planetanews Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ვრცელდება. სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ. ,,ყველაფერი კეთდება მათი უმოკლეს ვადაში სამშობლოში გადმოსვენებისთვის’’, - წერია სამინისტროს ვებ–გვერდზე. ,,ნეტგაზეთი’’ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკაშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ რაიმე დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობენ. ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრა მიმდინარეობს ბაჩო ახალაიასთან. შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში, ჰელმანის პროვინციაში 4 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ამავე შეხვედრაზე რასმუსენმა სამშვიდობო მისიის შესრულებისათვის მომზადებულ ასეულს მიმართა და განაცხადა, რომ ავღანეთში მისია რთულია და ქართველები, ამერიკელებთან ერთად, ამ მისიას ერთ–ერთ ყველაზე ძნელ, ჰელმანის პროვინციაში ასრულებენ. “ისინი ეხმარებიან ავღანელებს მშვიდობისა და უსასფრთხოების დამყარებაში, რათა მათ მომავალში თავად უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება” – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი – მუხრან შუკვანი ერთი თვის წინ დაიღუპა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts