Jump to content
Planeta.Ge

სოციალური თანასწორობა


Recommended Posts

Nukriko

რევოლუციები იმის მტკიცებაა, რომ ჩვეულებრივ ხალხს შეუძლია დაუპირისპირდეს მასზე გაცილებით ძლიერ რეჟიმებს და დაამარცხოს ისინი..

რევოლუციები იმის მტკიცებაა რომ მდიდრებს შეუძლიათ იყიდონ ჩვეულებრივი ხალხი და გამოიყენონ მათი მიზნებისთვის ჩვეულებრივ ხალხს მეტი დანიშნულება არ აქვს და ისინი ნებით დ აუნებურად ემსახურებიან და ასრულებენ მდიდრების მიზნებს

 

ლენინი რო გიყენია ავატარზე მას ყოველ თვის ბოლოს გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მისიდოდა ერთი ჩემოდანი ფული ამიტომ ყველაფერს აკეთებს ფული დ აამ ფულის მფლობელი ხალხი თანასწორობა ცისარტყელები და ე სყველაფერი სიცრუე და იარაღია ზუსტად მდიდრების მიერ შექმნილი ჩვეულებრივი ხალხების სამართავად მდიდრები ატარებენ ჩვეულებრივ ხალხს თავის ჭკუაზე ხოლო ჩვეულებრივი ხალხი ვერ ატარებს და თავს ვერ მოახვევს თავის აზრს და მოთხოვნებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ლენინი რო გიყენია ავატარზე მას ყოველ თვის ბოლოს გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მისიდოდა ერთი ჩემოდანი ფული ამიტომ ყველაფერს აკეთებს ფული დ აამ ფულის მფლობელი ხალხი თანასწორობა ცისარტყელები და ე სყველაფერი სიცრუე და იარაღია ზუსტად მდიდრების მიერ შექმნილი ჩვეულებრივი ხალხების სამართავად მდიდრები ატარებენ ჩვეულებრივ ხალხს თავის ჭკუაზე ხოლო ჩვეულებრივი ხალხი ვერ ატარებს და თავს ვერ მოახვევს თავის აზრს და მოთხოვნებს

 

უამრავი ფული ჩადო აშშ-იმ უგო ჩავესის დამხობაზე, მაგრამ არ გამოუვიდა..

 

 

ესეგი ყველაფერს ფული აკეთებს არა? :D

 

ფული იარაღია, იარაღი კი პატრონის გარეშე არაფერია. თუ ხალხს ჭკვიანი პოლიტიკოსი ეყოლება, თუნდაც ისეთი, როგორიც იყო ლენინი, უამრავი რეჟიმი დაინგრეოდა..

 

განსხვავება ერთია, ჩვენ გრეჩიხა გვყავს, რომელიც იყიდება ფულზე

 

ლენინს თავის პრინციპებისთვის არ უღალატია და "იდეინი" ადამიანები ყველაფერს შესძლებენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"იდეინი" ადამიანები ყველაფერს შესძლებენ..

მართალი ხარ..მაგ. მაჰათმა განდი..იარაღის გარეშე უძლიერეს იმპერიას დაუპირისპირდა და თავისას მიაღწია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ხარ..მაგ. მაჰათმა განდი..იარაღის გარეშე უძლიერეს იმპერიას დაუპირისპირდა და თავისას მიაღწია..

არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გვაქვს რაღაც, რისი გულისთვისაც ღირს იცხოვრო, თუკი მზად არ ვართ მისთვის მოვკვდეთ.

 

ერნესტო ჩე გევარა

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გვაქვს რაღაც, რისი გულისთვისაც ღირს იცხოვრო, თუკი მზად არ ვართ მისთვის მოვკვდეთ.

მართალია..

არ მახსოვს ვისი ნათქვამია..ჭამე იმისთვის რომ იცოცხლო და არა იცოცხლო იმისთვის რომ ჭამო..

აი სანამ ჭამის და მუცლის ამოვსებააა უმეტესობისთვის მთავარი იდეა,მანამ ვიქნებით ტრაკში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ჩვენ საზოგადოებას (რომელშიც მე და შენ შევდივართ) ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს. პირველ რიგში ურთიერთდამოკიდებულების მხრივ. მე ვაკვირდები საზოგადოებას და მიწევს სხვადასხვა რეგიონში წასვლა ხოლმე და ერთ რამეს ვხედავ, ხშირად დადგმული ტექსტების ვსაუბრობთ ერთმანეთში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გულახდილად საუბარი, აზრების გაცვლა ერთმანეთისთვის არ შეგვიძლია.

