კონკურენტ „იანდექსს“), სახელმწიფო გამოვიდა ინიციატივით შექმნას მისი საკუთარი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად გადაკეტავს ხელმისაწვდომობას „შეუფერებელ“ ინფორმაციასთან, რაც ეხება მაგალითად პორნოგრაფიას, ნარკოტიკს და ტერორიზმს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...