planetanews Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/images.jpg შერონ ვეინბერგერი ავღანეთში მიმავალი უმნიშვნელოვანესი მარშრუტის დახურვა შესაძლოა დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ ამ შემთხვევამ იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ სხვა ვარიანტების მოძიება გვჭირდება – განაცხადა პენტაგონის ერთ-ერთმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა პაკისტანმა მიმდინარე კვირას ტორხამის სასაზღვრო გადასასვლელი დაკეტა, ნატო-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ავღანეთში ნავთობი და სხვა არალეტალური საქონელი გადაჰქონდათ. ისლამაბადის მთავრობის განცხადებით, მარშრუტი იმიტომ დაიკეტა, რომ იქ სადაც ნატო საზღვარზე რეიდებს ატარებდა, სამი პაკისტანელი მესაზღვრეა დაღუპული. „სამხრეთის მარშრუტის გამოყენებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვექმნა პრობლემა… პაკისტანის გავლით ავღანეთში, ჩრდილოეთის მიმართულებით“ – AOL News-ს განუცხადა რიჩარდ დუგლასმა, თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ ნარკოტიკების გავრცელებისა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში – „ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გზას, რომელიც სამხრეთ-კავკასიაზე გადის და რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ“. სამხრეთ-კავკასიის მარშრუტის გამოყენების იდეა, მარშრუტისა რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანზე, გაივლიდა წინათაც არსებობდა. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ადრეც წამოაყენა მისი ქვეყნის, როგორც საკვანძო ადგილის გამოყენების იდეა. მარშრუტში უნდა შესულიყო საქართველოს შავი ზღვის პორტები, შემდეგ მას უნდა გაევლო ხმელეთზე მატარებლით აზერბაიჯანამდე და ბოლოს კასპიის ზღვაზე, ყაზახეთისა და უზბეკეთის გავლით. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა არ დააყოვნეს და ტორკხამის დახურვის მნიშვნელოვნება შეამსუბუქეს, განაცხადეს რა რომ ეს შემთხვევა მხოლოდ შეფერხებაა პაკისტანისა და აშშ-ს ურთიერთობებში, მაგრამ ამავე დროს ხაზი გაუსვეს პაკისტანზე გამავალი მარშრუტის მალე გახსნის მნიშვნელობას. „ჩემთვსი დაუჯერებელია, რომ მარშრუტების დახურვა – სავარაუდო დახურვა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ ნიშნავს სრულ გაუქმებას – შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე დროის მცირე მონაკვეთი“ – განაცხადა რიჩარდ ჰოლბრუკმა, აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა პაკისტანში, ავღანეთსა და ვაშინგტონში – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესი. „მაგრამ გრძელვადიან და გაჭიანურებულ დახურვას რეგიონზე კოლოსალური გავლენა ექნებოდა“. თუმცა პაკისტანს აშშ-სთან თანამშრომლობის გამო დუგლასი აქებს, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი მარშრუტები, როგორ აღმოჩნდა სახიფათოა. „ფაქტია, რომ არსებობს სამხრეთ-კავკასიის გამოუყენებელი შესაძლებლობები“ - ამბობს დუგლასი და დასძენს, რომ – ”მარშრუტები, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი იყენებენ უფრო დაცული და კეთილგანწყობილია“. „ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ არ ვიყენებთ ამ მარშრუტს“ – განაგრძობს დუგლასი – „შესაძლოა ეს ნაწილობრივ ინერციის ბრალია“. ერთი პრობლემა – აღიარებს დუგლასი – შეიძლება პოლიტიკაც იყოს და კერძოდ აშშ-ს ურთიერთობები რუსეთთან. 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელი ომი ჰქონდა, რომლის დროსაც ქართული პორტი ფოთი დაინგრა. მიუხედავად იმისა, რომ ომი კარგა ხანია დასრულდა და ფოთის პორტიც ამუშავდა, ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ძალიან ცივია. „უამრავი ადამიანი მზადაა და სამუშაოს ელოდება. ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და მეტი გავაკეთოთ შავი ზღვის მიმართულებით“ – ამბობს დუგლასი – „ეს არაა ეგზოტიკური თეორია“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts