lasha1997 Posted September 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 ირაკლი სესიაშვილი: „დისციპლინა არ შეიძლება აგებული იქნას მინისტრის ნება სურვილზე“ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული მეორე ბრიგადის ჯარისკაცები, პირად საუბარში ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შაბათ-კვირის გარდა, ყოველ ღამეს ვაზიანის სამხედრო ნაწილში ატარებს. ამის მიზეზად ჯარისკაცები ახალაიასებური დისციპლინის დამყარებას ასახელებენ. „თითქმის ყოველ ღამე აქ არის და ითავსებს მეთაურის ფუნქქიას. ამბობენ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, თითქოსდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ვაზიანის ტერიტორიაზე გადმოსახლდა. ნაწილში მასთან ერთად გაერთიანებული შტაბის უფროსი იშვიათად მოდის ხოლმე. მინისტრი დაცვასთან ერთად მოდის ნაწილში, ისიც – გვიან ღამით. იყო შემთხვევა როდესაც ნასვამ მდგომარეობაშიც ყოფილა მოსული. ამბობს, რომ დისციპლინა უნდა დაამყაროს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ რას ნიშნავს მისეული დისციპლინა, სიმრთლე გითხრათ, არ ვიცი,“ - გვითხრა მეორე ბრიგადის ჯარისკაცმა, რომლის ვინაობას ჩვენ მისივე თხოვნით არ ვასახელებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. რას ნიშნავს ახალაიასებული დისციპლინა და რატომ ითავსებს ის გენერალური შტაბის უფროსის ფუნქციებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით „პრესა-გე“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გადაბარგდა საცხოვრებლად... – ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ბაჩო ახალია ცდილობს, რომ ჯარში გარკვეული დისციპლინა დაამყაროს. ის მკაცრად უდგება თავის საქმეს. ზოგადად ეს ცუდი არაა, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი ტიპის თავდაცვის მინისტრი არ უნდა არსებობდეს. არსებობს სამხედრო–სამოქალაქო ურთიერთობა, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს გარკვეული ტრადიცია სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების, კანონმდებლობით გამიჯნული ფუნქციები, პოლიტიკურ და სამხედრო მართველობას შორის, სადაც მკაფიოდაა ხაზი გავლებული იმაზე, რომ სამოქალაქო პირები, ანუ პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ სამხედრო საქმეში, ისევე როგორც სამხედროები არ უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკაში. თავდაცვის მინისტრის საქმე არაა სამხედრო დისციპლინაზე ზრუნვა. ეს არის უშუალოდ გაერთიანებული შტაბის უფროსის და, შესაბამისად, სამხედრო მეთაურების პრეროგატივა და პასუხისმგებლობაც.როდესაც მინისტრი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ერევა სამხედრობის საქმეში, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ დარღვეულია ბალანსი სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში?- ეს იმას ნიშნავს, რომ ჯარი არასწორად ვითარდება. ის, რომ დისციპლინას ყურადღებას აქცევს, ეს კარგია. მაგრამ, მისი კანონიერი ვალდებულებაა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს პოლიტიკურ საკითხებს. ანუ, თავდაცვის სფეროში პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა გაატაროს თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიამ, როგორც მინისტრმა. ხოლო ყველა დანარჩენ პრაქტიკულ საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება გაერთიანებულ შტაბს და სამხედრო მეთაურებს. რამდენად ექცევა კანონის ფარგლებში ახალიას მიერ გატარებული დისციპლინა? - დისციპლინას ძალა მაშინ აქვს, როდესაც დისციპლინას უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ სამხედრო პირები. რით არის გამოწვეული ბაჩო ახალაიას ასეთი აქტიურობა და სამხედრო საქმეებში ჩარევა? - ერთის მხრივ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მას არა აქვს საკმარისი ცოდნა ამ სფეროში და ამიტომ თვლის, რომ უშუალოდ მისი პრეროგატივაა სამხედრობის საქმიანობაში ჩარევა. ან არის მეორე პრობლემა, ანუ გაერთიანებული შტაბი არაა მოწოდების სიმაღლეზე და ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომ, მინისტრი იძულებულია, რომ თავად გააკეთოს.საერთოდ, დისციპლინასაც აქვს თავისი ჩარჩოები. დისციპლინა არ შეიძლება აგებული იყოს ერთი პირის, ანუ მინისტრის ნება–სურვილზე. რა მიჩნია მას სწორად და რა არასწორად. დისციპლინა ემყარება სადისციპლინო წესდებას, სამხედრო მოსამსახურის შესახებ კანონებს და ა.შ. დისციპლინა მინისტრის ლოგიკაზე და შეხედულებაზე არ უნდა იყოს დამყარებული.ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრის მხრიდან დარღვეულია სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობის ძირითადი პრინციპები? - რა თქმა უნდა! და ეს გამოიხატება იმაში, რომ სამოქალაქო პირები უხეშად ერევიან სამხედროების საქმეში. საერთოდ, კანონმდებლობით ნორმალურად არაა გამიჯნული მათი ფუნქციები. მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურში იღებს მინისტრი, როდესაც მინისტრმა თეორიულად და პრაქტიკულად არაფერი არ იცის ამა თუ იმ სამხედრო მოსამსახურის უნარ–ჩვევების შესახებ. ეს მთლიანად გაერთიანებული შტაბის უფროსის პრეროგატივაა, რომელმაც უნდა იცოდეს თუნდაც ლეიტენატის შესაძლებლობები და მისი უნარ–ჩვევები, რომ დანიშნოს თანამდებობაზე.კანონმდებლობა არაა სწორად რეგულირებული, რომ სამხედრო და სამოქალაქო მართველობას შორის ფუნქციები სწორად იყოს გამიჯნული. მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ ყველაფერს ხელს უშლის თავად პრაქტიკა. როდესაც სამოქალაქო პირები უხეშად ერევიან სამხედროების საქმეში, ეს იქცა ტრადიციულ ჩვევად შეიარაღებულ ძალებში. ამით ისინი ხედავენ, რომ მათ აქვთ ძალა-უფლება. შემდგომში კი ამ ძალა-უფლების ხელიდან გაშვება არ უნდათ.რა იწვევს ჯარის პოლიტიზირებას...- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჯარი ხდება პოლიტიზირებული. თავდაცვის მინისტრი არის პოლიტიკოსი და რეალურად დღეს ჯარს პოლიტიკოსი მართავს. შესაბამისად იზრდება ჯარის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირების რისკი. ჩვენ სახეზე გვაქვს პოლიტიზირებული ჯარი, რომელსაც არჩევნების დროს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“. მეტიც, ჯარი იძულების წესით გამოცხადდა არჩევნებზე.თავდაცვის მინისტრის საქმე არაა სამხედრო დისციპლინაზე ზრუნვა. ეს არის უშუალოდ გაერთიანებული შტაბის უფროსის და შესაბამისად სამხედრო მეთაურების პრეროგატივა. მაგრამ ფაქტია, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე ვერანაირ გადაწვეტილებას ვერ იღებს ახალიასგარეშე...მაგრამ, ის, რომ გენერალ ჭანკოტაძეს გადაწყვეტილების მიღების ნაწილში შეზღუდვები აქვს ეს ფაქტია. ეს შეზღუდვები გამომდინარეობს როგორც კანონმდებლობიდან, ასევე იმით, რომ თავად მინისტრი ზედმეტად აქტიურობს და ზედმეტად ერევა სამხედრობის საქმეში. პოლიტიკოსები ზედმეტად აქტიურობენ. ეს არის სერიოზული პრობლემები, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას და მის ნორმალურ ჩარჩოებში მოქცევას.http://www.presa.ge/new/?m=military&AID=1143 ჯერ პოლიცია და ეხლა ჯარიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 რა უნდა სთქვა?ეს კაცი - სააკაშვილი, გახდა ტიპიური დიქტატორი.და ეს ყველაფერი არაფერი, ქვეყნის დაღუპვას რომ არ ნიშნავდეს მისი დიქტატორობა.არადა ღუპავს.არადა მისი ლეგალურად მოცილება შეუძლებელია.ასე რომ, დასკვნები... თქვენთვის მომინდვია. ან მასთან ხარ ან მის წინააღმდეგ.ასე მან დააყენა ეს საკითხი... ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს.ითამაშოს " სახელმწიფოებრიობა" თუ გაურიგდეს ნებისმიერს ვინც ამ ჭირს მოაცილებს. ისე ახალაიას ჯარის დაცული მოვდღან მე...გამწარებული კი ბატონო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 dire ეს რეფორმაც ჩაიჯვავს.ისე რაღა ჩაჯმა უნდა და აგვისტოში გამოჩნდა რა რეფორმაც გაატარეს.ჯარიც და სამართალდამცავებით საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად შექმნეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 lasha1997ხოოო... ეგაა რა.ოპრიჩნიკები და ოხრანკა.მინიტმენები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.