planetanews Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/globaltimes.png რუსეთი სერიოზულად განიხილავდა რუსეთი-ნატოს სამიტის მოწვევის წინადადებას ლისაბონში 20 ნოემბერს, უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის ყოველდღიურ ოფიციალურ გაზეთს „როსიისკაია გაზეტას“ პარასკევს. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა რუსეთი-ნატოს საბჭოს ფარგლებში ნებისმიერი სამუშაო ფორმატისათვის. ნატო ემზადება ლისაბონის სამიტისათვის, სადაც ალიანსის სტრატეგია უნდა განიხილოს და ამ მოვლენასთან დაკავშირებით რუსეთი-ნატოს სამიტის ჩატარების წინადადებით გამოვიდა – განაცხადა მან. ლავროვის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმარულ შეხვედრაზე ნიუ-იორკში, ისინი შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ რა უნდა იყოს ნატო საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ზოგადად და რუსეთთან მიმართებაში, კონკრეტულად. „ჩვენ აღარა ვართ მტრები უკვე დიდი ხანია. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ომი შეიძლება გვქონდეს ერთმანეთთან. მაგრამ გაისმის მოსაზრებები, რომ ნატოს უნდა ჰქონდეს უფლება, მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, გაეროს უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციის გარეშე, ძალის გამოყენებისა“ – განაცხადა ლავროვმა. მან დასძინა, რომ ეს იქნებოდა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დარღვევა. რუსეთი-ნატოს საბჭო შეიქმნა 2002 წელს, მაგრამ 2008 წელს, რუსულ-ქართული აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მისი მუშაობა შეჩერდა. 2009 წლის მარტში, გადაწყდა, რომ დიალოგი ნატოსა და მოსკოვს შორის აღსდგება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსმა პარასკევს, თბილისში, საქარტველოს დედაქალაქში განაცხდა, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთთსაც აქვს ნატოში გაწევრიანების უფლება, რადგან ნატო ღია კარის პოლიტიკას აწარმოებს – იტყობინებოდა სააგემტო – პრაიმ-ტასი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted October 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/upi_logo.jpg თბილისი, საქართველო – ყოფილი საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო, საქართველო საბოლოოდ ნატოს წევრი გახდება, განაცხადა პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა. „ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და ვაპირებთ იმის განხილვას, თუ როგორ გავაღრმავოთ ეს ურთოერთობანი“ – განაცხადა რასმუსენმა რია-ნოვოსტის რეპორტაჟში. „გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის ნატოს სამიტზე 2008 წელს მივიღეთ ძალაში რჩება – საქართველო გახდება ნატოს წევრი“ – უთხრა რასმუსენმა საქართველოს პარლამენტს. რასმუსენი საქართველოში იყო და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სააკაშვილთან ერთად მისცა, რასმუსენმა განაცხადა, რომ ის ლისაბონის ნატოს მომავალ სამიტზე ელის ნატოს პოზიციის „დადასტურებას“ საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატოში, „როგორც კი დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს“. რასმუსენს არ უთქვამს, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 ნატო-რუსეთის ურთიერთობებში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით კვლავაც რჩება აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ის გადაულახავ წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ ლისაბონის მოახლოებული სამიტის წინ სააგენტო "ინტერფაქსთან" ინტერვიუში განაცხადა."დღეს ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პოზიტიურია. ჩვენ დავძლიეთ 2008 წლის აგვისტიოს კრიზისი, როდესაც ნატო-მ იდეოლოგიურად პროქართული პოზიცია დაიჭირა. არის მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს. აგვისტოში ჩვენს ურთიერთობებში ცუდი ამინდი იდგა. ჩვენმა პარტნიორებმა არ გამოიყენეს დიალოგის მექანიზმი. დღესაც რჩება აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობებში გადაულახავ წინააღმდეგობად აღარ ითვლება", - განაცხადა გრუშკომ. მისი თქმით, ნატო-რუსეთის მოლაპარაკებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების მდებარეობა ხელს ვერ შეუშლის. "ჩვენ ახლა გვეუბნებიან, რომ რამდენადაც ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთი იძულებულია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საკუთარი ბაზები მოაშთოს, მაგრამ ეს ბაზები იქ აღნიშნული სახელმწიფოების მეთაურთა თანხმობის საფუძველზე იმყოფებიან. ჩვენს სამხედროებს იქ ერთი დავალება აქვთ - არ დაუშვან აგვისტოს ტრაგედიის განმეორება. თუ ჩვენ გვინდა შეიარაღებაზე მკაცრი კონტროლი, მაშინ მას ხელოვნური პოლიტიკური წინაღობები არ უნდა შეექმნას," - განაცხადა გრუშკომ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.