planetanews Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 5 ოქტომბერს, 10.00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტაო-კლარჯეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.მის: მ. ალექსიძის ქ. #1/3 5 ოქტომბერს, 10.00 საათზე, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის #21-ე საჯარო სკოლას ეწვევა და მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდებზე გასული პედაგოგებიდან ყველაზე მაღალქულიან მასწავლებელს დააჯოლდოებს.მის: პეტრიაშვილის ქ. №7 5 ოქტომბერს, 11.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა მთავრობის კანცელარიასთან თეატრალიზებულ საპროტესტო აქციას გამართავს.თემა: “ე.წ. ერთლარიანი კომპიუტერების აფიორა”. 5 ოქტომბერს, 11.00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჰოლანდიის გარემოს დაცვის ინსპექციის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ხელი მოეწერება საქართველოს გარემოს დაცვის ინსპექციის პროფესიონალიზმის ამაღლებაში მხარდაჭერის შესახებ პროექტის სამოქმედო გეგმას.მის. გულუას ქ. #6 5 ოქტომბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს ეწვევა და ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს.მის: ლოტკინის დასახლება, სამღერეთის ქ. №13 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გერმანელ პროფესორს კლაუს ჰოპტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი მარიამ წერეთელი პრესკონფერენციას გამართავენ.თემა: “პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვება ადვოკატისთვის შეუძლებელია”.მის: ნაფარეულის ქ. #18 5 ოქტომბერს, 11:30 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია გაიმართება.თემა: ~კაკლოვანი კულტურების (ნუში, თხილი) მნიშვნელობა და მათი პერსპექტივები საერთაშორისო ბაზარზე”. 5 ოქტომბერს, 11.30 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს ეძღვნება.სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”, წვეულებათა დარბაზი 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, ლაშა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის მხარდაჭერით, ~პედაგოგთა ასოციაციის~, ~დევნილთა სამოქალაქო მოძრაობისა~ და ~გარემოვაჭრეთა ლიგის~ ბრიფინგი გაიმართება. 5 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ~თიბისი ბანკის~ მენეჯმენტი ჟურნალისტებსა და ბანკის კლიენტებს ახალი, “5-ვარსკვლავიანი სესხების” პროგრამის პირობებს გააცნობს.მის: კ. მარჯანიშვილის ქ. #7 5 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სამგორის რაიონის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდებაპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სათათბირო ოთახი (№219) 5 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თსუ-ში მინისტრები მირზა (პაპუნა) დავითაია და დიმიტრი შაშკინი, ასევე, რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ 20 ახალგაზრდას შეხვდებიან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში “ისწავლე საქართველოში”.თსუ-ის II-ე კორპუსი 5 ოქტომბერს, 13.00 საათზე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ე.წ. კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულებთან ერთად, საკრებულოს ფოიეში ბრიფინგს გამართავს. 5 ოქტომბერს, 14.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში მოძრაობის ~სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.მის: აღმაშენებლის #89/24 5 ოქტომბერს, 14.00 საათზე, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება 2010 წელს ტყეებში გაჩენილი ხანძრების გამო გარემოს დაცვის სამინისტროს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.მის: კანდელაკის ქ. #55 5 ოქტომბერს, 15.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მასწავლებელთა გაერთიანებული პროფკავშირების წევრებს შეხვდებიან.მის: დ. უზნაძის ქ. №52 5 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის – “სიტყვანის” პრეზენტაციას გამართავს.მის: ვაშლოვანის ქ. #6(ექვთიმე თაყაიშვილის დარბაზი)საკონტაქტო პირი ადა ექიზაშვილი – ტელ: 899 644 336 5 ოქტომბერს, 17.00 საათზე, “კავკასიურ სახლში” დოკუმენტური ფილმის – “ფშავი 2010″ ჩვენება გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts