Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ახალი გამოკითხვა და ახალი აზრები …


Recommended Posts

http://a.pix.ge/r/7yv6s.jpgარ მეგულება 1 “წითელი” გულშემატკივარიც კი, რომელიც არ ფიქრობს იმ ცვლილებებზე, თუ რა სირდება ახლა კლუბს. მინდა ერთი აზრი შემოგთავაზოთ, რომელსაც ჩემს გარდა კიდევ ბევრი, თუ ცოტა მიესალმება …

 

გამოკითხვა განთავსდა მარჯვენა პანელში, თუმცა აქ მინდა კონკრეტულად აგიხსნათ სიტუაცია, თუ რას ეხება კერძოდ და რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად …

 

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ზამთარში აუცილებლად უნდა გაიყიდოს ფერნანდო ტორესი და მის ნაცვლად (საკმაოდ მაღალი თანხით) რამოდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი შეისყიდოს?

 

როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენს საიტზეც ძალიან ბევრი ამ კითხვაზე პასუხს დაუფიქრებლად გასცემს – “რა თქმა უნდა არა! ის უნდა დარჩეს!”

 

ფერნანდო ტორესის დიდ ფეხბურთელობაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებლად ყველამ უნდა იფიქროს გუნდზე და არა კონკრეტულ საყვარელ ფეხბურთელზე. ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ დავთმოთ ნებისიერი ფეხბურთელი იმის სანაცვლოდ, რომ გუნდი უფრო გაძლიერდება …

 

მეორე წელია ფერნანდო ყველაფერს აკეთებს კლუბისთვის, თუმცა შედეგი ძალიან ცუდია. კლუბში რომელშიც მხოლოდ 1 მაღალი დონის ფორვარდი იმყოფება, რომელშიც მას არ ჰყავს “შემცვლელი” (ნგოგი გვერდით გადავდოთ) და არ ჰყავს მეწყვილე, ძალიან ძნელია იმ გუნდმა რაიმე წარმატებაზე იფიქროს.

 

- რატომ, 2 სეზონის წინ ხომ გავედით მე-2 ადგილზე? – რაღათქმა უნდა გავედით, ფაქტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში ტორესს ფორვარდი მეწყვილე არა, მაგრამ სხვა დამხმარე პირები ჰყავდა, რომლებიც ბევრად უადვილებდნენ საქმეს ახლა კი კლუბი რომ ფეხბურთელების ნაკლებობას, “დეფიციტს” განიცდის, ძალიან ადვილი შესანჩნევია.

 

მთავარი კითხვა ჩვენი თემისა – რით შეიძლება ეშველოს ამ პრობლემას, როდესაც თანხები არ მოიძებნება საჭირო ფეხბურთელების საყიდლად?

 

პასუხი მხოლოდ ერთია – უნდა გაიყიდოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და მის სანაცვლოდ უნდა შეივსოს, აღიჭურვოს გუნდი რამოდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელით, რომლის შემთხვევაშიც ფეხბურთელების ნაკლებობა აღარ იქნება.

 

როდესაც კლუბი თამაშობს 2 მილიონიანი მცველით, 7 მილიონიანი ნახევარმცველით და უფასოდ გადმოყვანილი 3-4 ძირითადის ფეხბურთელით, რომელ დიდებაზეა საუბარი?

 

არ შეიძლება მხოლოდ 1 ფეხბურთელზე დავეყრდნოთ და მხოლოდ ტორესის იმედზე ვიყოთ … ბევრი ფერნანდოს ფანი მიწყენს კიდეც ამ სტატიის გამო, მაგრამ ფეხბურთელი თუ იმ დონემდე გიყვართ, რომ კლუბსაც გასწირავთ მის გამო, უნდა მიხვდეთ, რომ თავად ელ ნინიოსთვისაც უმჯობესი იქნება სხვა დიდ კლუბში კარიერის გაგრძელება …

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...