planetanews Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 (edited) ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, როდესაც რუსული მხარე ბელორუსში არსებულ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მსჯელობს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას უარესად აქვს საქმე. “მე მედვედევ-პუტინთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, თუ უარესი არა. იცით, როდესაც ადამიანი (მედვედევი – “მედიანიუსი”) ჩინეთში იმყოფება და იქ ამბობს, რომ ბელორუსში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან კარგს არაფერს ელის, რას უნდა ელოდო მისგან?”, - განუცხადა ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტებს. ბელორუსის პრეზიდენტის მტკიცებით, დიმიტრი მედვედევი მას ჰბაძავს. “ბოლო დროს, მან მაღაზიებში და ნიჩაბით ხელში, ყანებში დაიწყო სიარული. Aადრე ამის გამო მე მაკრიტიკებდნენ. ისე, მედვედევმა თხრა არ იცის, თუმცა, ნიჩაბი ხელში მაინც აიღო”, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ბელორუსის ოპოზიციას რუსეთი აფინანსებს, მოსკოვმა შესაბამისი “მოედნები” შექმნა ლიტვაში, პოლონეთში და გერმანიაში, რათა ფული ბელორუსში უშუალოდ რუსეთ-ბელორუსის საზღვრით არ შევიდეს. “დღეს ოპოზიციას კიდევ ერთი სპონსორი გამოუჩნდა – რუსეთის ბიზნესი. ჩვენ ვიცით, ვინ იხდის ფულს და ერთი ასეთი კურიერი, რომელსაც 200 ათასი დოლარი შემოჰქონდა, ჩვენ დავაკავეთ”, - აღნიშნა ბელორუსის პირველმა პირმა. ლინკი მედიანიუსზე Edited October 2, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.