planetanews Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 დღეიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის გადარიცხული ფული 12 %-ით დაიბეგრება. არანათესავი პირის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის თანხის გადარიცხვის შემთხვევაში 12%-ით დაბეგვრას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, დაბეგვრას არ ექვემდებარება გარეშე პირის მიერ გადარიცხული 1000 ლარამდე თანხა. კანონის საფუძველზე ოჯახის წევრების მიერ პატიმრებისთვის ჩარიცხული თანხა 12%-იანი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. უნდა აღინიშნოს, რომ საპატიმრო ადგილებში დასაქმებული პატიმრების საშემოსავლო განაკვეთიც 12%-ს შეადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts