Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - უმცირესობისა და უმრავლესობის კომპრომისები კონსესუსისთვის?!


Recommended Posts

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტი პარტიას ვეღარ უხელმძღვანელებს. მას არც პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება ექნება.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით 125 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. საპარლამეტო უმცირესობამ და უმრავლესობამ, მათივე განცხადებით, პრინციპულ და მნიშვნელოვან ხუთ საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას.

 

აქედან ორი საკითხზე დარჩენილი ,,ღია კარის დახურვა’’ (ტერმინი პარლამენტის თავჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გამოიყენა) უმცირესობამ და უმრავლესობამ ტექნიკური შესვენების დროს მოახერხეს. როგორც თავად ამბობენ, ორივე მხარემ კონსესუსს გარკვეული კომპრომისების წყალობით მიაღწიეს.

 

ჩასწორების თანახმად, მომდევნო (2012 წლის) მოწვევის პარლამენტი მთავრობის ნდობა-უნდობლობის საკითხს დააყენებს.

 

იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედის, ახალ პარლამენტს მუშაობა ძველ მთავრობასთან მოუწევდა. ამიტომ,,ქრისტიან-დემოკატებმა’’ მოითხოვეს, რომ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტს ახალ სისტემაში ძველი მთავრობის ნდობა-უნდობლობის საკითხის დასმის საშუალება მიეცეს, რასაც უმრავლესობა დაეთანხმა.

 

მეორე პრინციპული საკითხი, რაზეც შეთანხმება შედგა, პრეზიდენტის პარტიულობას ეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებმა გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზეც იმსჯელეს. დღემდე მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. უმცირესობა ამბობდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირი უნდა იყოს ზეპარტიული, უმრავლესობა კი ამას შეუძლებლად მიიჩნევდა. უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტის ზეპარტიულობა დაუშვებელია, რადგან ის პირდაპირი წესით აირჩევა და მის უკან პოლიტიკური ძალა უნდა იდგეს. საბოლოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვეღარ გააგრძელებს თავისი პარტიის ხელმძღვანელობას, თუმცა პარტიის წევრობა მას არ შეეზღუდება.

 

,,ქართული დასის’’ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე დღეს ის პუნქტი გააკრიტიკა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში უმცირესობის მოთხოვნით იქნა შეცვლილი. ბაღათურიამ თქვა, რომ პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ უნდა ჩამოერთვას. მისი განმარტებით, ამ უფლების ჩამორთმევა დააკნინებს მის როლს. კანონპროექტის მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ,,ქართული დასის’’ ლიდერის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და თქვა, რომ ამ პუნქტში შესწორება უმცირესობის სურვილის გათვალისწინებით შევიდა. ადეიშვილის განმარტებით, ეს ფაქტი კარგად ასახავს პრეზიდენტის როლს, რომ ის არის არბიტრი. უმცირესობის შენიშვნა ამ პუნქტთან დაკავშირებით უმრავლესობამ წინა სესიაზე გაითვალისწინა. საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლებაც შეეზღუდება.

 

დიდი დებატები გამოიწვია პარლამენტში კონსტიტუციის პროექტის 81–ე მუხლის ჩასწორებამ, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს ეხება. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, უნდობლობის საკითხის განხილვის პროცედურა ძალიან რთულია იმის გამო, რომ დიდ დროს მოითხოვს. ვეფხვაძეს თქმით, პროცედურა შესაძლოა 4-5 თვის განმავლობაში გაიწელოს, ,,რამაც, რეალურად, შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას, ეს ვადები კი არ აგვარებს პრობლემას, პირიქით – აღრმავებს’’. ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა ვენეციის კომისიამაც გამოთქვა. მათ რეკომენდაციებში წერია, რომ ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს პარტიებს ე.წ. არაგამჭვირვალე მოლაპარაკებებები გამართონ.

 

დებატების შემდეგ დავით ბაქრაძემ უმცირესობას შეთავაზა, რომ შესვენებაზე დამატებითი კონსულტაციები გაემართათ ამ საკითხზე. ტექნიკური შესვენების შემდეგ უმრავლესობა დათანხმდა, რომ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის გამოცხადების პროცედურა 20 დღით შემცირდეს.

 

ასევე გათვალისწინებული იქნება უმცირესობის შენიშვნა გენერალური შტაბის უფროსთან დაკავშირებით. კანონპროექტის ჩასწორებით, გენშტაბის ხელმძღვანელს პრეზიდენტი მთავრობის კონტრასიგნაციით დანიშნავს. საპარალამენტო ფრაქციის წევრის გია თორთლაძის განცხადებით, ეს ჩამატება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აღმოჩდნენ სხვადასხვა გუნდის წევრები, ამიტომ მათ შორის კონფლიქტი რომ არ წარმოიშვას, საჭიროა პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის დანიშვნისას მიიღოს პრემიერ-მინისტრისაგან კონტრასიგნაცია.

 

განხილვაზე უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე. მათ შორის კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება. უმცირესობა მოითხოვდა, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი ყოფილიყო წინასწარი, დროული და სამართლიანი ანაზღაურებით არანაკლებ საბაზრო ღირებულებისა’’.

 

ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ იმ პირისათვის, რომელსაც საკუთრების უფლება ჩამოერთმევა, ანაზღაურების მინიმუმი კონსტიტუციით გარანტირებული უნდა იყოს. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია ტერმინის – ,,სამართლიანი ანაზრაურება’’ ფორმულირების გაურკვევლობაში დაადანაშაულა. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლიანი ანაზღაურება შეიძლება იყოს საბაზრო ფასის ტოლი, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს და ასევე, მასზე მეტი. ამიტომ უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამართლიანი ანაზღაურება ადეკვატური ტერმინია, ის გულისხმობს საბაზრო ღირებულებას, ამიტომ ამ პუნქტის ჩასწორებას არ დაეთანხმა.

