Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ნატო საქართველოს მიღების სურვილს ადასტურებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg

 

სამანტა შილდსი

 

თბილისი, საქართველო – ნატო საკუთარ რიგებში საქართველოს გაწევრიანების სურვილის ერთგული რჩება – პარასკევს განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა, იმ დღეს როდესაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ავღანეთში ყველაზე სერიოზული დარტყმა მიიღო

 

საქართველო, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ნატო-სკენ მისწრაფების ფარგლებში, ავღანეთში 1000 ჯარისკაცი გააგზავნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათს საბრძოლო ოპერაციების დროს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

საქართველოს და მეორე პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო უკრაინას, ნატო-ს შესაძლო წევრობას 2008 წლის დასაწყისში ბუქარესტის სამიტზე დაპირდნენ, რამაც რუსეთი განარისხა. მას შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწყო, იმავდროულად რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით წუხილი გაიზარდა. ნატო-ს მომდევნო სამიტი მომავალ თვეში იგეგმება.

 

„მე ველოდები, რომ ნატო-ს ლისაბონის სამიტი ხელახლა დაადასტურებს პოზიციას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ  ბუქარესტში 2008 წელს დავიკავეთ და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც ის აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მანამდე ჯარისკაცებისადმი ტელევიზიით გასულ მიმართვაში თავდაცვის სამინისტროში, მან სამძიმარი გამოსთქვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნისთვის.

 

„ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში, ჩვენი ავღანური მისიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაიონში. მე ძალიან ვაფასებ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი თქვენს ერთგულებას, რაც ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.

 

ნატო-ში გაწევრიანების პირობები შემდეგ მოთხოვნებსაც  მოიცავს: პოტენციური წევრები საბაზრო ეკონომიკის მქონე ფუნქციონირებადი დემოკრატიები უნდა იყვნენ, ისინი კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას უნდა ემხრობოდნენ.

 

საქართველოს ეკონომიკა დასავლური ინვესტიციების წყალობით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა. ქვეყანამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენასაც სხვა მსგავს ქვეყნებზე უკეთ გაუძლო. ზაფხულში მიმდინარე ხანგრძლივი საპროტესტო აქციები, რომელზეც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ ძალადობის გარეშე დასრულდა.

 

თუმცა მანამდე 2007 წლის დემონსტრაციებზე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების გამო სააკაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ მოვლენებს ვადამდელი არჩევნები მოჰყვა. სააკაშვილი იმაშიც დაადანაშაულეს, რომ 2008 წლის აგვისტოში მან საქართველო კატასტროფულ ომში ჩაითრია, მაშინ როდესაც არ გააჩნდა არანაირი შანსი გამკლავებოდა მასზე ბევრად უფრო დიდ ჩრდილოელ მეზობელს და მის კარგად შეიარაღებულ არმიას. ომის გამო საქართველომ ორი აჯანყებული რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი დაკარგა.

 

ბატონმა სააკაშვილმა პარასკევს განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობა მისი მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. „საუბარი არამხოლოდ ნატო-ზეა, არამედ იმაზე რომ საქართველო იყოს თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი“ – სთქვა მან.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...