Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ბერლუსკონი ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის დაძლევას და ბირთვულ განიაღარებას შეუწყო ხელი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bloomberg.jpg

 

ჯეფრი დონოვანი

 

იტალიის პრემიერ–მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ის გადამწყვეტ როლს თამაშობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემის მოგვარებაში: მან დაარწმუნა ამერიკის ლიდერები გადაერჩინათ Wall Street–ი; დაასრულა 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომი; დაარწმუნა პრეზიდენტი ობამა რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულება  გაეფორმებინა.

 

„როდესაც რესპუბლიკელების ადმინისტრაციამ ხელი არ გაანძრია Lehman Brothers–ის გადასარჩენად, ეს ჯენტლმენი ვაშინგტონში გაემგზავრა და იქ მთელი დღე გაატარა ამერიკის პრეზიდენტთან საუბარში“, – თქვა მან რომში სენატში გამოსვლისას. „ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება 700 მილარდი დოლარის გამოყოფაზე, ამერიკული ბანკების კოლაფსის თავიდან ასაცილებლდა, რაც კატასტროფით დასრულდებოდა“.     

 

იტალიის დეპუტატებისგან ნდობის მანდატის მიღების შემდეგ, ბერლუსკონიმ ზედა პალატას მისი ადმინისტრაციის წარმატებების და პერსონალური მიღწევების ვრცელი სია წარუდგინა. 74 წლის ბერლუსკონიმ წარსულში ნდობის მანდატი ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევაში საერთაშორისო ლიდერებისთვის გაწეული დახმარების გამო მიიღო; შარშან 15 მარტს, პრემიერმა განაცხადა, რომ მან „აბსოლუტურად გადამწყვეტი როლი“ ითამაშა 2008 წლის საქართველოს კონფლიქტის დასრულებაში.      

 

დღეს ბერსლუსკონი კიდევ უფრო დაკონკრეტდა, განაცხადა რა, რომ 2008 წლის აგვისტოში მან დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი უარი ეთქვა რუსი სამხედროების გეგმებზე და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის არ განეხორციელებინა შეტევა საქართველოს დედაქალ თბილისზე.

 

„ეს დაანგრევდა ურთიერთობებს რუსეთს და დასავლეთს შორის“ და ამ უფსკრულის „გადალახვა რთული გახდებოდა“, – განაცხადა პრემიერმა. ასევე, მან და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დიპლომატიამ გადაარჩინა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომ ის რუსმა სამხედროებმა „ძალიან მაღალ ხეზე არ დაკიდეს“, – თქვა ბერლუსკონიმ.   

 

პრემიერ მინისტრის თქმით, ის ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობდა  ბარაკ ობამას დარწმუნებაში, რომ ამ უკანასკნელს შარშან რუსეთთან ბირთვული იარაღის კონტროლზე შეთანხმება გაეფორმებინა და სენატს განუცხადა, რომ მან ურჩია ობამას 2009 წლის ივლისში „დიდი რვიანის“ სამიტზე ამ შეთანხმების გარეშე არ გამოჩენილიყო.   

 

ობამა აკვილაში ჩავიდა მოსკოვის ვიზიტის შემდეგ „მასსა და მედვედევს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ხელში“, – თქვა მან.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...