Jump to content
Planeta.Ge

პირველი საქმიანი ერთობა


Recommended Posts

კაცო ამ დედ*** ქდმ-ს უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა და იმიტომ მონაწილეობს თორემ სულაც არ ხიბლავს ეხლა ეს ამბავი. დააყენონ მოთხოვნა, ჯერ-ჯერობით ხელს არაფერი უშლის
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 76
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Nukriko

ერთად შეიკრიბონ და გამოექანონ... ნაციონალებიც წამოიყვანონ.. შენ რა აპირებ მათ გვერძე დადგე? პირიქით გვეშველება თან, როგორ. ოღონდ მაგათ არ უნდა ავყვეთ. არ ავყვებით გვეშველება, ავყვებით დაგვერხევა.. ;

Nukriko

newstudio როცა ხედავ რომ თუ მათ გაყვები გადაეჩეხები, ჯობია იჯდე და არ გაყვე მათ..   ვეღარ დაქოქავს ეს ოპოზიცია, ხალხს..     ახალი ოპოზიცია თუ არ შეიქმნა, ძველი ვერაფერს ვერ გააკეთებს, გინდა გაერთიანდნ

Nukriko

newstudio რას ვხედავ და ყველაფერს, რასაც ესენი იძახიან და არა მარტო იძახიან. ალასანიას რომ გადასცე ძალაუფლება ნიშნავს რომ უნიჭო მიშა გყავდეს ხელისუფლებაში.     ეს დეგენერატები არ მოგბეზრდათ?   მოდი და

ტაშიი

მთავარ კითხვას ტოვებ მაინც

სანამ არ გამოჩნდება პიროვნება(ლიდერი) რომელსაც შეეძლება ამ ქვეყნისთვის თავის განწირვა და ამას ხალხი დაინახავს(იგრძნობს),მანამდე რა უნდა ვქნათ იქნება მიშა და იკაკო-თარგამაძეების ეს ქვეყანა..გინდა გარემო შეცვალონ და გინდა ყირამალა იარონ..ეროვნული(პროქართული და არა,რუსეთუმე ან ამერკათუმე) ლიდერი გვჭირდება და იმედი მაქვს გამოჩნდება..

მანამდე გინდა ახტით გინდა დახტით,დინამო მაინც დინამოა @ჯუღელი.. :givi: :givi:

პ.ს.მიტინგზე ჯიპებით მოსვლა და ჭკუის დარიგება ყველას შეუძლია,თან როცა ამისთვის ფულს გიხდის ი.ს ძალა,ვის წინააღმდეგაც ეს ხალხი გყავს გამოყვანილი..

 

Blaugranator

კაცო ამ დედ*** ქდმ-ს უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა და იმიტომ მონაწილეობს

თუ გინდათ რომ ეს დავიჯერო,თქვენი ხათრით დავიჯერებ,მაგრამ არა მგონია ამით საქმეს ეშველოს..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

სანამ არ გამოჩნდება პიროვნება(ლიდერი) რომელსაც შეეძლება ამ ქვეყნისთვის თავის განწირვა

ვხედავ შენ შენ მიცვალებული ლიდერი გინდა :)

თავი თუ განწირა და მოკვდა მერე რაში უნდა გამოგადგეს.

ლიდერი კი არ გვინდა პარტია გვინდა თავისი იდეოლოგიით.

 

კაცო ამ დედ*** ქდმ-ს უბრალოდ სხვა გზა არ ქონდა და იმიტომ მონაწილეობს თორემ სულაც არ ხიბლავს ეხლა ეს ამბავი. დააყენონ მოთხოვნა, ჯერ-ჯერობით ხელს არაფერი უშლის

 

სხვა გზა რომ არ გაქვს იმის გამო უსამართლობა არ უნდა გააპრავო.

 

აქ ორი ვარიანტია; ან ღებულობ მონაწლეობსა ამ გაპრავებაში ან არა. როგორ შეიძლება იმაში მიიღო მონაწილეობა, რაც არ იცი, ან კიდევ წინასწარ იცი უშედეგოა. ამით ხომ ამ უსამართლობას აპრავებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ვხედავ შენ შენ მიცვალებული ლიდერი გინდა

თავი თუ განწირა და მოკვდა მერე რაში უნდა გამოგადგეს.

ლიდერი კი არ გვინდა პარტია გვინდა თავისი იდეოლოგიით.

მე დავწერე რომელსაც შეეძლება თავის განწირვა და არა თავი გაწიროსთქო..აბა ამათ ციხეში ჩაჯდომის ეშინიათ , ჯიპებით სეირნით და ყველა სეზონზე დასასვენებლად სიარულით უნდათ რეჟიმთან ბრძოლა..არაა ესე..აიღე მაჰათმა განდი,ნელსონ მანდელა..ამ ხალხს თავი ქონდა გადადებული ქვეყნისთვის..ესეთი ტიპის ლიდერს ვგულისხმობ..

 

babuagiorgi

ვხედავ შენ შენ მიცვალებული ლიდერი გინდა

თავი თუ განწირა და მოკვდა მერე რაში უნდა გამოგადგეს.

ლიდერი კი არ გვინდა პარტია გვინდა თავისი იდეოლოგიით.

მე დავწერე რომელსაც შეეძლება თავის განწირვა და არა თავი გაწიროსთქო..აბა ამათ ციხეში ჩაჯდომის ეშინიათ და ჯიპებით სეირნით და ყველა სეზონზე დასასვენებლად სიარულით უნდათ რეჟიმთან ბრძოლა..არაა ესე..აიღე მაჰათმა განდი,ნელსონ მანდელა..ამ ხალხს თავი ქონდა გადადებული ქვეყნისთვის..ესეთი ტიპის ლიდერს ვგულისხმობ..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანიას ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2176805.html

 

იქნებ შეიცვალოთ შეხედულება? :read:

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ოპოზიციის ნაწილის მიერ შემუშავებულ საარჩევნო გარემოს შეცვლის პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და მათ კამპანიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფრთხედ აფასებს.

 

როგორც პარტიის მთავარი საბჭოს წევრმა, გია კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინიციატივის მიზანი და წარმოდგენილი მოთხოვნები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ არის, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს.

 

მისი თქმით, “დემოკრატიული მოძრაობის” პრინციპული პოზიციაა, საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის, სულ მცირე აუცილებელია სასამართლოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა, მედიისა და ბიზნესის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისგან და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია.

 

“რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ ინიციატივაში გარემოებათა აღნიშნული კომპლექსი კვლავაც ყურადღების მიღმაა დარჩენილი; ის იმოტომ, რომ სააკაშვილი არ წავა ისეთ დათმობაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ხელისუფლებაში ყოფნას; ამ კომპონენტების გათვალისწინებით მასთან დიალოგი დროის ფუჭად კარგვაა”, - განაცხადა კობახიძემ.

 

ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ, მცირე წინააღმდეგობის გათამაშების შემდეგ, ყველა ის მოთხოვნა მიიღოს, რასაც აყენებს რვა ოპოზიციური პარტია - დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები და უკვე აპრობირებული მეთოდით მიიღოს ის შედეგი, რაც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

 

კობახიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით “შერატონ მეტეხი პალასში” გუშინ გამართულ გუშინდელ კონფერენციაზე არაკვალიფიციური პარტიები არ იყვნენ მიწვეულები. “რომ მივეწვიეთ, აუცილებლად მივიდოდით”, - აღნიშნა მან.

 

პარლამენტის ყოფილი სპიკერის თანაგუნდელი რეალურ გამოსავალს წარმომადგენლობითი სახახლხო კრების ჩატარებაში ხედავს. მისი განცხადებით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა, კვალიფიციურები იქნებიან, თუ არაკვალიფიციურები, უნდა მოახერხონ შეჯერება ყველა პრინციპულ საკითხთან, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანიას ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2176805.html

 

იქნებ შეიცვალოთ შეხედულება? :read:

 

ეხლა ვამთავრებ მოსმენას და მითხარი რა ერთი რა თქვა ისეთი კონკრეტული?

ერთი რამ მაინც დამისახელე რაც ღირდა მოსამენად?

საერთო ბლა-ბლას მეტი რაც ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში მესმოდა.

 

მოკლედ, ბრიტვა არ აქვსს ვინმეს?

ქრონიკული ბელადომანია გვჭირს ჩვენ. ამისგან განკურნება არ იქნება ასე ადვილი.

 

პ.ს. საცაა გიორგის ერთ პოსტში დაწერილს დავეთანხმები. კიდევ ეს ნაციონალები ალბათ, ამათმა ბოლომდე მიწოლა მაინც იაციან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეხლა ვამთავრებ მოსმენას და მითხარი რა ერთი რა თქვა ისეთი კონკრეტული?

ერთი რამ მაინც დამისახელე რაც ღირდა მოსამენად?

საერთო ბლა-ბლას მეტი რაც ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში მესმოდა.

აბა რას ელოდებოდი.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

აბა რას ელოდებოდი.. :givi: :givi:

 

რას და აქ პატივცემული იუზერების მოწოდებული ინფორმაციის სტილი მაკვირვებს :)

 

"აჰა, აი, აი აბა ეხლა ნახეთ იკაკომ რა სთქვა, აბა ეხლა კარგია ხო?"

არა და ეს იკაკო სულ ერთი და იგივე პლასტინკას ატრიალებს, უბრალოდ ტონია შეცვლილი.

 

მალტაში რა ღირს ყვერებზე გადასასვამი ბრიტვა? :givi:

 

პ.ს. ეგებ მე ვერ ვარ კარგად და ვინმემ ამიხსნას.

წინა ადგილობრივი არჩევნები რომ ნაცებმა მოიგეს ვის ეპარება ეჭვია ჰა?

გიგიმ რომ ალასანია დასდო თბილისში ბეჭებზე ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?

2012 წლის არჩევნებს ნაცები მოიგებენ და ეს ყოვლეგვარი გაყალბების გარეშე. ასეთია ჩქიმი უბეჟდენია. ვერ ვხედავ მე ოპო მხარეს ვინმეს ვისაც ეს ესმოდეს.

მკვდარი სულების მანიპულაცია უკვე არ აქვთ ნაცებს გეგმაში. რასაც ესენი სთავაზოპბენ ახალ კოდექსში, ეს უკვე ნაცებს არ სჭირდებათ. მოკლედ რა.................

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ერთი რამ მაინც დამისახელე რაც ღირდა მოსამენად?

არჩევნების სისტემის შეცვლა არ არის კონკრეტული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რას და აქ პატივცემული იუზერების მოწოდებული ინფორმაციის სტილი მაკვირვებს

დროა უკვე მიეჩვიო..

მალტაში რა ღირს ყვერებზე გადასასვამი ბრიტვა?

ქართველებს ჩუქნიან.. :givi: :givi:

წინა ადგილობრივი არჩევნები რომ ნაცებმა მოიგეს ვის ეპარება ეჭვია ჰა?

გიგიმ რომ ალასანია დასდო თბილისში ბეჭებზე ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?

ეს იმიტომ რომ საარჩევნო გარემო იყო ცუდი..აი ეხლა მიშას თამხმობით შეცვლიან და მერე ნახე.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

არჩევნების სისტემის შეცვლა არ არის კონკრეტული?

 

არა.

ის რასაც ესენი შეცვლას ეძახიან ამისი ნაცებს არ აშინებთ.

 

ამ კოდექსის მთავარი ბაზისია ამომრჩევლის წინასწარ დარეგისტრირება. ხო და მარო თუ ფულს აიღებს და დარეგისტრირდება ამით რა?

ნაცები 2012 წლის არჩევნების მოგებს ოპოზიცია უწყობს ხელს. პრინციპში ნაცებს დიდი რამის შეთავაზებაც არ დასჭირდებათ, იმიტომ რომ ოპოზიციას არ აქვს არაფერი შესათავაზებელი. ადრე ვისაუბრეტ ჩვენ იმაზე, რომ პარტია არ არის 25 დარეგისტრირებული ხალხის ჯგრო არამედ იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის საფუძველზე გაკეთებული შეთავაზება.

აქვენ ეს?

არა.

ნაცებს აქვთ?

ექნებათ.

მეორე. საარჩევნო გარემოს სამართლიანობა ასე არ გამოიყურება.

ის ექსპერტები რომელიც ევროპიდან ჰყავთ მოწვეული, აქ სწყვეტენ მცირე პარტიების დისკრიმინაციას და პოლიტიკის გაბიზნესების პრობლემებს?. არა.

უბრალოდ ისმის ხმები, მაგრამ ძვრა არ სჩანს. პოლიტიკა მონოპოლიზირებულია გარკვეულ ხალხის ხელში.

 

როდესაც ერთ აქვს მილიონები და მეორეს 2 კაპიკი, იმ პირველს მოგების შანსი ასჯერ მეტი აქვს. ეს ადარდეთ ევროპაში და ამის გამოსწორებაზე ფიქრობენ.

მოკლედ საუბარია მიახლოებით ამაზე:

"საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და პოლიტიკის დეკომერციალიზაცია:

ა). ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნა;

საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია პოლიტიკის ბიზნესიდან გამიჯნვა. შემოღებულ უნდა იქნას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მაქსიმუმ 2000 ლარის ოდენობით . შემოწირულობის უფლება აქვს მხოლოდ კერძო პირს. ყოველგავრი სესხისა თუ სხვა სახის ფინანსური საშუალებების მიღება ჩაითვლება საარჩევნო კანონმდებლობის დაღვევად. პარტიების დაფინანსება უნდა იყოს ტრანსპარანტული და კანონით აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო კომპანიის ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება.

ბ). თანასწორუფლებიანი საარჩევნო კომპანიის წარმოება;

საარჩევნო კომპანია უნდა ხდებოდეს არა პარტიის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს რეკლამაზე დახრჯული თანხები და წინასწარ მოსყიდული ამომრჩეველი, არამედ მისი შინაარსი. საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონტროლი და საბიუჯეტო თანხების საარჩევნო კომპანიაზე დახარჯვა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობას განსაზღვრავს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნების პრინციპებს და მცირე ფინანსების მქონე პარტიების თანასწორ კონკურენციის საშუალებებს ზღუდავს.

შემოღებულ უნდა იქნას საარჩევნო კომპანიის ხარჯების მაქსიმუმი 3 000 000 ლარის ოდენობით. ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს დათმობილი თანაბარი დრო მედიაში. განსაკუთრებით კერძო მედიაკომპანიებს კანონით დაეკისროს პარტიების რეკლამის თანაბარი რაოდენობით განთავსება. თუ რომელიმე კერო მედია განანათავსებს ერთი პარტიის რეკლამას, ამ შემთხვევაში სხვა პარტიების მიწოდებული რეკლამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ რეკლამის უფასო განთავსება მოუწევთ. კერძო მედიისთვის იქნება შემოღებული პრინციპი, ან არცერთი პარტიის რეკლამა, ან ყველასი თანაბრად. პარტიის რეკლამად განისაზღვრება სარეკლამო კლიპები, ბანერები, ქალაქში ბილბორდები და მედია საშუალებებით რომელიმე პარტიის საქმიანობის გაშუქება.

მიღებულ უნდა იქნას კანონი საარჩევნო პროპაგანდის არჩევნებამდე 3 დღით ადრე შეწყვეტის თაობაზე. ეს შეეხება ყველა სახის პროპაგანდას, როგორიცაა საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს პარტიის აქტივისტების ყოველგვარი აქტიურობის აკძალვის ჩათვლით.

კანონით უნდა აიკრძალოს აღმასრულებელი ხელისუფლების პარტიის წინასაარჩევნო პროპაგანდა. არჩევნებამდე 6 თვით ადრე მედიის საშუალებით ყოველგვარი გაპიარებული ხარიტატიული საქმიანობის რეკლამირება. აღმასრულებელი ხელისუფლების პირს უნდა აეკრძალოს მედიის საშუალებით რომელიმე პარტიის უპირატესობის ღიად დაფიქსირება.

საქართველოში პარტიებს შორის კონკურენცია უნდა იყოს თავისუფალი და თანასწორ პირობებში. მცირე ფინასიების მქონე პარტიების ყოველგავრი დისკრიმინაცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება. ასეთი დარღვევა კი იქნება საბაბი იმისა, რომ პარტია ამოღებულ იქნას საარჩევნო სიიდან, ან ასეთი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები გაბათილებულ იქნას აღნიშნული კანონის მიხედვით. "

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლობოლო მივედით იმ აზრამდე რომ,რაც ოპოზიცია გვყავს ის ხელისუფლებაც თუ პირიქით, რაც ხელისუფლება ის ოპოზიცია?(ნუ როგორცაა ნათქვამი.)

 

თუ ჯერ ვერა?

 

 

 

 

მე დიდი ხანია კი :yes:

Edited by ირაკლი75
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

იქნებ ეს გარემოს შეცვლა უფრო საბაბია უფრო დიდი რაღაცითვის? ამაზე არ გიფიქრიათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...