DonCaredo Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 რისთვის იღუპავენ თავს, რატომ, რატომ? ფულისთვის. არა მგონია ახლა მაგათ ავღანეთში მშვიდობის დამყარება აინტერესებდათ. გუშინწინ ჩემი მეგობარი დავასაფლავეთ. ის ფულისთვის არ მომკვდარა, პროსტო ავად იყო. ეხლა მე რატო უნდა ვიდარდო ვინმე თუ ფულისთვის მოკვდება? რამდენადაც ვიცი, არავინ არ აიძულებს იქ წასვლას. თუ ვცდები და აიძულებენ, მაშინ მე ბოდიში და ამათი დედა მოვDღან ყველა შემთხვევაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted October 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 2, 2010 როდესაც მუხრან შუკვანი დაიღუპა, მაშინვე გავრცელდა ხმები ოთხი ქართველის დაღუპვაზე, რომელსაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, ვიდრე რასმუსენმა არ მიუსამძიმრა მათ. მე ვერანაირად გავიზიარებ იმ აზრს, რომ ავღანეთის კამპანიაში მონაწილეობა ნატოს სტანდარტებთან დაგვაახლოებს. ნატოსთან მისასვლელად სამართლიანი აჩევნები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული მთავრობაა რაც საქართველოში სამწუხაროდ არასოდეს იარსებებს. ასე რომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საზ. აზრი ქართველების ავღანეთის ჯოჯოხეთიდან გამოსაყვანად. ამ თემაზე გიორგი უძილაურს ჰქონდა კარგი ჩანაწერი ფეისბუქზე: გიორგი უძილაურიავღანეთში 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ. საქართველოს სახელისუფლებო მედია შეეცადა სხვა თემებით(რასმუსენის ვიზიტი, დედ ხასანას მტრები, კულტურის მინისტრის ინიციატივა..)გადაეფარათ ეს ამბავი, მაგრამ დამალვა შეუძლებელი იყო. ამიტომაც საჭირო გახდა რამენაირად გამართლებულიყო სხვების ომებში გაღებული მორიგი მსხვერპლი. ოფიციალური მწუხარების გამოხატვა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდა, სამძიმრები მოვიდა უცხოეთიდან, ოფიციალურად წუხს პრეზიდენტიც და მთავრობაც. პარალელურად არაოფიციალურმა სახელისუფლებო პროპაგანდამ ვებ-სივრცეში მოკლე შეფასება არჩია _ „ხსოვნა იყოს!“, „ნათელი დაადგეთ!“, „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. რა მარტივი და ამავდროულად რა ეპიკური და ყველაფრის ამხსნელი სიტყვებია „ხსოვნა იყოს!“ და ყველაფერი მოგვარებულია, თუ საკმარისი არაა, გამოდგება _ „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ ცეცხლაძის, კოლხიტაშვილის,გოგიაშვილის და კალანდაძის მშობლებმა და ცოლშვილმა არ უნდა იდარდონ, ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში საქართველოსთვის გაწირეს თავი!საინტერესოა, როგორ უნდა მივაბათ საქართველო და ავღანეთი, რომ გამოგვივიდეს სამშობლოსთვის თავის გაწირვა? ტერორიზმთან ბრძოლა უდრის სამშობლოსთვის ბრძოლას? თუ ნატოს მისიაში მონაწილეობა ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვას? ან იქნებ ხელისუფლების კაპრიზის შესრულებაა სამშობლოსთვის თავის გაწირვა? თუ საუბარია გლობალურ ტერორიზმზე, მაშინ ქართული არმია უნდა გადანაწილდეს ყველა იმ ზონაში სადაც ტერორიზმის კერებია. თუ ლოკალურად თალიბანთან ბრძოლაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ საკითხავია _ რა გავლენას ახდენს თალიბანის აქტიურობა ავღანეთსა და პაკისტანში საქართველოზე? თუ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ ჩნდება ერთი აკრძალული, მაგრამ ლოგიკური კითხვა _ რა სარგებლობა მოაქვს ნატოს საქართველოსთვის. რათქმაუნდა შეიძლება ვიმკითხაოთ მომავალზე, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს მომავალში ნატო, რომელმაც შეიძლება მოგვცეს მაპი, მერე შეიძლება მიგვიღოს წევრად, მერე შეიძლება მოთხოვოს რუსეთს აფხაზეთის გათავისუფლება და მერე შეიძლება საქართველოსთვის იომოს. მაგრამ ამდენი „შეიძლება“ და ალბათობა ვერანარად ვერ გახდება უკვე დაღუპული ადამიანების სიცოცხლეების საპირწონე. ეს მთელი „ხსოვნა იყოს“ და „ მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ არის არა მარტო ტყუილი და თავისმართლება, არამედ არსებული ხელისუფლების პროპაგანდის ერთი ნაწილი. ხელისუფლებას სურს, რომ მისი კაპრიზები გაუტოლოს სახელმწიფოს ინტერესებს და ამით მოახდინოს საკუთარი სვლების, შეცდომების და დანაშაულებების ლეგალიზაცია ქართულ საზოგადოებაში. ეს პროპაგანდისტული სვლა გამოყენებულ იქნა ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში, როცა სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ მათ მიერ მოწყობილ ხავერდოვან გადატრიელებას დაარქვეს „რევოლუცია“, რელურად არანაირ რევოლუციას ადგილი არ ქონია, მაგრამ მედიის ძალამ დაამკვიდრა აზრი, რომ იმ პერიოდში რევოლუციად მონათლული გადატრიალება მოაწყო არა იმ ტრიუმვირატმა, ფულმა და ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერამ, არამედ ქართველმა ხალხმა, მთელმა ერმა. ერი გახადეს დანაშაულის თანამონაწილე. აბა ვინ იტყვის ქმედებაზე _ ეს დანაშაულიაო, თუ თავად ახდენს საკუთარი პერსონის იდენტიფიცერბას მომხდართან? იგივე პროპაგანდა იყო გამოყენებული დღეს საგულდაგულოდ მიჩქმალულ 2004 წლის ზაფხულის სამხედრო ავანტიურაში, როცა ხელისუფლებამ სცადა ძალისმიერი მეთოდებით და სწრაფად მოეგვარებინა ცხინვალის რეგიონის პრობლემა, მაგრამ ოპერაცია ჩავარდა, საქართველომ იმ არაფრისმომცემ ავანტიურაში რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგა. მაშინაც ითქვა „ხსოვნა იყოს!“ და „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. თუ სამშობლოსთვის თავი გაწირეს, ესეიგი გრეც უნდა ყოფილიყო _ სამშობლო ხომ სიცოცხლეზე მაღლა დგას! იგივე სიმარტივით გამართლდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების დანაკლისი, იგივე მეთოდებით მართლდება ავღანეთში გაღებული მსხვერპლიც. კი მაგრამ, რა მიიღო საქართველომ ამ მსხვერპლით? რა მივიღეთ 2004 წელში მოწყობილი ავანტიურით? ან საერთოდ რამდენს გახსოვთ ის ბრძოლები? რამდენს შეუძლია ჩამოთვალოს მაშინ დაღუპულთა სახელები?... ამის შემდეგ ცოტა რთულია მოიყვანო თუნდაც ერთი მიზეზი, რისთვისაც ჩაითვლებოდა გამართლებულად ის მსხვერპლი? 2008 წლის ომის დასრულება რომ არ იყო ქართველ სამხედროთა გაღებული მსხვერპლის შედეგი ესეც გასაგებია, რადგან ხელისუფლება თავად ამბობდა, რომ ომი დაასრულა სარკოზი მედვედევის ხელშეკრულებამ. რა შედეგი მოიტანა საქართველოსთვის ქართველი სამხედროების სიკვდილმა? გამარჯვება? ტერიტორიების შენარჩუნება? ტერიტორიების დაბრუნება?... ერთადერთი, რაც იმ ომში იყო თავად ქართველი სამხედროების თავგანწირვა თანამებრძოლების და მშვიდობიანი ადამიანების გადასარჩენად, იმათ გადასარჩენად, ვიზეც არ იზრუნა ხელისუფლებამ და გენერალიტეტმა, რომლის ნაწილი მოღალატე და რუსეთის აგენტი აღმოჩნდა. საბოლოოდ გამოდის, რომ 2004-შიც და 2008-შიც ქართველმა სამხედროებმა თავი გაწირეს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებისთვის და არა სამშობლოსთვის.ახლა შევხედოთ რა სარგებლობა მოაქვს ჩვენი სამხედროების სიკვდილს ავღანეთში. რას გვაძლევს ავღანეთი ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს? როგორ მოქმედებს ეს მსხვერპლი დანარჩენების ცხოვრებაზე? იქნებ სამხედრო გამოცდილების მიღებას ეწირება? ვითომ ავღანური ლანდშაფტი, კლიმატი, კულტურა, იარაღი და ბრძოლის ტაქტიკა გავს რუსულს ან ქართულს? ისევ არ ჯდება ლოგიკაში. ერთადერთი, რაც ლოგიკურია, არის ოფიციალური თბილისის დაინტერესება. ავღანეთში ჩვენი ჯარის ბრძოლა არის ხელისუფლების კაპრიზი და ინტერესი. ზოგს გაეცინება, რა ინტერესი შეიძლება ქონდეს ვინმეს ავღანეთში, მაგრამ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ფულის საშოვნელად. სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა თავისი რეისები ბათუმში მათი წამგებიანობის გამო და გადაერთო ავღანეთზე. რატომ? ლოგიკურია, რომ მოგებისთვის. მანამდე სხვა ავიაკომპანია, რომელიც ფლობს ვერტმფრენებს ასევე გადაერთო საქართველოს ბაზრიდან ავღანეთზე, რატომ? იმიტომ რომ იქ მოგებაა. საიდან შემოდის საქართველოში ნარკოტიკი? ავღანეთიდან. მართალია, აქ რჩება ნარკოტიკის მხოლოდ მიზერული ნაწილი, დანარჩენი კი ტრანზიტისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ფაქტია, გეროინი იწარმოება მხოლოდ ავღანეთში. სხვათაშორის, ტრიალებს აზრი, რომ უბრალო ქართველი სამხედროებიც კი ფინანსური დაინტერესებით მიდიან ავღანეთში, იქ მაღალი ხელფასებია. სხვა ინფორმაციით კი, სწორედ თავდაცვის სამინისტრო აიძულებს სამხედროებს წავიდნენ ავღანეთში. და აქაც დაინტერესებაა, მაგრამ არა იმდენად გაჭირვებული სამხედროების, რამდენადაც მაღალჩინოსნების. ამერიკელი სამხედროების საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 6300 დოლარია, მაშინ როცა ქართველი სამხედროების საშუალო ხელფასი 2200-2500 ლარი. დაღუპული ამერიკელი სამხედროს ოჯახს აშშ მთავრობა 100 000 დოლარს უხდის, საქართველოს მთავრობა ათჯერ ნაკლებს, სამაგიეროდ არის მორალური კომპენსაცია - „მათ სამშობლოსათვის გაწირეს თავი!“. ეს ფრაზა განკუთვნილია არა იმდენად დაღუპულთა ოჯახებისადმი, რამდენადაც დანარცენი საზოგადოებისადმი _ ხალხნო, ის ხალხი უნდა მომკვდარიყო, იმიტომ რომ სამშობლოსთვის ვიღაცამ მსხვერპლი უნდა გაიღოს! სამშობლოსთვის სიკვდილი საპატიოა! ავღანეთში სიკვდილი საპატიოა! ხოლო თუ სიკვდილი საპატიოა, მაშინ რაღა პრეტენზია უნდა გქონდეტ ხალხს ხელისუფლებისამი, რომელმაც უზრუნველყო ეს საპატიო სიკვდილი?!.. მოკლედ, ხელისუფლება არაფერშუაშია, უმაღლესმა იდეალმა _ სამშობლომ მოითხოვა წმინდა მსხვერპლი!საინტერესოა, რას წარმოადგენს ეს სამშობლო, რომლისთვისაც თავი გაწირეს ჩვენმა სამხედროებმა? ეს არის ქართველი ხალხი? ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა რომ ქვეყნის ბედი წყდება ავღანეთში და იქ გარებული მსხვერპლი გამართლებული და მისაღებია? ან იქნებ ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ კითხა საზოგადოებას _ აი ჩვენ ასე ვფიქრობთ, და თქვენ, ამომრჩევლები თუ დაგვეთანხმებით, გავგზავნით 1000 კაცს ავღანეთში, სადაც ისინი შეიძლება დაიხოცონო? რაღაც არ მახსოვს ასეთი რეფერენდუმი ან სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩატარებულიყოს. მაშინ გამოდის, რომ სააკაშვილმა, ახალაიამ და ბოკერიამ თქვეს _ ასე უნდა იყოსო და ასეც არის. სააკაშვილს საქართველოსთვის არ უკითხავს, გვჭირდებოდა თუ არა ომობანა ავღანეთსა და ერაყში, როცა საკუთარი ტერიტორიებისთვის ვერ მიგვიხედავს, ან გვიღირდა თუ არა ისლამისტ ტერორისტებთან არაფრისმომცემი ბრძოლები, მაშინ როცა ჩვენი ცეროდენა ქვეყანა ალყაშემორტყმულია ნაირნაირი ტერორისტული ორგანიზაციებით. ეს ყველაფერი ერთპიროვნულად, ხალხის ნაცვლად გადაწყვიტა ქვეყნის პრეზიდენტმა. ჰოდა ვისთვის გაწირეს თავი იმ სამხედროებმა?...ტოტალიტარულ რუსეთში არსებობენ ავღანეთსა და ჩეჩნეთში დაღუპულ ჯარისკაცთა დედების კომიტეტები, რომლებიც იბრძვიან ომის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩეჩნეთში დაღუპულ დედათა ორგანიზაციების არსებობა, რადგან ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილად ითვლება, საუბარი აღარაა ავღანეთზე. და ის დედები იბრძვიან, მოქმედებენ და სჯერათ, რომ მათი შვილები შეეწირნენ არა მაღალ იდიალებს, არამედ მაღალ ეშელონებს და მათ გამდიდრებას. სად არიან ქართველი დედები და მეუღლეები? რამდენი ქართველი სამხედრო უნდა მოკლან ავღანეთში, რომ ქართულმა საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება _ გამოიყვანოს ჯარი ავღანეთიდან?არ არის გამორიცხული, ზოგიერთს არ აწყობდეს ამ მისიის შეწყვეტა, რადგან ავღანეთში მსახურით მიღებულ ხელფასზე დამოკიდებულია მისი ოჯახის ფიზიკური არსებობა. შესაძლოა იმ სამხედროს უღირს გაწიროს თავი მაღალანაზღაურებადი ხელფასისა და შესაბამისად ოჯახის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ეს უკვე რისკიანი ბიზნესია და ნაკლები კავშირი აქვს როგორც პოლიტიკასთან, ასევე სამშობლოსთვის თავგანწირვასთან, რაც საბოლოოდ ისევ ქვეყნის უთავმოყვარეო, უნიათო და მკვლელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...

kisa Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 nostradamusiროდესაც მუხრან შუკვანი დაიღუპა, მაშინვე გავრცელდა ხმები ოთხი ქართველის დაღუპვაზე, რომელსაც ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, ვიდრე რასმუსენმა არ მიუსამძიმრა მათ.ეს არის ტყული - მოგატყუეს ან მოატყუეს უძილაური მე ვერანაირად გავიზიარებ იმ აზრს, რომ ავღანეთის კამპანიაში მონაწილეობა ნატოს სტანდარტებთან დაგვაახლოებს. ნატოსთან მისასვლელად სამართლიანი აჩევნები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და დემოკრატიული მთავრობაა რაც საქართველოში სამწუხაროდ არასოდეს იარსებებს. ასე რომ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საზ. აზრი ქართველების ავღანეთის ჯოჯოხეთიდან გამოსაყვანად. ამაში გეთანხმები წუხელ ჩამოუსვენებით ვუსამძიმრებ ოჯახებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 kisaეს არის ტყული - მოგატყუეს ან მოატყუეს უძილაურისამწუხაროდ მასეთი ტყუილებითაა გატენილი მთელი ქართული პრესა. უბრალოდ ამაზე შენ გაქვს ინფორმაცია და იცი რომ ტყუილია. სხვებზე კი ინფორმაციის უქონლობის გამო იჯერებ იმ ტყუილებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 Saturnსამწუხაროდ მასეთი ტყუილებითაა გატენილი მთელი ქართული პრესა.პრესა და ტელევიზია რაღაც ტყუილების სამყაროში ვცხოვრობთნეტა ვის აწყობს ეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 kisa არ ვიცი პრესაში რომელი მართალია და რომელი სიცრუე, მაგრამ ერორისა და დაერორებული იმედის სიცრუესთან პრესა მაინც ობიექტურად მეჩვენება. ეს სტატია კვირის პალიტრაში იყო და შესაძლოა წაკითხულიც გქონდეს. 5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თითქმის ორი თვით ადრე თალიბების თავდასხმის გამო ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ. ეს საჯაროდ არც მთავარ სამხედრო უწყებას განუცხადებია, არც იმ "დამოუკიდებელ" ტელეკომპანიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართველი ჯარისკაცის ერთ დაცემინებაზეც კი ქვეყანას შეყრიდა, ისეთ სიუჟეტს გაუშვებდა ეთერში. "კვირის პალიტრამ" არაოფიციალური წყაროებით შეიტყო, რომ ამ საბრძოლო ინციდენტის დროს თალიბების ნაღმსატყორცნის ნაღმი ჰილმენდის პროვინციაში დაბანაკებული 31-ე ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფის მებრძოლებს პირდაპირ კარავში ჩაუვარდა და ხუთი სამხედრო დაიჭრა. მათგან ერთ-ერთმა სახის ძლიერი დამწვრობა მიიღო და ერთი ზედა კიდურიც დაკარგა. ის ახლა გერმანიაში მკურნალობს. სავარაუდოდ, 5 სექტემბერს კაპრალ გითოლენდიას გარდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა მსუბუქად, სხვა ინფორმაციით კიდევ ერთი ჯარისკაცი - მეორე დღეს. ავღანეთიდან მოსულ არაოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა, დაახლოებით 18 ქართველი სამხედრო დაიჭრა და ერთი დაიღუპა. ჩვენ არ შეგვიძლია ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, ეს თავდაცვის სამინისტროს საქმეა, რომ ათასნაირი ჭორ-მართალი არ გავრცელდეს. თუკი თავდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება გააგრძელებენ ავღანეთში მომხდარი ინციდენტების დამალვას, საზოგადოების დიდ ნაწილს უფრო ნეგატიურად განაწყობენ ავღანეთში ქართული სამხედრო მისიისადმი. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებებია და ამ სასტიკ ომში დაშავება და სამწუხაროდ, დაღუპვაც არ არის გამორიცხული. ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით კი საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ზრდის ტრაგიკული შემთხვევების ალბათობას. დავიცავთ თუ არა სამშობლოს ავღანური გამოცდილებით? ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები ეცნობიან თანამედროვე სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის თანამედროვე ხელოვნებას და ამითაც არის გამართლებული ქართული სამხედრო მისია ავღანეთში. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ერთი მხრივ, მართალია, რადგან ავღანეთში ქართველი სამხედროების შეიარაღება და აღჭურვილობა (განსაკუთრებით ჰილმენდის პროვინციაში მოსამსახურეებისა), ასევე საბრძოლო მოქმედებაში საჭირო მართვის სისტემები მართლაც ულტრათანამედროვეა. მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნიკას ქართულ არმიას ამერიკელები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ აწვდიან (არც მანამდე იკლავდნენ თავს) და ძნელი წარმოსადგენია, ჩვენმა სამხედროებმა თანამედროვე ამერიკული მართვის ელექტრონული სისტემა იგოეთთან ან თბილისის დაცვისას გამოიყენონ. ბრძოლის ტაქტიკაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა. ავღანეთში ISAF-ის ძალები და ქართული სამხედრო კონტინგენტი იბრძვიან ე. წ. ასიმეტრიულ ომში, სადაც მოწინააღმდეგეს არ გააჩნია არც ავიაცია, არც ჯავშანტექნიკა და არც შორსმსროლელი და მსხვილკალიბრიანი არტილერია. თუკი რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედება ქართულ მიწაზე, თითქმის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალებიც, რადგან მოწინააღმდეგეს უდიდესი უპირატესობა აქვს ჯავშანტექნიკის რაოდენობით, არტილერიითა და განსაკუთრებით - საბრძოლო ავიაციით (საზღვაო ძალებზე ლაპარაკიც არ ღირს). ავღანეთში თალიბებსა თუ "ალ-ქაიდასთან" ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება ქართველ სამხედროებს დიდად არ გამოადგებათ, რადგან მათ მხარს არ გაუმაგრებს ამერიკული საფრონტო და სტრატეგიული ავიაცია, კოსმოსური და უპილოტო დაზვერვის საშუალებები. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველ სამხედროებს არავინ ასწავლის მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავებისა თუ დამრტყმელი შვეულმფრენების ჩამოგდებას, ისევე როგორც ტანკებისა და ჯავშანმანქანების აფეთქებას, რადგან თალიბებს შეიარაღებაში მსგავსი არაფერი გააჩნიათ. ავღანეთში ნასწავლი დასახლებული პუნქტის გაწმენდის ტაქტიკა ქართულ დანაყოფებს სამშობლოშიც გამოადგებათ, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე ბრძოლაში ჩართავს უამრავ ტანკსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას და ცაშიც გაბატონდება, საბრძოლო უპირატესობა მთლიანად მის ხელში გადავა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ავღანეთში მიღებული საბრძოლო გამოცდილება (როგორც თავის დროზე ერაყში) პანაცეა არ არის. ის მხოლოდ ნაწილობრივ (ისიც თავდაცვასა და კონტრშეტევების სწორი ორგანიზების შემთხვევაში) თუ გამოადგება ქართველ სამხედროებს მშობლიური მიწის დასაცავად. ირაკლი ალადაშვილიყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა” წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samkhedro/25898-thvrameti-datcrili-qarthveli-avghanethshi.html#ixzz11IXEPHHf Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 3, 2010 nostradamusiსტატიაზე ვერაფერს ვიტყვი - არ ვიციაი შუკვანთან ერთად დაიღუპნენო, რომ ამბობენ ამაზე ვთქვი - ტყუილია კი არ ვიცავ და კი არ ვადანაშაულებ არავის, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, მეტი არაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted September 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2011 კიდევ ერთი ახალგაზრდა დაღუპულა В Афганистане погиб грузинский военнослужащийCivil Georgia, Tbilisi / 1 сен.'11 / 12:24 Младший сержант Резо Беридзе скончался от ран, которые получил во время нападения талибов в Афганистане, - сообщает Министерство обороны Грузии 31 августа. Погибший солдат служил в афганской провинции Гельманд в составе Третьей пехотной бригады Министерства обороны Грузии в рамках Международных сил по обеспечению безопасности, а в вооруженных силах служил с 2002 года. Тело погибшего солдата уже доставлено в Грузию, - сообщает Минобороны в связи со случившимся без уточнения дат. Резо Беридзе является десятым погибшим солдатом среди грузинских военных в Афганистане после того, как Грузия с ноября 2009 года присоединилась к проводящейся в этой стране операции под эгидой НАТО. Министерство обороны и президент Михаил Саакашвили, который недавно принял решение об увеличении грузинского военного контингента в Афганистане, выразили соболезнования семье погибшего солдата. Грузия, от которой в Афганистане уже служат более 900 военных, в июне заявила, что в будущем году планирует отправить в Афганистан дополнительный батальон для участия в международной операции по поддержанию безопасности.http://www.civil.ge/rus/article.php?id=22473 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2011 სამძიმარი დაღუპულების ოჯახებს.ჩვენთან მაგარი კანონია,ორი შვილი თუ დაგეღუპა,მაშინ უნიშნაავენ მშობლებს პენსიას.ერთზე არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 1, 2011 Saturnსამწუხაროდ მასეთი ტყუილებითაა გატენილი მთელი ქართული პრესაისე სატურნ ბატონო,ვინ უფრო მეტ ტყუილებს ამბობს,ქართული პრესა,თუ მიშას ტელევიზიები? თვითონ მიშაზე არაფერს არ ვამბობ,ეგ როგორც ყველაფერში,ამაშიც უკონკურსოა.თანაც ალია,ასავალ დასავალი ალბათ პრესაში არ ითვლებიან,ეგენი ყვითელი პრესაა.გიორგი უძილაური კი დიდი ხანია(მიშამდეც) ცნობილია იმით,რომ ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted November 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2011 http://rickrozoff.files.wordpress.com/2011/02/6306372.jpg"თუ გინდა ნახოთ ავღანეთგამოვლილი საქართველო, გორის საავადმყოფოში უნდა ჩახვიდეთ" ათი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაჭრილი (დაჭრილების ზუსტ რაოდენობას სააკაშვილის თავდაცვის სამინისტრო არ ახმაურებს), - ასეთია ამ დროისთვის სინამდვილე, რომელიც ავღანეთში ქართველი მეომრების შედეგებს ასახავს. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის და ერაყის სასაკლაოზე გაგზავნა დამპყრობი ამერიკის მიზნებისათვის, ამაზე საზოგადოებას თავისი მოსაზრება აქვს. http://a6.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/46316_448624649652_54124414652_5075361_4545957_n.jpg"ჩადით გორის ჰოსპიტალში, ჩვენს ბიჭებს უკვე წელია, პროთეზებს ჰპირდებიან და არაფერს უკეთებენ. იქ სანახაობაა, მტერს არ ვუსურვებ" - ასეთი ცნობა გავრცელდა ინტერნეტში... ერთი კვირის წინ გორის სავადმყოფოში შესვლა მოვახერხე. კითხვა-კითხვით მივაგენი ავღანეთში დაჭრილი ბიჭების პალატებს და ერთ-ერთის კარზე დავაკაკუნე. ოთახში 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე დამხვდა. საბრძოლო შემოვლისას ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ფეხების გარდა, ნაღმმა ორივე ხელზე შვიდი თითიც წააცალა. 30 წლის ოფიცერი ასპინძიდან არის, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. იქვე, სათამაშოები შევნიშნე. თურმე, ცოლ-შვილი დიდ დროს ატარებს ალუდასთან საავადმყოფოში. ის საბედისწერო დღე, 2010 წლის 26 თებერვალი, არ ახსოვს. სხვების ნაამბობიდან იცის, რომ საბრძოლო შემოვლისას ნაღმს ფეხი დაადგა და... მთელი თვე უგონოდ იყო. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახის ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა. 27 ოპერაცია გაუკეთეს გერმანიის სამხედრო საავადმყოფოში. "ჩემი აფეთქება სატელიტურმა კამერამ გადაიღო. დაწვრილებით ჩანს ყველაფერი, ამიტომ მე არ მაჩვენებენ.", - ამბობს ალუდა. მეექვსე თვეა, რაც გორის საავადმყოფოში წევს. ჰპირდებიან, რომ პროთეზირებისთვის ამერიკაში წაიყვანენ. გორგოლაჭებიანი სავარძლით ხშირად გადის პალატის "მეზობლებთან", ჰოსპიტლის ეზოში და ზოგჯერ შინ წასვლის უფლებასაც აძლევენ.ალუდასგან გამოსული მის გვერდით პალატის კარზე ვაკაკუნებ, "ავღანელ" ბიჭებს ჰოსპიტალში ყველა იცნობს, მით უფრო, კაპრალ საბაშვილს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაში აგერ უკვე წელიწადზე მეტია მკურნალობს. მორისიც ნაღმზე აფეთქდა, მან ქვედა კიდურები და მარჯვენა ხელი დაკარგა. ამავე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში, კაპრალი ალეკო გითოლენდია წევს, მასაც აღარ აქვს ორივე ქვედა კიდური. გითოლენდიაც თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ეს სწორედ ის აფეთქება იყო, რომელსაც 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და 26 წლის კაპრალი დღემდე ელოდება თავის რიგს ამერიკაში სამკურნალოდ გასამგზავრებლად. ამასობაში საბაშვილიც ბრუნდება და ავღანეთგამოვლილი სამივე ჯარისკაცი ალუდა სეთურიძის ოთახში იყრიან თავს. მათ შორის მორის საბაშვილი ყველაზე უმცროსია, 24 წელი გერმანიაში, სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობისას შეუსრულდა. ამონარიდები ემა ტუხიაშვილის წერილიდან ("კვირის პალიტრა") ვის ომში და რატომ იბრძვიან ქართველები?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted November 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2011 (edited) ვის ომში და რატომ იბრძვიან ქართველები?!ფულის გულისთვის მიდიან. ჩვენთან მაღაროშიც ფულის გულისთვის იხოცებიან მუშები. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ის საცოდავი მუშა არავის არ კლავს, თავისთვის სამუშაოდ ჩადის შახტაში. მაგრამ რატომღაც ავღანელი პატრიოტების მკვლელებს თუ ვინმე ავღანელი პატრიოტი მოკლავს, მათ უფრო მეტი დაფასება აქვთ, ისინი უფრო ეცოდებათ, ვიდრე იმ საწყალ მუშას, რომელიც შახტაში ვიღაცა დედამოდღნული უფროსის უთავობის და ჯიბის გასქელების გულისათვის დაიღუპა. მაგრამ ალბათ ღირსები არიან, რადგან არავინ ხმას არ იღებს. მიუგდებენ კოპენსაციას და უხარია ოჯახს. დედამოვდღან ყველა დროის ყველა ქვეყნის ყველა მთავრობების. დროზე მაინც გააკეთოს მაჰმუდამ ბომდა, დაცხონ ერთმანეთს და იქნებ შემდეგი ცხოვრება უფრო სამართლიანი იყოს. პახმელიაზე ვარ უკვე ამ დილაუთენია და მურტალ ხასიათზე ვარ Edited November 9, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted November 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2011 DonCaredo დროზე მაინც გააკეთოს მაჰმუდამ ბომდა, დაცხონ ერთმანეთს და იქნებ შემდეგი ცხოვრება უფრო სამართლიანი იყოს. უახლოეს ხანში ამერიკა და ინგლისი ირანს დასცხებენ. ირანმა უკვე გააგზავნა თავისი გემები ამერიკის სანაპიროებისკენ. ირანი და სირია შეთანხმდნენ, თუ ირანს დაარტყამენ, მაშინ ირანი და სირია დასცხებენ თურქეთს. მოკლედ დიდი ამბები აიწევა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 9, 2011 DonCaredo უახლოეს ხანში ამერიკა და ინგლისი ირანს დასცხებენ. ირანმა უკვე გააგზავნა თავისი გემები ამერიკის სანაპიროებისკენ. ირანი და სირია შეთანხმდნენ, თუ ირანს დაარტყამენ, მაშინ ირანი და სირია დასცხებენ თურქეთს. მოკლედ დიდი ამბები აიწევა.სირია ასე სირია ვითომ? აშშ-ინგლისი-თურქეთი vs ირანი-სირია შანსი არ აქვს მეორე მხარეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.