Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბოტკინი - ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძირითადად ღვიძლს და იწვევს მის ანთებას.

ინფექციის გავრცელების წყაროა ავადმყოფი ადამიანი. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან ჭუჭყიანი ხელების, ნერწყვის, დაბინძურებული წყლისა და საკვების, სხვადასხვა საგნების, ნახმარი შპრიცებისა და ნემსების საშუალებით. ვირუსი შეიძლება გადაიტანონ ბუზებმა.

 

ბოტკინის (A ჰეპატიტის) კლინიკური ნიშნები ვლინდება კონტაქტიდან 2-3 კვირის შემდეგ. დაავადება თანდათან იწყება საერთო სისუსტით, უმადობით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშ არის, ზოგჯერ ტემპერატურაც იმატებს. მე-4-8 დღიდან შარდი მუქდება, ვითარდება სიყვითლე - თვალების სკლერა და კანი ყვითლდება, განავალი ხდება თიხისფერი, დიდდება ღვიძლი, ზოგჯერ ელენთაც.

 

დაავადებული ადამიანისათვის აუციებელია წოლითი რეჟიმის და დიეტის დაცვა. ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი ყურადღების ქვეშ.

 

რეკომენდირებულია: ხაჭო, ძროხისა და ქათმის მჭლე ხორცი, თევზი უცხიმო (მოხარშული), მოხარშული ბოსტნეული, ხილის ტკბილი კომპოტები, ცხიმებიდან მხოლოდ ზეითუნისა და სიმინდის ზეთი.

 

აკრძალულია: ცხვრის, ღორის, იხვის, ბატის ხორცი, ცხოველური ცხიმების მიღება, ძეხვეული, მწარე, შემწვარი საჭმელები, ნიგვზიანი კერძები, ყავა, შოკოლადი, კაკაო, სპირტიანი სასმელები.

 

ბოტკინის გადატანის შემდეგ ავადმყოფი უნდა იყოს კვლავ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იცავდეს 1 წლამდე დიეტას.

 

ხალხური მედიცინა ბოტკინის სამკურნალოდ მრავალ რეცეპტს იცნობს, რომელიც გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება ძირითად მკურნალობასთან ერთად

რეკლამისთვის მიმართეთ ადმინისტრაციას!

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
არსებობს თუ არა ფარული ბოტკინის ფორმა რომელიც მიმდინარეობდეს კანის სიყვითლის გარეშე? და ხომ ვერ ამიხსნით, რა სხვაობაა A ჰეპატიტის და B ჰეპატიტის შორის? :007:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.წ. ბოტკინის დაავადება არის მხოლოდ A ჰეპატიტი

არსებობს B ჰეპატიტი

C ჰეპატიტი

D ჰეპატიტი რომელიც მხოლოდ B-ს არსებობის შემთხვევაში ჩნდება და

კიდევ უამრავი ჰეპატიტი არსებობს

 

და ყველა აბსოლუტურად სხვადასხვა ვირუსით არის გამოწვეული

A ჰეპატიტი ყველაზე ადვილად იკურნება

B-ც იკურნება თუმცა უფრო მძიმე პათოლოგიაა ვიდრე A ჰეპატიტი და შესაძლოა სიყვითლე საერთოდ არ იყოს გამოხატული

ყველაზე ცუდია C ჰეპატიტი რომელიც არ იკურნება და მე ბევრი მინახავს სიყვითლის გარეშე

 

მოკლედ გააჩნია რა ფორმის ჰეპატიტია და დაავადების რა სტადიაშია

სიყვითლე აუცილებელი სიმპტომი არ არის და ზუსტი დიაგნოზი სისხლის სპეციფიური სეროლოგიური ანალიზით დგინდება კონკრეტული ჰეპატიტის ვირუსზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობა რომ გამარკვიეთ და კიდე ერთი რამ მაინტერესებს, რამდენადაც მე ვიცი არსებობს აცრა B ჰეპატიტზე და როგორ უნდა ჩავიტაროდ ეს აცრა თუ არ ვიცით გვაქვს ეს ვირუსი ორგანიზმში თუ არა? ალბათ წინასწარ უნდა გამოვიკვლიოდ და მერე უნდა ჩატარდეს აცრა? :007: და კიდე თუ იცით არსებობს თუ არა ანოლოგიური აცრა A და B ჰეპატიტზე? წინასწარ გიხდით მადლობას :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობა რომ გამარკვიეთ და კიდე ერთი რამ მაინტერესებს, რამდენადაც მე ვიცი არსებობს აცრა B ჰეპატიტზე და როგორ უნდა ჩავიტაროდ ეს აცრა თუ არ ვიცით გვაქვს ეს ვირუსი ორგანიზმში თუ არა? ალბათ წინასწარ უნდა გამოვიკვლიოდ და მერე უნდა ჩატარდეს აცრა? :007: და კიდე თუ იცით არსებობს თუ არა ანოლოგიური აცრა A და B ჰეპატიტზე? წინასწარ გიხდით მადლობას :)

 

A ჰეპატიტზე და B ჰეპატიტზე არსებობს აცრა და საკმაოდ ეფექტურია

ინფექციურ საავადმყოფოში შეგიძლია მიხვიდე და იქ გეტყვიან რა და როგორ

B ჰეპატიტის აცრა სამი ინექციაა გარკვეული ინტერვალებით

~1 თვე თითო ნემსს შორის და არ შეიძლება არც ერთის ჩაგდება

 

C ჰეპატიტზე აცრა არ არსებობს ჯერ-ჯერობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

utilizatori

აბა არსებობსო ბიჯო? თვქენ ცეზე არ აგცრეს მანდ?

 

რაც მე ვიცი არ არსებობს C ჰეპატიტზე აცრა

რამოდენიმე ვარიანტი არის რომელიც არ არის ბოლომდე დამუშავებული და შესაბამისად არც მიღებული

ელემენტარულად შესაძლოა ეფექტურიც არ იყოს

B ჰეპატიტზე გამიკეთეს მე აცრა

 

სხვათაშორის უნდა გაითვალისწინოთ რომ აცრის შემდეგ სისხლის ანალიზში სეროლოგიაზე მოდის დადებითი პასუხი ჰეპატიტ B-ზე (ცრუ დადებითი)

ასე რომ საბუთი რომ აცრილი ხარ უნდა შეინახო რათა გაუგებრობა არ მოხდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...
გთხოვთ მიპასუხეთ რა ბოტკინს დაზღვევა ამინაზრაურებს? ვინმეს გქონიათ ბოტკინი და დაზღვევით გიმკურნალიათ? ქრონიკულიაო და რაღაც ეგეთ სისულელეებს ხომ არ მეტყვიან ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გთხოვთ მიპასუხეთ რა ბოტკინს დაზღვევა ამინაზრაურებს? ვინმეს გქონიათ ბოტკინი და დაზღვევით გიმკურნალიათ? ქრონიკულიაო და რაღაც ეგეთ სისულელეებს ხომ არ მეტყვიან ?

 

უნდა დააზღვიოს დაზღვევამ მაგ დაავადების მკურნალობა ყველა ვარიანტში

ბოტკინის დაავადება ანუ იგივე A ჰეპატიტი

ასევე B ჰეპატიტიც უნდა დააზღვიოს

ნუ თუ ნამუსგარეცხილი დაზღვევა არ არისს :D

 

C შეიძლება არ დააზღვიოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობა ღმერთს არ ყოფილა ბოტკინი ისე უბრალოდ გავყვითლებულვარ :givi: ისე ეს ბოტკინი რა საშინელი რამე ყოფილა თურმე კი არ ინკურნება უბრალოდ იძინებს ვირუსიო :what:

 

utilizatori

 

უნდა დააზღვიოს დაზღვევამ მაგ დაავადების მკურნალობა ყველა ვარიანტში

ბოტკინის დაავადება ანუ იგივე A ჰეპატიტი

ასევე B ჰეპატიტიც უნდა დააზღვიოს

ნუ თუ ნამუსგარეცხილი დაზღვევა არ არისს

 

არც არქიმედე ყოფილა ნამუსგარეცხილი :givi: ანაზღაურდებაო, მაგრამ გადავრჩი :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გილოცავ გადარჩენას :))) ხომ ვამბობდი არა კაი პონტია არქიმედეთქო :pupuza: ისე ის ანალიზები აგინაზღაურეს??
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
გამარჯობათ A და ც ჰეპატიტი მაქვს მგონი გადატანილი ბავშვობაში საერთოდ ჯანმრთელობას არ ვუჩივი და რა მაინტერესებს რამე დიეტებს უნდა ვიცავდე რეჟიმში უნდა ვიყო თუ ჩვეულებრივად ვიყო, რა შეიძლება და რა არ შეიძლება თუ იცით გამიზიარეთ ინფორმაცია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...