 

უმრავლესობამ, ასევე, არ გაითვალისწინა ვეფხვაძის შენიშვნა საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნის კვორუმი, ცვლილებების პროექტით, შემცირდა და გაჩნდა ახალი ჩანაწერი პუნქტში. კომისიის შექმნის მოთხოვნა დეპუტატთა ¼–ის ნაცვლათ, რომელსაც მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს, 1/5–ს შეუძლია დააყენოს. ახალი ჩამატებით კი, კომისიის შექმნის საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დადგენილებით მიიღება. ვეფხვაძისათვის ამ წინადადების ჩამატების მიზანი გაუგებარი დარჩა და მისის ამოღება მოითხოვა. ,,ქრისტიან- დემოკარატი’’ დეპუტატის, გიორგი ახვლედიანის განმარტებით, ახალი წინადადების ჩამატება ცხადყოფს, რომ ოპოზიციისათვის კონტროლის ბერკეტების ამაღლება ილუზიაა, რადგან კომისიის შექმნის საკითხი, ცვლილებების პროექტით, ისევ პარლამენტის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის გიორგი გაბაშვილი თქმით, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ საპარლამენტო კონტროლის ექსკლუზივი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. მისი განცხადებით, დემოკრატიული პრინციპი არის თანამონაწილეობა, სადაც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ამ ცვლილებაში კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენების კვორუმის შემცირებაა მნიშვნელოვანი.

 

სხდომაზე უმცირესობასა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან, ცალკეული მინისტრების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხთან დაკავშირებით.

 

ტექნიკური შესვენების შემდეგ, გაიმართა ცალკეული დეპუტატებისა და ფრაქციების გამოსვლები. სხდომის მეორე ნაწილში პარლამენტის წევრების გამოსვლა შეფასებითი იყო. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ მიღწეული შეთანხმებები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, უმრავლესობამ კომპრომისად და წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

 

,,დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, კამათი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ განსახვავებული პარტიები და გვაქვს განსხვავებული შეხედულებები და ყველა საკითხზე ვერ შევთანხმდებით’’, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.

 

ჯონდი ბარათურიამ და გიორგი ცაგარეიშვილმა კი ცვლილებების პროექტი გაუმართავად და ერთი პოლიტიკური ძალისათვის მორგებულად შეაფასეს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწიოდეს მხარი არ დაეჭირათ პროექტისთვის.

 

125 ხმით 4-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა მეორე პლენარულ სხდომაზე მიიღო.

 

კანონპროექტის მესამე მოსმენაზე პარლამენტი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg

 

მიშა ჯინჯიხაშვილი

 

თბილისი, საქართველო – პარასკევს, საქართველოს პარლამენტმა წინასწარი მოსმენით მოიწონა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც კრიტიკოსების თქმით ისე ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტიკურ ძალას მას შემდეგაც უხანგრძლივებს, როდესაც მისი ვადა ამოიწურება

 

კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც სამიდან მეორე მოსმენით მიიღეს, პრეზიდენტის ძალაუფლების ხარჯზე ზრდის პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას. სააკაშვილის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს მას მისცემს საშუალებას მბრძანებლობა 2013 წელს მისი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგაც განაგრძოს, რადგან პრემიერის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

 

ვლადიმერ პუტინმა ანალოგიური ტაქტიკა რუსეთში 2008 წელს გამოიყენა, გახდა რა ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც მისი ორი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა.

 

სააკაშვილი უარყოფს, რომ რეფორმა მასზეა მორგებული და ამტკიცებს, რომ ის ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვისაა საჭირო. როგორც მოსალოდნელია, პარლამენტი სადაც უმრავლესობას სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილი დეპუტატები შეადგენენ, ამ თვის ბოლოს ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ცვლილებებს საბოლოოდ მოიწონებს.

 

შარშან სააკაშვილმა კვირეების განმავლობაში მიმდინარე ოპოზიციურ დემონსტრაციებს გაუძლო, რომელთა მოთხოვნაც მისი გადადგომა იყო რუსეთთან კატასტროფული ომის არასწორი მართვის გამო, თუმცა დანაწევრებულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კოორდინირებული მოქმედება ვერ მოახერხეს და პროტესტი მარცხით დასრულდა.

 

სააკაშვილმა შარშან მაისში ხელისუფლება განიმტკიცა, როდესაც მისმა მოკავშირემ დედაქალაქში მერის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო მისმა კანდიდატებმა კი ზოგადად ადგილობრივ არჩევნებში.

 

ახალი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრს კაბინეტის წევრების დაკომპლექტების და პოლიტიკის განსაზღვრის უფლებას აძლევს, პრეზიდენტს კი უფრო სიმბოლურ ფიგურად აქცევს.

 

„სააკაშვილს სჭირდება ხელისუფლებაში დარჩენა, რადგან მან იცის, რომ ნებისმიერი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება (ომზე) მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს“ – განაცხადა ახლახანს ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ – „მას სურს ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ხელისუფლებაში მისი დარჩენის გარანტიებს შექმნის“.

 

ცვლილებებზე საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ახლახანს ჩატარებული კვლევების თანახმად, რესპოდენტების 26% მხარს უჭერს სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას, 32% – წინააღმდეგია; 16% – ინდეფერენტულია, დანარჩენს კი არ გადაუწყვეტია. ეროვნული დემოკრატიურლი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების ცდომილება პლიუს-მინუს 3%-ია.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...