 

ამიტომ ვერ მუშაობს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან

 

ჩვენთან ხომ ერთ კაციანი "სამოქალაქო საზოგადოებები" არსებობს

 

არ შეგვიძლია თვითორგანიზება, არ შეგვიძლია რეალურად დადგმულ ტექსტების იქით, განვსაზღვროთ თუ რა არის ჩვენთვის, ნამდვილად ფასეული.

 

შეიძლება არც არაფერი არ არის ჩვენთვის ფასეული და იქნებ უბრალოდ გვჭირდება, ამ ფასეულის მოძებნა და ეს დადგმული ტექსტებით და სულელურ ეთიქეტი გვიშლის ხელს..

 

 

სწორედ ამიტომ არის საკუთარი პოზიციის შიში.

 

აქ თბილისში ცოტა სხვანაირად არის საქმე, მაგრამ რეგიონში ხელისუფლებაზე ვერ დააფიქსირებ ღიად შენს აზრებს. დამიჯერე, იქ გაცილებით ცუდად არის ამ მხრივ საქმე. მეგობრებს ერთმანეთთან აზრის დაფიქსირება უჭირთ.. ეს ხო პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ბრალია..

 

ფრიდრიხის დამოკიდებულება მარტივია, ყოველგვარი ვალდებულების მოხსნა საზოგადოებისგან და თქმა "მაინც ხო ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ უნდათ", ჩემთვის ეს არის კლაისკური მონური პოზიცია.

 

 

მონობა არ არის საშიში, საშიშია როცა ამ მონობას შეეჩვევი.. მონა თუ ხარ სპარტაკი უნდა იყო და ყველაფერი გააკეთო, რომ განთავისუფლდე. დინებას თუ მივყვებით, ჩავიჩეხებით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჩვენთან მე როგორც ვაკვირდები,მონობა და ბელადის(პატრონის) ძებნა გენეტიკურად აქვთ ხალხს გამჯდარი..თან არანაირი საშველიც არ სჩანს..დააკვირდი ბოლო მოვლენებს,ყველას თავის ბელადი ყავს და იმის იქით არავინ იყურება..რასაც ეს ბელადი ეტყვით ყველაფერს დაიჯერებენ,ასჯერ რომ გადააგდოს მაინც ეყვარებათ და გააღმერთებენ..და ამის მერე რაზეა საუბარი..

დღეს დედაჩემს ველაპარაკე სკაიპით და ვხედავ რომ ცხელა..ვკითხე კონდენციონერს რატომ არ რთავთთქო..დენის ფულთან ერთად ნაგავის ფული გვექნება გადასახადიო..

დედაჩემს მე კი მოვუვლი,არაა პრობლემა..მაგრამ ერთი ამიხსენი მონების მეტი ვის ექცევიან ესე,რომ ადამიანს სიცხეში კონდენციონერის ჩართვა არ შეუძლია,იმიტომ რომ იმ დახარჯული ელექტრო ენერგიის გარდა,კიდე "პატრონების" მიერ დაწესებული ხარკი უნდა იხადო და რომელი თავისუფალი ერი მოითმენდა ამ უაზრობას..??

ეს ერთი მაგალითი..რამდენიც გინდა იმდენი ამ სახის ხალხის არაფრად ჩაგდების მაგალითის მოყვანა შეიძლება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

.თან არანაირი საშველიც არ სჩანს.

ეს დამოკიდებულებაა არასწორი

 

კი არ უნდა გამოჩნდეს, არამედ ჩვენი თითოაეულის აქტიობით თუ სხვა სახის საზოგადოებრივ საქმიაონობით, ვუშველოთ ჩვენ თავს (საზოგადოებას), თორე ჩვენ როგორც ინდივიდები, შეიძლება უფრო ადვილად ვუშველოთ, მაგრამ ესე არაფერ ცვლის..

რასაც ეს ბელადი ეტყვით ყველაფერს დაიჯერებენ,ასჯერ რომ გადააგდოს მაინც ეყვარებათ და გააღმერთებენ.

მე ახალგაზრდებს ვაკვირდები და აშკარად წამოსულია, სხვანაირი ახალგაზრდობა.. კონფლიქტი გარდაუვალია.

 

რაც შეეხება ბელადებს, მე ბელადებს ვერ ვხედავ. ბელადი არის ძალიან ძლიერი სიმბოლო, ეხლა არის ჩვეულებრივი ნეპოტიზმი და მლიქვნელობა..

 

რომელი თავისუფალი ერი მოითმენდა ამ უაზრობას..??

თავისუფლები თუ არ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ გავხდებით.. ანუ ყველაფერი ჩვენს ხელშია, უბრალოდ უნდა დავიჯეროთ ეს..

 

"იყავი გონებით თავისუფალი და სხეული თავისას გააკეთებს" დაახლოებით ეს ვარიანტია.. ზოგი თავისით ვერ მოიხსნის ბორკილს და საზოგადოება იმიტომ ვართ, რომ სოლიდარობით, ისინიც გავანთავისუფლოთ ვინც არ არის თავისუფალი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს დამოკიდებულებაა არასწორი

თავისუფლები თუ არ ვართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ გავხდებით.. ანუ ყველაფერი ჩვენს ხელშია, უბრალოდ უნდა დავიჯეროთ ეს..

მეც ესე მეგონა 89-90 წლებში,მაგრამ.....................

ეს რომ დავიჯეროთ,ამისთვის საჭიროა ის პიროვნება,რომელიც თავისი მაგალითიდ დააჯერებს ამ ხალხს რომ შეიზლება ადამიანი არ იყო მონა,მაგრამ მე ვერ ვხედავ ესეთ ადამიანს..ვინც კი გამოჩნდა ბოლოს ყველა გაიყიდა და ხალხის ხარჯზე ცხოვრება მოიწყო..

რაც შეეხება ბელადებს, მე ბელადებს ვერ ვხედავ. ბელადი არის ძალიან ძლიერი სიმბოლო, ეხლა არის ჩვეულებრივი ნეპოტიზმი და მლიქვნელობა..

მე ბელადი ისე ვიხმარე,კარგი დავარქვათ "პატრონი"..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,მაგრამ მე ვერ ვხედავ ესეთ ადამიანს.

არა შენ თუ გგონია, რომ ესეთი ადამიანია საჭირო, შენ გახდი ესეთი ადამიანი..

 

მე მგონია, რომ თუ კი არავინ არ არის ესეთი ადამიანი და შენ ხედავ რა არის საჭირო საზოგადოებისთვის, შენი ქვეყნისთვის და ა.შ მაშინ შენ უნდა იკისრო ეს ვალდებულება..

 

 

მე პირადად სხვა კუთხიდან ვხედავ პრობლემებს და ვცდილობ ჯერ ჩემ თავში გავერკვე, რომ მერე არ მოვტყუვდე და არ დავრჩე გაბრიყვებული. მე ჯერ ჩემ თავს ზრდის პროცესში განვიხილავ, არ ვიცი ჯერ ჩემსგან თუ როდესმე ლიდერის პოზიციაში ვიქნები, როგორ მოვიქცე..

 

 

კარგი დავარქვათ "პატრონი"..

პატრონი სხვაა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა შენ თუ გგონია, რომ ესეთი ადამიანია საჭირო, შენ გახდი ესეთი ადამიანი..

ჩემგან ლიდერი არ გამოვა..ასე რომ შენ დაგელოდები.. :) :)

პატრონი სხვაა..

კარგი რაც გინდა ის დაარქვი..თუ მიხვდი რას ვგულისხმობდი,ხომ კარგი და თუ არა,ესეც არ არის პრობლემა..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემგან ლიდერი არ გამოვა..ასე რომ შენ დაგელოდები..

გიცდია და არ გამოვიდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიცდია და არ გამოვიდა?

ეხ შენ მე არ მიცნობ..სად მე და სად ერის წინამძღოლი..:givi: :givi:

სექტემბერში თბილისში რომ ჩამოვალ,უნდა შეგხვდე სადმე..დავლიოთ,სიამოვნებით გაგიცნობ..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ შენ მე არ მიცნობ

მე მგონია, რომ განდიზე სიმპატიური კი იქნები :D

სექტემბერში თბილისში რომ ჩამოვალ,უნდა შეგხვდე სადმე..დავლიოთ,სიამოვნებით გაგიცნობ..

პოჟალუსტა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...