planetanews Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ოთარ ჭილაძის უბის წიგნაკის ჩანაწერები წიგნად გამოიცა. “ცა მიწიდან იწყება” - ოთარ ჭილაძის ახალ წიგნს მისი მკითხველი დღეს გაიცნობს, კაფე ქარავანში, სადაც პრეზენტაციას გამომცემლობა “ინტელექტი” გამართავს. "ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც საუკუნეთა მიღმა. ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ. ვიღაცამ. სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ(შეიძლება დამფასებელმაც).ჩემს საფლავს ჩასძახოს:იძინე მშვიდად.ჯერ ჩვენ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია! ოთარ ჭილაძე!" მწერლის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, მისი მეორე წიგნი გამოდის. “ცა მიწიდან იწყება” ავტობიოგრაფიულია. კრებული მწერლის ძმამ თამაზ ჭილაძემ, შეადგინა და წინასიტყვაობაც მანვე დაურთო. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები. ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები, “წათეს წითელი წაღები” რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ, რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა. გარდა რომანებისა "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" , "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" "რკინის თეატრი" და სხვა. მწერალს ათამდე პოეტური კრებული აქვს გამოცემული. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts