planetanews Posted September 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg რობერტ კოლსონი ყირგიზეთი თავის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებს უახლოვდება – ის 10 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფელიქს კულოვის პარტიამ, Ar-Namys-მა გადამწყვეტი მხარდაჭერა მიიღო რუსეთის მმართველი პარტიისაგან – ”ერთიანი რუსეთისაგან”. Ar-Namys-მა 22 სექტემბერს ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ”ერთიან რუსეთთან”, კოლოსთან, რომელიც აკონტროლებს მთელი რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების შტოებს და რომელსაც რუსეთის ყველაზე ძლავემოსილი პოლიტიკოსი, ვლადიმერ პუტინი უდგას სათავეში. ასეთივე მოდელმა იმუშავა, როგორც ჩანს, უკრაინაში, სადაც პრო-დასავლელი პრეზიდენტი ამ წლის დასაწყისში პრო-რუსმა შეცვალა და ახლა ”ერთიანი რუსეთი” აქტიურად მუშაობს მეგობარ პარტიებთან მოლდოვეთში, უკრაინაში და საქართველოში, ქვეყნებთან, რომელთა პოლიტიკური ვექტორი ბოლო 18 თვეა, ჰაერშია გამოკიდებული. ”ერთიანი რუსეთის” პრეს-რელიზის თანახმად, ყირგიზეთის შეთანხმება შეიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ თანამშრომლობას, არამედ მოწოდებებს ”თანაბარუფლებიანი და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის დარგში რუსეთსა და ყირგიზეთს შორის, საწარმოო, საინვესტიციო და სამეცნიერო სფეროების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას”. თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელშიც პარტიულ საქმიანიობასა და სახელმწიფო პოლიტიკას შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანია, ”ერთიანი რუსეთის” სახელით ხელი პარტიის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა და რუსეთის სახელმწიფო დუმას სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა მოაწერა. კავშირები, რომელიც ღრმავდებაAr-Namys- ის შეთანხმება ერთ-ერთი ბოლოა, იმათ შორის, რომელთაც ”ერთიანმა რუსეთმა” მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოაწერა ხელი. ცოტა ხნის წინ, სექტემბერში ”ერთიანმა რუსეთმა” მოლდოვეთის დემოკრატიულ პარტიასთან, რომელსაც სათავეში ყოფილი კომუნისტი მარიან ლუპუ უდგას სათავეში, ასეთსავე პაქტს მოაწერა ხელი. ლუპუმ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ”ერთიან რუსეთთან” დადებული ხელშეკრულება, იმ ”პრაგმატული” შეხედულების ნაწილია, რომელიც მის პარტიას აქვს რუსეთთან ურთიერთობებზე. ”ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობითი ურთიერთობა და არა კონფრონტაცია რუსეთთან. ეს არის გზავნილი იმ პოლიტიკური შეთანხმებისა, რომელსაც მოვაწერეთ ხელი. მეორე, მოლდოვეთს არ შეუძლია და ვერც გაუკეთებს იგნორირებას რუსეთის ფედერაციას. მესამე, თუ ჩვენ მოლდოვეთის მოქალაქეებისთვის კარგი გვინდა, პრაგმატულები და კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ”. მოლდოვეთში საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში უნდა ჩატარდეს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვს ერთი რამის იმედი აქვს: ჩამოაშოროს ლუპუ პრო-დასავლურ, ოთხპარტიულ მმართველ კოალიციას. ”ერთიანმა რუსეთმა” ასევე მოაწერა ხელი შეთანხმებას მოლდოვეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დნესტრისპირეთის განახლების პარტიასთანაც. საქართველოში ”ერთიანი რუსეთი” მუშაობს ისეთ ოპოზიციურ პარტიასთან, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტია ”სამართლიანი საქართველოსთვის”, რომელიც საკუთარ თავს ”კლასიკური მემარჯვენე ორიენტაციის ოპოზიციად” აღწერს. სერგეი მარკოვმა, რუსეთის დუმას დეპუტატმა და ”ერთიანი რუსეთის” ოფიციალური წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უთხრა, რომ საკვანძო საკითხი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გამოსწორებაა. ”ერთიანი რუსეთის” მთავარი მიზანი იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის უკეთეს ურთიერთობებს უჭერენ მხარს. ნოღაიდელი მათ შორისაა” – განაცხადა მარკოვმა. ”მაგრამ მხოლოდ მას როდი აქვს ასეთი პოზიცია. ზოგიერთი პარლამენტარი, თავად (საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ) სააკაშვილის პარტიიდან, პრივატულ საუბრებში აღიარებს მისი პოლიტიკის არანორმალურობას”. ერთიან რუსეთს თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს დადებული და უშუალო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მმართველ პარტიებს. 2005 წელს ერთიანმა რუსეთმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას უკრაინის რეგიონების პარტიასთან. ამ წლის დასაწყისში, რეგიონების პარტიის ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი გახდა და ბევრად უფრო პრო-რუსული პოზიცია დაიკავა, ვიდრე მისმა წინამორბედმა. კონსტანტინე კოსაჩოვმა, რუსეთის სახელმწიფო დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ”ერთიანი რუსეთის” ინტერპარტიული და საერთაშორისო კავშირების კომისიის ხელმძღვანელმა, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ იანუკოვიჩთან მუშაობა ”ადვილია”. ”ჩვენთვის უკრაინის ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინის ინტერესებზე რეალისტურადაა ორიენტირებული, სავსებით მშვენიერია. (ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ) იუშჩენკო ამ ინტერესებს არასწორად ხსნიდა. იუშჩენკოს ეგონა, რომ ამ ინტერესებისათვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტის მიღება რუსეთისგან და ამის შემდეგ დასავლეთისკენ სწრაფი სვლა” – ამბობს კოსაჩოვი. ”ამიტომაა, რომ მასთან ურთიერთობისას ასე მძიმე პერიოდი გვქონდა. მაგრამ იანუკოვიჩთან ურთიერთობა ჩვენთვის ადვილია. მას მნიშვნელოვნად ზუსტად და ადეკვატურად ესმის უკრაინის ინტერესები”. ”ერთიანი რუსეთის” ყველაზე მთავარი ამოცანა, ამ ალიანსების შექმნისას, რეგიონში რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევაა. ამიტომაა, რომ პარტია, რომელიც რუსეთში მემარჯვენე-ცენტრისტს უწოდებს საკუთარ თავს, კომფორტულად მუშაობს მემარცხენე ტენდენციების მქონე პარტიებთან მოლდოვეთსა და უკრაინაში; მემარჯვენე მიდრეკილებების მქონე პარტიასთან საქართველოში და გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე პარტიებთან ყირგიზეთში, სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთში. ”პრაგმატული ხაზი”მთავარი ფაქტორი ”ერთიანი რუსეთისათვის” ამ ალიანსებში, პარტნიორი პარტიების ის მზაობაა, რომელსაც თავად მოსკოვთან ურთიერთობისას ”პრაგმატული” ხაზის გატარებად ასახელებს. პეტრე მამრაძე, ნოღაიდელის პარტიის ”სამართლიანი საქართველოსთვის” სპიკერმა ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელიც ტიპურია ”ერთიანი რუსეთის” პარტნიორებისთვის ”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა რუსეთთან. რეალისტები ვართ და ვხედავთ, რომ ესაა რუსეთის მმართველი პარტია. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამ უზარმაზარი ქვეყნის დიდი უმრავლეოსბა ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს და ეს ის პარტიაა, რომელსაც პუტინი უდგას სათავეში. საქართველოსთვის ეს ფაქტია. ასეთია რეალობა. და თუ ჩვენ ამის იგნორირებას მოვახდენთ, ჩვენ გავქრებით” – ამბობს მამრაძე. ერთიანი რუსეთის მიერ ალიანსების შექმნის აგრსიული ძალისხმევა, როგორც ჩანს, მოსკოვის საგარეო პოლიტიკის განვითარების უფრო ფართო მოდელს მიესადაგება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ქაღალდებში, რომელთა შინაარსმაც გაჟონა ”ნიუსვიქის” რუსულ ვერსიაში ამ თვის დასაწყისში, ხაზგასმულია, რომ რუსეთი აღარ განიხილავს მსოფლიოს ”მტრისა” და ”მეგობრის” ტერმინებში, არამედ მხოლოდ მისი ”ინტერესების” პლატფორმიდან. ის მოუწოდებს მოსკოვს შექმნას მთელი წყება ოფიციალური და არაფორმალური ინსტრუმენტებისა, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის მოდერნიზების პროცესი საგარეო ორთიერთობების გამოყენებით წინ წაიწევს. დსთ-ს ქვეყნების სივრცეში, კონცეფცია ხაზს უსვამს ”რუსული ბიზნესკომპანიების აქტივობის მხარდაჭერას”. მასში დასმულია ამოცანა, რომლის მიხედვით ”უკრაინა აქტიურად უნდა მიიზიდონ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის” და ”ხელი უნდა შეუწყონ რუსული ბიზნესის აქტიურობის გაფართოებას ყირგიზეთში”. დოკუმენტი სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას დსთ-ში არ ასახელებს რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესთა ნუსხაში და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა იაროსლავში ჩატარებულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო დემოკრტია ყირგიზეთისთვის ”კატასტროფა” იყო. ”ერთიანი რუსეთის” პოზიცია ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით რუსეთში იმას ნიშნავს, რომ პარტიებს, რომლებიც ”ერთიან რუსეთს” დაუკავშირდებიან, შეუძლიათ ელოდონ მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებას საარჩევნო კამპანიაში. მაგალითად ნოღაიდელის პარტიას”სამართლიანი საქართველოსთვის” და ლუპუს ”დემოკრატიულ პარტიას, კაშკაშა, მულტიმედია ვებ-საიტები აქვთ. ალექსანდრე რონდელი საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსკოვი ”ახლა უფრო ხშირად არა სახელმწიფო არხების გამოყენებით მოქმედებს, არამედ პარტიის, ”ერთიანი რუსეთის” მეშვეობით, რომელიც ძნელად თუ შეიძლება პოლიტიკურ პარტიად მივიჩნიოთ”. ”მაგრამ თუ თქვენ საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაზე შიგნიდან ცდილობთ ზეგავლენის მოხდენას და დღევანდელი მთავრობის წინააღმდეგ პრო-რუსული ოპოზიციის შექმნას აპირებთ, უნდა იცოდეთ, რომ ფინანსების გარეშე ეს ვერ იმუშავებს” – განაცხადა რონდელმა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts