planetanews Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 დღეს, ინტერნეტ–გაზეთ „ახალი 7 დღის“ საიტი ჰაკერებმა გატეხეს. 7days.ge 15:00 საათიდან მკითხველისთვის მიუწვდომელია. საქმეში უკვე ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პოლიცია. რედაქციაში, მომხდარს ბოლო პერიოდში გაზეთში გამოქვეყნებულ კრიტიკულ მასალებს უკავშირებენ. „ღია ბოქლომთან“ საუბრისას „ახალი 7 დღის“ რედაქტორი ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობ პირებს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსების ქვეშ არსებული გამოცემების განადგურება დაევალათ. გაზიარება[19:00 03-10-2010]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TKiknGZ1V6I/AAAAAAAAEFQ/wLWqxSsgJts/s200/axali7i.gif„მარტო ჩვენი გაზეთის საიტი არ გაუტეხავთ ჰაკერებს, აგრეთვე დაზიანდა ჟურნალ „ლიბერალის“ და foreignpress–ის ინტერნეტგვერდები. სამივე მედიასაშუალების ფინანსური პარტნიორი არის „ღია საზოგადოება საქართველო“. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, არის გამიზნული თავდასხმა ფონდზე. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულ მასალებზე ვმუშაობდით, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ბევრი სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირების საქმიანობას ეხებოდა. ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ გარკვეული ეჭვები ჩნდება, რომ შსს ამ ყველაფერთან გარკვეულ კავშირშია,“ – ამბობს ტოკლიკიშვილი.მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით რედაქცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დახმარებით ხვალ, 15:00 საათზე, პრესკონფერენციას გამართავს.გაზეთი „ახალი 7 დღე“ ონლაინრეჟიმში 2010 წლის იანვრიდან არსებობს და სულ უფრო მზარდი რეიტინგით ხასიათდება. ინტერნეტგამოცემის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჟურნალისტური გამოძიებაა. დამოუკიდებელი გამოცემა ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობს და მკითხველს მუდმივად სთავაზობს ექსკლუზიურ მასალებს.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts