Grig Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 Saturnრა ლოგიკით მსჯელობთ ვერ ვხვდები ვერაფრით თუ ფასები იზრდება იმაზე მიდის წივილ-კივილი რომ ფასი იზრდება. თუ ფასი მცირდება, მაშინ წივილ-კივილის საბაბი რადიკალურად იცვლება და ახლა დაბალ ფასზეა ერთი ამბავი. ნეტა მაცოდინა რა გინდათ არა კი ვხვდები მიახლოებით, მარა მაინც მე მაგალითად დაბალი ფასი მირჩევნია ყველაფერზე, რა ვიცი... ეს რიტორიჩესკი ამბებია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 ირაკლის გაუმარჯოს ხუთშაბათს ვიყავავი გურჯაანში ყურძენზე. კარგი საფერავი ღირს ადგილზე 65 თეთრი (თბილისის ბაზრებში რომ ყიდიან საფერავიაო, და მერე 40 თეთრადაც რომ მოგცემენ, ის არის ვაქირულა და არ დაგოიმდეთ). რქაწითელი უფრო ძვირია - 80-90 თეთრი. ედიკას დროს საფერავის ყურძნის ჩაბარების ფასი იყო მინიმუმ 1.5 ლარი და რქაწითელზე რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირდა. ასე რომ, მარტივი არითმეტიკაა - როგორ მოუდღნეს დედა ქართულ მევენახეობას. ვშიშობ - სამუდამოდ. აქ ზოგიერთებს კიდო, ნიკებს არ დავასახელებ, ერორების ყურებაი უნდა ავუკრძალოთ და მივლინებით ალაზნის ველზე გავუშვათ, გლეხებსა ადგილზე რომ გაესაუბროს :018:კაცო, გეიგეთ რააა, ბაზარი დავკარგეთ ღვინის გასაღEბის, ბაზარიიი, მხოლოდ იდიოტი გააკეთებდა იმას რაც ჩვენ გავაკეთეთ,ხოდა აგინონ რუსებს დედები და რთველი აქციონ სპეცოპერაციად იმის ნაცვლად რომ რთველი პირიქით, იყოს ბარაქა და სიკეთე გლეხისთვის და ქვეყნისთვის, თავსატეხია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 1.საფრანგეთის მთავრობა ზრუნავს იმაზე რომ გასაყიდი ბაზრები შეუქმნას თავის პროდუქციას.ჩვენმა კი ყველაფერი გააკეთა რომ უდიდესი ბაზარი მოესპო მევენახეობისთვის. და ეს ყველაფერი იმისათვის რომ... რავიცი აბა რისთვის? 2. საფრანგეთის მთავრობა ზრუნავს იმაზე რომ ქვეყანაში სატრასტო გარიგეგები არ მოხდეს საწვავის ან სასუქის ფასზე.ჩვენი კი ამით მდიდრდება. 3. საფრანგეთის მთავრობა - ადამიანები არიან.ჩვენი კი ღორები. სულ ესაა სხვაობა... და წარმატების ფორმულა. პ.ს. თემის გასავრცობად, ყველა ძლიერი ქვეყანა, ეძებს გასაღების ბაზრებს. რაც უფრო მეტს პოულობს თავისი პროდუქციისთვის, მით უფრო ძლიერი ქვეყანაა.ფაქტობრივად თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკა, პოლიტიკა, ომები და დიპლომატიური ბრძოლები ამისკენ არის ორიენტირებული.მემგონი ერთადერტI ქვეყანა, როგორც მინიმუმ ევრაზიაში - საქართVელოა რომელშიც ეს არ ესმის არავის. გარდა ხელისუფლების.მაგრამ ხელისუფლებას ეს კიდია, ვინაიდან პირად გამდიდრებაზე არიან გადასაულები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 kisaყურძენზე ფასი როგორ ყალიბდება - ამიხსენით გოიმსმოთხოვნა მიწოდების პრინციპით. ბევრი ყურძენი მოდის - ფასი ეცემა. ცოტა მოდის - პირიქით, მატულობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 kisa მოთხოვნა მიწოდების პრინციპით. ბევრი ყურძენი მოდის - ფასი ეცემა. ცოტა მოდის - პირიქით, მატულობს. ეგ ნორმალურ ქვეყნებში. ჩვენთან რამდენსაც ხელისუფლება გაიმეტებს. მოდიან და გეუბნებიან, ხო იცი ერთადერთი მყიდველი მე ვარ, ჩემს იქით გზა არ გაქვს, ჰა 2 კაპიკს მოგცემ და მომეცი, არა და დაგილპეს თუ გინდაო. არ დამიწყო ეხლა რო ხელისუფლება და ბიზნესმენები სხვადასხვანი არიან. kisa რა თქმა უნდა ყველაფერს აქვს თვითღირებულება და ამაზე ვისაუბრე მაქსიმალურად დეტალურად ამ თემის პირველ პოსტში. თუ ვთქვათ გლეხმა დათვალა, რომ სასუქში, ტრაქტორში, საწვავში, მორწყვაში, მუშახელის დაქირავებაში, მოსავლის აღებაში დაეხარჯა 2000 ლარი, მოსავალი აიღო 2000კგ, ზარალში რომ არ დარჩეს გასაყიდი ფასი ადგილზე (სახლში) მინიმუმ 1 ლარია, ბაზარში მიტანით ცოტა მეტი, ამას კიდევ ტრანსპორტირების ხარჯები დაემატება. თუმცა რა თქმა უნდა ამ დროს ფასი 1 ლარი არ იქნება, იქნება გაცილებით მეტი, რადგან იმ ყურძნის მოყვანაში უზარმაზარი შრომაა ჩადებული და გარდა ამისა იმ გლეხისთვის ეს ყურძენი შემოსავლის ერთადერთ თუ არა ძირითად წყაროს წარმოადგენს და იმით უნდა იცხოვროს მთელი წელი - კომუნალური გადასახადები იხადოს, იყიდოს პური, მარილი, შაქარი, ზეთი, კარაქი, ბრინჯი, მაკარონი, საპონი, ტუალეტის ქაღალდი, სარეცხი საშუალებები, კბილის პასტა და ჯაგრისი, საპარსი საშუალებები, მობილურის ბარათები (მილიონი წვრილმანი ჭირდება ოჯახს, დიასახლისი ხართ და გაცილებით უკეთ გეცოდინებათ), ასევე ტანსაცმელი, შეშა, შვილებისთვის წიგნები და უნივერსიტეტის გადასახადები, ხშირად მათი ბინის ქირა. არაფერს არ ვამუქებ სამწუხაროდ. ეს არის ტიპიური კახური ოჯახის ცხოვრება და ხარჯები და დამერწმუნეთ არც ისე ცოტაა ისეთი ოჯახები, რომელთათვისაც ყურძენში აღებული ფული შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ხელისუფლების უაზრო პოლიტიკის გამო უკანასკნელ ხანს მართლა ბევრმა გაჩეხა ვენახი, რადგან პრაქტიკულად ზარალის მეტი არაფერი მოაქვს მას და დაიწყეს საზამთროს და მარწყვის მოყვანა. Grig თუ დააკვირდი მეც ეგ ციფრები მეწერა, ოღონდ პირიქით. ახლობლებს ველაპარაკე და რო ვკითხე რამდენად იბარებენ მეთქი ზუსტად ისე მიპასუხა რაც შენ თქვი და აღარ მივაქციე ყურადღება, ვიფიქრე მექანიკურად აერია ერთმანეთში მეთქი. კატასტროფაა რა, საფერავი ყოველთვის 3-4-ჯერ ძვირი ღირდა შევარდნაძის დროს, იმიტომ, რომ გაცილებით ძვირფასი ყურძენია და ღვინის კომპანიები იბარებდნენ. მაგ შებრუნებით მე პირადად ერთადერთ დასკვნას ვაკეთებ, ქართულ მეღვინეობას საბოლოოდ დედა უტირეს ნაცებმა, ვერავინ ვერაფერს ყიდის და ამიტომ აღარაა მოთხოვნა საფერავზე. როგორც ჩანს ბოლო დროს მომრავლებული რესტორნები იბარებენ რქაწითელს, ჩამოსასხმელი ღვინისთვის, რაც რესტორნებისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, რაკი ჩამოსასხმელ ღვინოს პრაქტიკულად ვერ აღურიცხავს საგადასახადო რამდენი ქონდა და რამდენი გაყიდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 analginჩვენთან რამდენსაც ხელისუფლება გაიმეტებს. მოდიან და გეუბნებიან, ხო იცი ერთადერთი მყიდველი მე ვარ, ჩემს იქით გზა არ გაქვს, ჰა 2 კაპიკს მოგცემ და მომეცი, არა და დაგილპეს თუ გინდაო. არ დამიწყო ეხლა რო ხელისუფლება და ბიზნესმენები სხვადასხვანი არიანკუთხეში რომ მიემწყვდევით მსჯელობაში და ეგრევე ზღაპრების მოყოლაზე რომ გადადიხართ ხოლმე მაგაზე ვკაიფობ ხელისუფლების უაზრო პოლიტიკის გამო უკანასკნელ ხანს მართლა ბევრმა გაჩეხა ვენახი, რადგან პრაქტიკულად ზარალის მეტი არაფერი მოაქვს მას და დაიწყეს საზამთროს და მარწყვის მოყვანა.მერე საზამთროზე და მარწყვზე არ უწესებს ხელისუფლება ფასს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 (edited) ისე ეს სტანდარტული კარდუები როგორი სასაცილო (პრინციპში კი გულისამრევი და სატურალი) მოვლენა ბოლშევიკურ საქართველოში სიტყვიერი გაფრთხილება თანაფორუმელის პროვოცირებისთვის. შემდგომში იქნება ვორნი. Edited October 4, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 ბოლო დროს მომრავლებული რესტორნები იბარებენ რქაწითელს, ჩამოსასხმელი ღვინისთვის, რაც რესტორნებისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, რაკი ჩამოსასხმელ ღვინოს პრაქტიკულად ვერ აღურიცხავს საგადასახადო რამდენი ქონდა და რამდენი გაყიდეს. ეგრეა, რა. და თანაც საქართველოში უფრო თეთრ ღვინოს ეტანებიან, ქორწილი/ქელეხი სულ თეთრი ღვინოა. არადა თეთრი ღვინო მსოფლიო ბაზრის მხოლოდ 10%-ს იკავებს. ბევრმა ადრე თეთრი ყურძენი გაჩეხა და წითელი ჩაყარა, რადგან ექსპორტზე მარტო წითელი გადიოდა, და ახლა იგივეს აპირებს, ოღონდ პირიქით. მეღვინეობა ისეთი სფეროა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი კონკურენციაა მსოფლიო ბაზარზე. ყველგან სახელმწიფო ა-სუბსიდირებს ამ დარგს. მაგ., საფრანგეთს ამის გამო დიდი დაკა-დაკა ჰქონდა ევროკომისიასთან 1-2 წლის წინ. ჩვენმა ბედოვლათებმა კი დედა მოუხნეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 analgin კუთხეში რომ მიემწყვდევით მსჯელობაში და ეგრევე ზღაპრების მოყოლაზე რომ გადადიხართ ხოლმე მაგაზე ვკაიფობ მერე საზამთროზე და მარწყვზე არ უწესებს ხელისუფლება ფასს? რომელ კუთხეში მოვემწყვდიე, საკუთარ თავს მასხრად რატო იგდებ და უმანკო მიამიტივით რატომ ლაპარაკობ მუდამ? ზუსტად ვიცი, რომ გონება საკმარისად გიჭრის და არა მგონია მხედველობასთან ან სმენასთან გქონდეს განსაკუთრებული პრობლემები.საზამთროს და მარწყვს გაცილებით ნაკლები ხარჯი სჭირდება, გარდა ამისა საზამთროს გაცილებით დიდი მოსავალი აქვს, მარწყვი კი საკმაოდ ძვირი ღირს + ვაზს ვერ ამოძირკვავ და საზამთრო და ვაზი შეგიძლია ჩაანაცვლო ერთი და იგივე მიწაზე სეზონის მიხედვით.რაც მთავარია კი, საზამთრო და მარწყვი ისეთი პროდუქტია, რომელიც ბაზარში სწრაფად და კარგად იყიდება მთელი რაოდენობა, ყურძენი კი თუ ქარხანაში არ ჩააბარე, ბაზარში ძნელი გასაყიდია. 4 ტონა ყურძენს ბაზარში ვერ გაყიდი, დაგიჭკნება,დაგეჭყლიტება და დაგილპება რადგანან თითო ჯერზე 1, მაქსიმუმ 2 კგ-ს გაყიდვა გიწევს და საზამთრო მეტ ხანსაც ძლებს და ერთ ჯერზე მინიმუმ 5-6კგ-ს ყიდი.უნდა წაგიყვანოს კაცმა და გაცხოვროს იმ კახეთში შენი ოჯახიანად და მერე მაინც მოეშვები თეთრზე შავის თქმას და ამით თვითკმაყოფილებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 (edited) 14:55 04-10-2010 "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა რთველით უკმაყოფილო გლეხი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები ოთარ სააკაშვილი დააკავეს . როგორც "ინტერპრესნიუსს" საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ქისტაურში მყოფ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს მევენახემ უთხრა, რომ "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში ყურძენს არ იღებდნენ, რაც გამგებელმა უარყო და გლეხს პროვოკატორი უწოდა. თვითმხილველების თქმით, გამგებელმა ამის შემდეგ გლეხის მისამართით შეიგინა და მას მთავრობის მტერი უწოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა ოთარ სააკაშვილი დააკავეს. ახმეტის პოლიციაში ოთარ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმეტის პოლიციის უფროსი ზურა ფილაშვილი რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის დისშვილია. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა ოთარ სააკაშვილს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ოთარ სააკაშვილის დაკავებასთან კავშირს უარყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე. მისი თქმით, ის ქისტაურში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა გლეხის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. http://new.interpressnews.ge/ge/samartali/146496-akhmetashi-rthvelith-ukmayofilo-glekhi-daapatimres.html :018: :018: :018: Edited October 4, 2010 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted October 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა რთველით უკმაყოფილო გლეხი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები ოთარ სააკაშვილი დააკავეს ) ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 ქისტაურში მყოფ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს მევენახემ უთხრა, რომ "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში ყურძენს არ იღებდნენ, რაც გამგებელმა უარყო და გლეხს პროვოკატორი უწოდა.თვითმხილველების თქმით, გამგებელმა ამის შემდეგ გლეხის მისამართით შეიგინა და მას მთავრობის მტერი უწოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.ესრ არის სასაცილო ამ მონაყოლიდან ცანს, რომ მაისურაძე ტავად არის პროვოკატორი და მეტიც - აზრის თავისუფლებას ართმევს პიროვნებასრას ქვია "მთავრობის მტერი"?ან ეს რა სასჯელია - 5 დღე?რისთვის, "მთავრობის მტერობისთვის"? სულ აიშვეს რა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted October 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 4, 2010 kisaან ეს რა სასჯელია - 5 დღე?რისთვის, "მთავრობის მტერობისთვის"?რაიონებში ჯერ კიდე ბატონყმური წყობილებაა..თუმცა არც გამოვსულვართ მაქედან.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.