Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო: დონალდ ტრამპმა მისი მზერა თბილისის უძრავი ქონების ბაზარს მიაპყრო


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

მოლი კორსო

 

ცნობამ იმის თაობაზე, რომ ამერიკელი სამშენებლო მაგნატი დონალდ ტრამპი თბილისში მშენებლობას დაიწყებს, საქართველოს ბევრ მცხოვრებს იმის იმედი გაუჩინა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების პრობლემა წარსულს ჩაბარდა.

 

22 სექტემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა პროტოკოლს ქართველების მიერ დაფუძნებულ მრავალნაციონალურ სამშენებლო–კომპანია Silk Road Group–თან ერთად თბილისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გეგმაზე.

 

EurasiaNet.org–თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპის თანაშემწე მაიკლ კოენმა უარი თქვა დაესახელებინა ინვესტიციის მოცულობა, დაფინანსების ხასიათი და პროექტში არსებული შენობის ზომა. თუმცა, მან მოისურვა „პირადად მიელოცა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კომპანია Silk Road Group–სთვის ის, რომ მათ არჩევანი ისეთ საქმიან პარტნიორზე გააკეთეს, როგორიც ტრამპია. „თუკი მაიკლ ჯექსონი პოპ–მუსიკის მეფეა, დონალდ ტრამპი – მეფეა უძრავი ქონების სფეროში“, – თქვა მაიკლ კოენმა, რომელიც Trump Organization–ის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტია.     

ერთი შეხედვით, ნიუ–იორკთან და ლას–ვეგასთან შედარებით თბილისი, სადაც 1,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, „უძრავი ქონების მეფისთვის“ ცოტა არ იყოს მოულოდნელი არჩევანია. ბუმი, რომელიც ქალაქში უძრავი ქონების სფეროში შეიმჩნეოდა, ვარდნას განიცდის, ხოლო საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლის მოცულობა 4 400 დოლარი, ამიერკავკასიის ქვეყნებში ყველაზე დაბალია, და დონალდ ტრამპის ტიპური კლიენტების შემოსავლისგან ძალიან შორსაა.  

 

თუმცა, კოენი ამტკიცებს, რომ „საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია“. ეს  ცალკეულ ადამიანებთან ინტერვიუების და სპეციალური კვლევებით დადგინდა, დასძინა მან. აღნიშნული პროექტი  ტრამპისთვის პირველი ასეთი გამოცდილებაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია თავისი სასტიკი კონკურენციით, ჩახლართული საგადასახადო კანონმდებლობით და მესაკუთრის სუსტი სამართლებრივი დაცვით.

 

სააკაშვილმა ძალა არ დაიშურა იმისთვის, რომ ეს გარიგება შემდგარიყო. მოსამზადებელ პერიოდში ის ორჯერ ეწვია ტრამპს ნიუ–ორკის შტაბ–ბინაში. პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად გასაგებია, თუკი საქართველოს ბოლოდროინდელ მოვლენებს გავითვალისწინებთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2009 წელს ეს მაჩვენებელი 58%–მდე დაეცა, ხოლო მიმდინარე წელს უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა (272 მილიონი დოლარი) – შარშანდელზე 6%–ით ნაკლებია. ამ ფაქტს 2008 წლის ბოლოს მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და რუსეთთან ამავე წლის ავბედით აგვისტოს ომს უკავშირებენ.

 

მთლიანობაში საქართველომ ქება დაიმსახურა სხვა პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოებისგან გამიჯვნის მცდელობის გამო, რომლის ფარგლებშიც თბილისმა უცხოელი ინვესტორებისთვის სასიკეთო გარემოს ჩამოყალიბებისთვის მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, ბიზნესის წარმოებაზე მსოფლიო ბანკის ანგარიშში Doing Business საქართველომ საკუთარი ბიზნეს კლიმატით მსოფლიოს ქვეყნებში 11–ე ადგილი დაიკავა. ეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.             

 

ტრამპთან გარიგებით გამოწვეული ღრმა კმაყოფილების გამო, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ინიციატივას ავითარებს, რომელიც მიმართულია ინვესტიციების სტიმულირებაზე ტურისტულ სექტორში. კერძოდ, მთავრობა შავი ზღვის სანაპიროზე სახელმწიფოს მიერ აუთვისებელი 11,3 ჰექტარი მიწის 27 ნაკვეთის მშენებლებს, ერთ ნაკვეთს 1 დოლარად სთავაზობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უწევს, ინვესტორები, რომლებსაც მოუნდებათ მინიმუმ ორი მილიონი ლარის (დაახლოებით 1,1 მილიონი დოლარის) ჩადება სასტუმროების სანაპირო ზოლში, მთელი რიგი შეღავათებით ისარგებლებენ, მათ შორის უფასო კომუნალური მომსახურებითა და 15 წლით შემოსავლის გადასახადებისგან გათავისუფლებით. 

 

გადასახადებისგან გათავისუფლებისთვის, სასტუმროების მშენებლობა, რომლებმაც 7 სართულს არ უნდა გადააჭარბოს, აუცილებელია 2011 წლის 1 აგვისტოსთვის დასრულდეს.

 

11 სექტემბერს ამ პროგრამის გამოცხადების დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ინვესტორებს „საკუთარი სახსრების გაორმაგებისა და გასამმაგების“ შესალებლობას დაპირდა.    

 

„ბანკებსა და ბალიშების ქვეშ ფული არ იზრდება“, – თქვა სააკაშვილმა ქობულეთში, აჭარაში სასტუმროებისთვის პერსპექტიულ ზონაში მგზავრობის დროს, რაც ტელევიზიით გადაიცემოდა. ელექტრონული გზამკვლევის Makler.ge–ის მონაცემებით, ანალოგიური უძრავი ქონების ერთი კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი 60–დან 300 დოლარამდეა მერყეობს. 

 

აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის თენგიზ დოიძის თქმით, ინვესტორების მოზიდვის იმედით, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან, სახელმწიფო მზადაა შემოსავლიდან გადასახადების მიღებაზე უარი თქვას. „გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უამრავ ინვესტიციას და საგადასახადო შემოსავალს მოიტანს“, – ფიქრობს იგი.    

 

სავარაუდო ტერიტორია ძირითადად ტყეში შავი ზღვის სანაპიროსგან რამდენიმე მეტრში, ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს – სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული შავი ზღვის სანაპირო პროექტის ცენტრი. მშენებლობის პროცესში ხეების მოჭრა არ შეიძლება, მაგრამ ეს მოთხოვნა დაინტერესებულ ინვესტორებს აშკარად არ აწუხებთ.   

 

საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი მატკავას თქმით, მთავრობის მიერ გამოცხადებულ გეგმებს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. მის უწყებაში უკვე 10 განაცხადი შევიდა: ცხრა ქართველი და ერთი ერევნელი სომეხი ინვესტორისგან.   

 

ქობულეთი პატარა ქალაქია. აქ 18 566 ადამიანი ცხოვრობს და თბილისი–ბათუმის გზაზე მდებარეობს. ის ტრადიციულად ადგილობრივ მცხოვრებლებს იზიდავს, ხოლო მსხვილი ინვესტორები ძირითადად ბათუმით ინტერესდებიან. კილომეტრნახევრიან სანაპირო ზოლზე საოჯახო სასტუმროები და კაფეებია ჩამწკრივებული, დასვენების ორთვიან პერიოდში კი გზები აქ ავტომობილებითაა გადაჭედილი.  

 

ინვესტიციების საკითხებში ერთ–ერთი დამოუკიდებელი თბილისელი კონსულტანტის აზრით, ქობულეთის მდებარეობამ ჩაფიქრებულ პროექტს შეიძლება მეტი მიმზიდველობა შესძინოს, რადგან ის ინვესტორებს აძლევს შანსს ბათუმის უძრავი ქონების სფეროს ბუმში მონაწილეობა მიიღონ და იმავდროულად თავი აარიდონ ბაზარზე შესვლის დროს საკუთრების ფასებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს. „ბათუმში იმდენი ინვესტიცია შედის, რომ ის ვითარდება როგორც ქართული ატლანტიკ–სითი“, – ამბობს სტეფანი კომსა.

 

სტეფანი კომსამ, რომელიც კერძო საინვესტიციო ფონდში მუშაობის დროს საქართველოს სასტუმროების და ტურისტულ სექტორს სწავლობდა, აცხადებს, რომ ქობულეთის პროექტის მისამართით მთავრობის მხარდაჭერა თავისთავად წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. 27 სასტუმროს გახნსა ასეთ პატარა მონაკვეთში, სადაც ტურისტული სეზონი სულ რაღაც ორ თვეს გრძელდება, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. „მე არ ვიტყოდი: „ეს მთავრობის ინიციატივაა და მოდით, ის განვახორციელოთ“. გარკვეული ანალიზის ჩატარება მაინც საჭიროა“, ისევე როგორც უძრავი ქონების სფეროში ნებისმიერ სხვა საინვესტიციო პროექტზე, აღნიშნავს იგი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...