Jump to content
Planeta.Ge

ნიქოზის და მიმდებარე სოფლების დაცლის საფრთხე


Recommended Posts

[ინტერპრესნიუსი]

 

ირაკლი ალასანია კონფლიქტის ზონისპირა მოსახლეობისთვის ხელისუფლებას სუბსიდიების გამოყოფას სთხოვს .

 

ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ზემო ნიქოზში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

"ეს ხალხი არ ითხოვს მოწყალებას. მათ შრომისა და მუშაობის უფლება უნდათ. ეს ადამიანები არ არიან ზარმაცები, მათ არავის კმაყოფაზე ცხოვრება არ უნდათ. თუმცა, მათი სახნავ-სათესი დარჩენილია ოკუპირებულ ზონებში. შესაბამისად, ამ ადამიანების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ უზრუნველყოფს, რათა შევიდნენ და დაამუშაონ თავიანთი მიწები. ამიტომ, საჭიროა, სახელმწიფომ სასწრაფოდ გამოყოს სუბსიდია, რათა მოსახლეობამ ელემენტარულად ზამთარი გადაიტანოს",- აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, ხელისულებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ზემო ნიქოზისა და სხვა საზღვრისპირა სოფლების შენარჩუნება მოხერხდეს და ეს სოფლები არ დაიცალოს ხალხისგან.

 

"ამ სოფლებში, რეალურად, ხალხი სახელმწიფოს უდიდეს სამსახურს უწევს, მხოლოდ იმით, რომ ისინი აქ ცხოვრობენ. თუკი სოფლები დაიცლება, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ამიტომ, მოვითხოვ, ხელისუფლებამ ამ ზამთარსვე გამოყოს სუბსიდიები ამ ადამიანთა დასახმარებლად და უზრუნველყოს ისინი ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მან აღნიშნა, რომ მოსახლეობას სჭირდება შეშა, ფქვილი, კვების პროდუქტები, ასევე, წიგნები ბავშვებისთვის და სხვა ნივთები.

 

http://www.presa.ge/new/?m=news

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ალასანია აცხადებს, აქ ადამიანები მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ. “მე მოვუწოდებ სააკაშვილს, რომელიც უცხოეთში ატარებს ძალიან ბევრ დროს ფუჭად, კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს საზღვრისპირა სოფლებში და პანიკაში მყოფი ადამიანები დაამშვიდოს, ნახოს და დაელაპარაკოს მათ”, - აღნიშნა ალასანიამ.

 

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი თქმით, შიდა ქართლზე, პრაქტიკულად, პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს ხელისუფლებას, ვინაიდან აქ მცხოვრები ადამიანები ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“მე მოვუწოდებ სააკაშვილს, რომელიც უცხოეთში ატარებს ძალიან ბევრ დროს ფუჭად, კეთილი ინებოს, ჩამოვიდეს საზღვრისპირა სოფლებში და პანიკაში მყოფი ადამიანები დაამშვიდოს, ნახოს და დაელაპარაკოს მათ”,

 

მანდ შეიძლებმა მიგმა, ან სუმ გადაიფრინოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

თუ ჩვენ ვერ მოუვლით ჩვენს მიწებს, სხვს მოვა და უკეთ მოუვლის.

რა ლოგიკაა?

 

lasha1997

ანდ შეიძლებმა მიგმა, ან სუმ გადაიფრინოს.

დღეს მიშას სიტყვა არ უთქვია გუშინდელზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდაა...

 

პოლიციაც თუ ვეღარ შევიდა...

ჩათVალეთ რომ ეგ სოფლები გაიცლება...

და ამ დროს ეს ტაკიმასხარა ნაბიჭვარი, კონსტიტუციას ირგებს, პროკურატურას უგორებს კოჭებს, ეს ფორმიანი ყაჩაღები ისეთი გონორით იქცევიან გეგონება რაიმე ღვაწლი მიუძღვოდეთ ქვეყნის წინაშე და ეს პარლამენტარები ამაზრზენ ტყუილებს ლაპარაკობენ და საქმეზე არაფერს ამბობენ...

სადაა პასუხისმგებლობა პერსონალური?

სადაა კაკო ბობოხიძის მოგებული ომი?

სადაა დარჩიაშვილის რუსეთის ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლა?

სადაა ბეჟუაშვილის დაზვერვის მონაცემები?

სადაა ვაშაძის საგარეო ძალისხმევა?

სადაა სააკაშვილის "თავგანწირვა" და "პატრიოტიზმი" ?

ხ ტფუი ყველას.

ამათი პარტიის ყველა წევრს, მათ მშობლებს, მათზე ხმის მიმცემს, მათ გამმართლებელს და დამცველს.

 

გემრიელია სამშბლოს გაყიდვით მიღებული ხელფასები?

 

ნაგვები ესენი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორე წელია ნიქოზისა და ხვითის მოსახლეობის ნაწილი საკუთარ მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს. ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით 300 ჰექტარი მიწა რუსული საგუშაგოების სიახლოვეს მდებარეობს, ამიტომ იქ გასვლა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო შეუძლებელია.

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2172137.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

პოლიციაც თუ ვეღარ შევიდა...

რავი ალასანია თავის პარტიის წევრებით კი შევიდა და...

T_A_T

მეორე წელია ნიქოზისა და ხვითის მოსახლეობის ნაწილი საკუთარ მიწის ნაკვეთებს ვერ ამუშავებს. ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით 300 ჰექტარი მიწა რუსული საგუშაგოების სიახლოვეს მდებარეობს, ამიტომ იქ გასვლა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო შეუძლებელია.

ანუ რა შუაშია ალასანია...ტერიტორიებს ვაკონტროლებთ, ხოდა პოლიციაც დადგება სურვილის შემთხვევაში... მაგრამ რატომ მაქვს გრძნობა რომ მიშამ სკამის გამო ყველაფერი გაყიდა?>

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისა და სამხედრო ბიუჯეტს რომ ვუყურებ მიკვირს პირდაპირ, ხო და ხომ არ გვერჩივნა ამ თანხის მესამედით ჩენი ბოევიკები ვიქირავოთ და მიგვიხედავენ ამ სოფლებზე ჰა? Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიქოზელები გორში შიმშილის გამო ჩამოვიდნენ (30 სექტემბერი, 2010)

 

http://www.facebook.com/video/video.php?v=1422332680134

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რატომ მაქვს გრძნობა რომ მიშამ სკამის გამო ყველაფერი გაყიდა?

აგერ წერია რატომაც გაქვს :givi:

 

Навязчивые идеи и мысли

 

Обсессивно-компульсивное расстройство. Невроз навязчивых состояний

 

Что такое обсессивно-компульсивное расстройство?

 

Каждому человеку в голову иногда приходят странные, не свойственные ему мысли. Однако, в 3% случаев, люди начинают концентрироваться на этих мыслях и даже пытаются их специально заблокировать. Однако чем больше они пытаются отвлечься от этих мыслей, тем меньше это получается, и в результате развивается страх перед «плохими» мыслями. Со временем люди сами придумывают и начинают выполнять определенные действия (ритуалы), направленные на облегчение своего состояния. Эти ритуалы становятся потребностью. Начинается невроз навязчивых состояний. В этих случаях можно говорить о наличии обсессий – постоянно возникающих опасений, навязчивых мыслей, образов и побуждений, вызывающих тревогу, и компульсий (ритуалов) – стереотипно повторяющихся поступков, призванных снизить тревогу.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

აგერ წერია რატომაც გაქვს :givi:

 

 

ისე და შენი აზრით ეს სოფლები ჩვენმა "გმირმა" პოლიციელებმა არ უნდა დაიცვან ჰა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე და შენი აზრით ეს სოფლები ჩვენმა "გმირმა" პოლიციელებმა არ უნდა დაიცვან ჰა?

დაცვა პრინციპში არაა პოლიციის საქმე. ეგ თავდაცვის სამინისტროს ეხება. თუმცა მანდ ბევრი კითხვა ისმის. რას ნიშნავს დაცვა? ვთქვათ მოდიან რუსები. ცეცხლი გაუხსნან ამ დროს თუ რა ღონისძიება გაატარონ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ეჰ...

რიტორიკა, რიტორიკა.

 

რატომ მაქვს გრძნობა რომ მიშამ სკამის გამო ყველაფერი გაყიდა?

რა შეგრძნება უნდა?

ტრაკს მისცემს ეგ ადგილისთვის.

მიცემულიც აქვს.

 

ეგ რად გინდა.

ასჯერ მაგაზე რანგით დაბლები აკეთებენ იგივეს.

და მაგისი რა გიკვირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

დაცვა პრინციპში არაა პოლიციის საქმე. ეგ თავდაცვის სამინისტროს ეხება. თუმცა მანდ ბევრი კითხვა ისმის. რას ნიშნავს დაცვა? ვთქვათ მოდიან რუსები. ცეცხლი გაუხსნან ამ დროს თუ რა ღონისძიება გაატარონ?

შეიძLება ეგეთი რაღაც...იარაღის გარეშე წინააღმდეგობა (გვაქვს გამოცდილება) ვიდეოკლამერების თანხმებით... იასნია ეგ ეგრევე მსოფლიო მედიაში გავრცელდება, პლიუს ხელისუფლების ისტერიკა, არიქა შეტევაზე გადმოდიანო... ასე მიჩუმათება ღალატია უკვე...

 

პოლიცია იმიტომ რომ ომის თავი ეხლა არ გვაქვს და პოლიტიკურად ასე ჯობია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...