Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

lasha_alo

 

 

 

ეს მომსახურება კონკრეტულად რაში გამოიხატება, ვერაფრით ვხვდები. ერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ თუ არასწორად გააჩერებ მანქანას, მაშინ მოვა ევაკუატორი და წააცუხცუხებს შენს მანქანას, ეს გასაგებია და მესმის, უმეტეს შემთხვევაში ვამართლებ კიდეც. ამაში უკვე ცალკე გადასახადია ხომ ჯარიმის სახით?!

 

დანარჩენი???

 

ახალი ავტოსადგომები, არა კერძო საკუთრება (სადაც მაინც იხდი დგომის საფასურს), ვინმეს სადმე გინახავთ, ან გაგიგიათ??

 

ძველები რომ დახაზეს და რაღაც ტრაფარეტები დაკიდეს, ეს ჯერ ერთი შარშანვე ქნეს, და მეორეც - თბისლისში დაახლოებით 300 000 მანქანა დადის, ანუ 300 000 X 50=150 000 000 ლარი. ასორმოცდაათ მილიონად მემგონი იმდენ საღებავს იყიდი, სადგომებს კი არა, ნახევარ თბილისს გადაღებავ.

 

 

აი ეს მომსახურება სხვა რაში გამოიხატება?? მართლა მაინტერესებს!

 

ეეეჰ...

რაში იხდით და უგულავამ, რომ ბავშვის მშობიარობას მთელი პარლამენტი და საკოდუეთი ვენაში დაასწროს და აკაიფოს მაგაში. :)

ადრე მალავდნენ მაინც რაღაცეები თავიანთი რომ იყო, გააფორმებდნენ სადღაც ოფშორში, დასვამდნენ აქ ვიღაც არაბს ან ესტონელს და ინვესტორად გვასაღებდნენ. ეხლა ეგეც ეზარებათ, ამას წინებზე 2 დღე ყველა არხზე რომ ატრიალებდნენ ლილოში დიდი სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა, უახლესი იაპონური დაზგა-დანადგარებით აღჭურვილი, (უგულავამ გაჭრა ლენტი), 250 კაცი დასაქმდა და 500 ლარი ხელფასი აქვთო (დავანებოთ თავი, რომ არცერთი ეს რიცხვი სიმართლეს მიახლოვებითაც არ შეესაბამება), ამ ფაბრიკის მეპატრონეს ალაპარაკებდნენ დიდის ამბით, ლაურა ღაჭავას...თითქოს არაფერი და კოდუას დედაა. :D არ იკმარა საბაჟო ტერმინალების ახევა და ბაზრობებზე წილები და ისეთი ნიჭიერი აღმოჩნდა ამ სიბერეში და იმხელა მოგება-დანაზოგი ქონია მრავალმილიონიანი პროექტი განახორციელა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი ტენდერი და სახელმწიფო შესყიდვა ობიექტურად არ ტარდება. 80% საკუთარ სახელდახელოდ შექმნილ კომპანიებზეა გაკეთებული, ორმაგი და სამმაგი გადახდებით და დანარჩენი კორუფციული გარიგებით ხდება, ე.წ. "ატკატით".

უშუალოდ სითი პარკი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. დახაზვა-ევაკუატორები-თანამშრომელთა ხარჯები მართლაც მინიმალური დანახარჯია იმ უზარმაზარი შემოსავლიდან, რომელიც თავადაც დათვალეთ, ამას რა თქმა უნდა მერიაც უპრობლემოდ მოახერხებდა, მაგრამ რატომ წავიდეს 100 მილიონზე მეტი ფული ბიუჯეტში, როცა მარტივად შესაძლებელია ჯიბისკენ გაუშვა? :) :) :) რა მაცინებს მე უბედურს?.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგადად არავის არ მოსწონს არანაირი გადასახადის გადახდა. პრინციპში ბუნებრივიცაა ეს. აქ საქმე მოწონებაზე კი არაა, არამედ იმაზე თუ რამდენად შეესაბამება მოწოდებული მომსახურეობა ამ მომსახურებაში გადახდილ საფასურს.

 

 

საფასური კიდევ უფორ უნდა გაიზარდოს!!!! დარბაზე მქუხარე ტაშით შეეგება ამ ამბავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...