planetanews Posted September 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით, 1.2%-ით, ანუ 69.3 მლნ ლარით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარს გადააჭარბა .ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.7%-ით, ანუ 41.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 0.6%-ით, ანუ 27.5 მლნ ლარით.რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 681.4 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.7 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.1%-ით მეტი) მოცულობის სესხი.გასულ თვის მონაცემებით, იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 48.6%, ვაჭრობის სფეროზე მოდის. ივლისთან შედარებით აგვისტოში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1%-ით ანუ 16.5 მლნ ლარით გაიზარდა და 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.2%-ს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 სექტემბრისათვის 710.8 მლნ ლარით განისაზღვრა. გაცემული სესხების 11.1% მშენებლობაზე მოდის, რაც 372.2 მლნ ლარია. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.9% მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე, მოდის.ამასთან, აგვისტოს განმავლობაში 1.2&-ით ანუ 25.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 სექტემბრისთვის 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts