Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ვინ დგას თურქი ჰაკერების უკან?!


Recommended Posts

გუშინ, 3 ოქტომბერს, აღმაშფოთებელი პრეცედენტი მოხდა ქართული ინტერნეტმედიის არცთუ ხანგრძლივ ისტორიაში. რამდენიმე გაზეთის და, მათ შორის, „ახალი 7 დღის“ სერვერები გატეხეს დაუდგენელმა პირებმა და მთელი დღის განმავლობაში ამ აქციის ორგანიზატორები გატეხილი ვებგვერდებიდან ამცნობდნენ ყველას, რომ ეს გააკეთეს თურქმა ჰაკერებმა. გაზეთის მთავარ გვერდზე შესულ მკითხველს შეეძლო მხოლოდ თურქული დროშისა და ამ შეტყობინების ნახვა.

 

გაზიარება

[17:15 04-10-2010]

http://b.pix.ge/r/4o3h8.gif http://a.pix.ge/u/omomp.gif

თავიდანვე გაჩნდა ეჭვი: რატომ უნდა გაეტეხათ თურქ ჰაკერებს ქართულენოვანი ინტერნეტგაზეთები, საიდანაც არ შეეძლოთ არავითარი მატერიალური მოგების მიღება. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო საინფორმაციო აქტივობებზე თავდასხმა თავისუფალი საინფორმაციო სივრცის ხელყოფის მიზნით. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შეხმიანებია პროვაიდერი „კავკასუსი“, რომლის კუთვნილ კიბერსივრცეში მოხდა თავისუფალი გაზეთების სერვერების ხელყოფა. გაზეთი უკავშირდებოდა მათ საინფორმაციო ცენტრს, საიდანაც იძლეოდნენ გამაოგნებელ პასუხს: ადგილზე არ არის არცერთი პასუხისმგებელი პირი. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო „კავკასუსის“ მხრიდან თავისი მომხმარებლის წინაშე ეთიკური და ეკონომიკური დანაშაული, უპასუხისმგებლობა, პარტნიორული ხელშეკრულების დარღვევა და პარტნიორის უფლებების შელახვა. მათ ოფისის დახურულ კარს მიღმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაატარეს აღდგენითი სამუშაოები და ისევ ჩვენთვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე „ჰაკერების მიერ გატეხილი“ სერვერი აღადგინეს. ჩნდება მრავალი შეკითხვა ვინ ჩაიდინა დანაშაული და ვინ იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე? დღეს ჩვენ გვამშვიდებენ იმით, რომ გუშინ ჩვენთან ერთად დაზარალდნენ სხვა ორგანიზაციების ინტერნეტგვერდებიც. ეს არ გახლავთ დამშვიდების საბაბი. ყველა შემთხვევაში ფაქტი ერთია: მოხდა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელყოფა, მოხდა დივერსია. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ ამის გამო და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, დაადგინონ გუშინ მომხდარი დანაშაულის მონაწილეები, განისაზღვროს „კავკასუსის“ წილი მომხდარში.

გუშინ გაზეთს ჰქონდა ალტერნატიული ვერსიები: რომ კიბერშეტევა მიმართული იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წინააღმდეგ, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს თავისუფალ მედიას. ეს ვერსია გაჩნდა იმის გამო, რომ მის მიერ მხარდაჭერილი იყო სამივე დაზარალებული გამოცემა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი აღმოჩნდა კიდევ მრავალი სხვა ორგანიზაცია, რომლებთანაც კავშირი არ აქვს ზემოთ ხსენებულ ფონდს, თავისთავად, ეს ეჭვი გაქარწყლდა.

 

მეორე ვერსიით, მიზანმიმართულად მოხდა იმ ინტერნეტმედიების შინაარსების განადგურება, რომლებიც გამოირჩევიან არაკონიუნქტურული მიმართულებით. ამ ვერსიას ძალა არ დაუკარგავს. თუმცა გადაჭრით არაფრის თქმის უფლება გვაქვს იქამდე, სანამ სამართალდამცავები არ დაამთავრებენ ძიებას.

"ახალი 7 დღე"<div style="text-align: justify;">

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...