newstudio Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 მეტა: არ ვიცოდით, რომ დაფინანსების პრობლემები ჰქონდათ! მათ ადრე მოგვწერეს, რომ გადაიხდიდნენ ჰონორარს, გადაიხდიდნენ სასტუმროს ფულს, გადაიხდიდნენ მგზავრობის ფულს ორივე მიმართულებით. ეს მოგვწერეს აპრილში თუ მაისში. მაქვს ელექტრონული წერილები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ამ ხარჯებს გაიღებდნენ. ჩვენ ვერ ვუთხარით, რა დაჯდებოდა ჩარტერული ფრენა. ჩარტერული რეისების ხარჯი შედარებით გვიან ირკვევა ხოლმე, მაგრამ დაახლოებით გვქონდა წარმოდგენა, რა დაჯდებოდა და ეს ვუთხარით მთავრობას. ასე რომ, უცებ რომ მოგვიტრიალდნენ და გვითხრეს, ამ თანხას ვერ გავწვდებითო... არავის უთქვამს ჩვენთვის: „იცით, ძვირია! როგორ მოვიქცეთ ხარჯების დასაზოგად? შეიძლება ამაზე მოვილაპარაკოთ?“ ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე. მაგრამ როგორც გითხარით, კომუნიკაცია არ ყოფილა: ვრეკავდით, შეტყობინებებს ვტოვებდით, იმეილებს ვწერდით და პასუხად მარტო დუმილს ვიღებდით! სამინისტროდან არავინ გველაპარაკებოდა - ელემენტარული თავაზიანობა არ ეყოთ, რომ ჩვენს სატელეფონო ზარებსა და წერილებზე ეპასუხათ! ესეც ძალიან გულდასაწყვეტია - წმინდა წყლის უზრდელობაა მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან! მეტა: დიახ! იცით, ეს არ არის სამართლებრივი პრობლემა - ეს არის, ამასთანავე, პროფესიონალიზმის პრობლემა. ჩვენ ვართ დიდი ორგანიზაცია და საქმე გვაქვს სუვერენულ ქვეყანასთან - ეს არ არის ერთი ინდივიდი ან კომპანია, რომელიც კონცერტის ორგანიზებაზე ზრუნავს. ჩვენ საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელმაც დაგვპატიჟა. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2173192.html ლინკზე სრული ტექსტია... იმენა ბოლომდე თავს გვჭრიან ეგენი... და მეორე, როგორც ჩანს ბიუჯეტში ფული საერთოდ აღარ არის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 newstudio ორი მილიონი მოითხოვესო, სადღაცას წავიკითხე და შაკირას რამდენი გადაუხადეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 როგორც ჩანს ბიუჯეტში ფული საერთოდ აღარ არის ეტყობა მე რომ მომცეს ხელფასი რამენიმე დღის წინ, მაშინ უკვე ცოტა იყო და მალე გათავდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 Saturn შენს ხელფასზე ეყოფად,მაგრამ უკანალისაკენ რომ მიდის საქმე გეცოდინება ალბათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 (edited) newstudio „ელიტა“ წავიდოდა უსათუოდ მაგ კონცერტეზ,რომ ჩამოსულიყვნენ. კირკიტაძე,სუბელიანი,წიკლაური და ეგეთები. Edited October 1, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 lasha1997ორი მილიონი მოითხოვესო, სადღაცას წავიკითხე და შაკირას რამდენი გადაუხადეს?შაკირა არ ვიცი, მაგრამ თუ ეძზვირებოდათ რას პირდებოდნენ?Saturnეტყობა მე რომ მომცეს ხელფასი რამენიმე დღის წინ, მაშინ უკვე ცოტა იყო და მალე გათავდა ყველაზე ბოლოს შენ ხელფასზე იმოქმედებს ეს...მაგრამ ბევრი დაგეგმილი პროექტი გაჩერდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 (edited) ბუახახა, ვიღაც მუსიკანტები გადააგდეს რაზე დარდობთ ხალხო, დამკვრელები იმდეინია მსოფლიოში რომაააა თუმცა, აი უფრო მაგარი იქნებოდა, ჩAმოეყვანათ, აქ ეხერხათ სკრიპკები და მერე ეთქვათ ფული არა შაშA კოლაო, ფული პუტინმა მოგცეთ თქვე ღორებოოოო :018: ვითომ ღრუსები გვეგონა რაააა :nekro: თან ყველაფერზე მაგარი იცით რა არის, რომ ჩვენები კონტაქტზე აღარ გადიოდნენ თქვენი კლასიკური მუსიკის დედოსტატიკეთილებიც მოვკალიოოო რააა, სუფთააა ეს ჩარეცხილი ინტელიგენცია ნახეთ რა დღEშია?!!!!!! Edited October 1, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 Siknadmoბუახახა, ვიღაც მუსიკანტები გადააგდეს რაზე დარდობთ ხალხო, ქვეყნის რეპუტაციაზეა ლაპარაკი! ვერ ხვდები?! პ.ს. ისე საქართველოში გადაგდებებმა მასიური ხასიათი მიიღო ქვეყნის შიგნითაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 ქართული მხარის ინფორმაციით, ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრმა გასტროლებისთვის 2 მილიონზე მეტი მოითხოვა 13:43 27-09-2010 ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრმა საქართველოში ჩამოსვლისთვის 2 მილიონზე მეტი მოითხოვა . 21-22 ოქტომბერს საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს უნდა დაეკრა, თუმცა გასტროლები ჩაიშალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მანანა მუსხელიშვილმა განუცხადა, გასტროლების ჩაშლის მიზეზი ის თანხა გახდა, რაც ორკესტრის საქართველოში ჩამოსვლას მთლიანობაში ჭირდებოდა. მანანა მუსხელიშვილის განმარტებით, ქართულ მხარეს ორკესტრთან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არ ქონია. "მიდიოდა მოლაპარაკებები ლოჯისტიკურ საკითხებზე, ჰონორარზე. ორკესტრი ითხოვდა ორ ჩარტერულ რეისს, ერთს ინსტრუმენტები უნდა ჩამოეტანა, მეორეს თავად ორკესტრის წევრები ჩამოეყვანა. თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტებისთვის, ითხოვდნენ სცენის ხმისა და განათების არა ქართველ არამედ უცხოელ სპეციალისტებსა და ტექნიკას. საერთო ჯამში მთელი თანხა 2 მილიონს გასცდა, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატებოდა", - განაცხადა მუსხელიშვილმა. ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის საქართველოში გაუქმებული გასტროლების შესახებ, სტატია "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა. ორკესტრის წარმომადგენლები ამერიკულ გამოცემასთან აცხადებენ, რომ ამის გამო ათიათასობით დოლარს იზარალებენ. გამოცემა საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას კომენტარსაც აქვეყნებს. ქართველი მინისტრის განცხადებით, ორკესტრთან კონტრაქტი არ იყო გაფორმებული და საბოლოოდ, მხარეები გასტროლების ხარჯებზე ვერ შეთანხმდნენ. "ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ქართულმა მხარემ ნიუ-იორკში უარის წერილი 10 სექტემბერს გააგზავნა. "გვესმის ამ გასტროლების მნიშვნელობა, მაგრამ პროექტის გაგრძელება ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება", - აღნიშნულია წერილში. როგორც სტატიიდან ირკვევა, კონტრაქტის გაუფორმებლობის მიუხედავად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ ნიუ-იორკის ორკესტრი 21 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში დაუკრავდა, ხოლო 22 ოქტომბერს - ბათუმში. როგორც ირკვევა, ამ ტურის იდეა ამერიკული ორკესტრის ქართველ სოლისტს ლიზა ბათიაშვილს ეკუთვნოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 Siknadmo ქვეყნის რეპუტაციაზეა ლაპარაკი! ვერ ხვდები?! პ.ს. ისე საქართველოში გადაგდებებმა მასიური ხასიათი მიიღო ქვეყნის შიგნითაც.ვმაკაკობ რააა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრმა საქართველოში ჩამოსვლისთვის 2 მილიონზე მეტი მოითხოვა . 21-22 ოქტომბერს საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს უნდა დაეკრა,[/quote]ნიუ-ორკის ფოლარმონიის ოკრესტრს უნდა დაეკრა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 Siknadmoვმაკაკობ რააა :018: ვინც უნდა მაკაკობდეს ის აღარ მაკაკობს და))))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 როგორ გადააგდო მთავრობამ ნიუიორკის ფილარმონიული ორკეტრისაბოლოოდ მთელი ამერიკა არ დაგვრჩეს გადაგდებული "ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის" სხივებში ჩაფლულებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 (edited) 21-22 ოქტომბერს საქართველოში ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს უნდა დაეკრა, თუმცა გასტროლები ჩაიშალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მანანა მუსხელიშვილმა განუცხადა, გასტროლების ჩაშლის მიზეზი ის თანხა გახდა, რაც ორკესტრის საქართველოში ჩამოსვლას მთლიანობაში ჭირდებოდა. შევახსენებ ქალბატონ მანანა მუსხელიშვილს-კულტურის დეპარტამენტის პოპულარიზაციის დირექტორს რომ სიმფონიური ორკესტრი არ უკრავსუკრავენ დამკვრელები, მედოლეები, მედუდუკეები,მეგიტარეები ფილარმონიის ორკესრი ატარებს კონცერტს, Edited October 2, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ვერ ვხედავ რა არის ამ თემაში საგანაგაშო...იმათ თქვეს თავის ფასი.ამათ ეძვირად.მორჩა. აი გადასირებულგადაერებულ ნაფტალინის სუნიან ტიპებს რომ ატარებენ საახალწლო კონცერტებზე ჩვენი ფულით, აი ეს კი მარტლა ნერვების მომშლელია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 ვერ ვხედავ რა არის ამ თემაში საგანაგაშო...იმათ თქვეს თავის ფასი.ამათ ეძვირად.მორჩა. აი გადასირებულგადაერებულ ნაფტალინის სუნიან ტიპებს რომ ატარებენ საახალწლო კონცერტებზე ჩვენი ფულით, აი ეს კი მარტლა ნერვების მომშლელია...არ იყო ეგრე, წაიკითხე რა მასალაც დევს, დაგეგმილი იყო კონცერტი, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.