planetanews Posted September 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 სამართალდამცავები კახეთში დაკარგულ ბავშვებს უშედეგოდ ეძებენ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები 14 წლის ვასილ წიკლაურის მოსაძებნად სამძებრო – ოპერატიულ ღონისძიებებში შს სიღნაღის რაიონული სამმართველო და სასაზღვრო პოლიციაც ჩაერთო. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებ 17 წლის გიგა ელიზბარაშვილს კი გურჯაანის პოლიცია ეძებს. არხილოსკალოს მაცხოვრებლების თქმით, ვასილ წიკლაურმა 26 სექტემბერს სახლიდან ძაღლი წაიყვანა დასაგეშად, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა. დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის გელა ბუნტურის განმარტებით, ბავშვის ძებნა გრძელდება, მაგრამ კვალი არ ჩანს. სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები 17 წლის გიგა ელიზბარაშვილი კი ახლობლებმა ბოლოს 22 სექტემბერს ნახეს. დედამისის თქმით, გიგა იმავე სოფელში ბიძამისის რთველში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts