jamrteloba Posted September 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2010 (edited) ვსინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ანუ პარანაზალური წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით მდებარეობს. მათი ფუნქციაა, გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში. სინუსების ამომფენ ლორწოვანს აკისრია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით შეითვისოს მსუბუქი იონები და ნაწილობრივ ჟანგბადი და ის პირდაპირ თავის ტვინში გადაიტანოს. თავის ტვინის ქსოვილი, თუ ის საკმარისად არის მომარაგებული ასეთი "ვიტამინიზებული" ჰაერით, სრულყოფილად მუშაობს, ესე იგი ადამიანს არ აწუხებს თავის ტკივილი და სხვა ტვინისმიერი პათოლოგიები. გარდა ამისა, წიაღები ფუნქციონირებს როგორც ხმის რეზონატორები (ლაპარაკის დროს ქმნის რეზონანსის ეფექტს). ყველა წიაღი, ცხვირის ღრუს მსგავსად, შიგნიდან ლორწოვანით არის ამოფენილი და ცხვირის ღრუსთან კავშირის გამო გარე ზემოქმედებაზე ფაქიზად რეაგირებს, ამიტომ მათი ანთება საკმაოდ ხშირია. განასხვავებენ: ჰაიმორიტს - ზედა ყბის წიაღის ანთებას;ფრონტიტს - შუბლის წიაღის ანთებას; რეკლამისთვის მიმართეთ ადმინისტრაციას! Edited September 30, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 მაგარი მურტალი რამეამაგის ბოლომდე განკურნება ძალიან რთული საქმეა ყოველ ზამთარს მთელი სეზონი სურდო მაქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 საერთოდ ოთხი ფორმა არსებობსიმის მიხედვით რომელი სინუსის ანთებაა და საერთო სახელი სინუსიტია სულ ოთხი ფორმის სინუსიტი არსებობსჰაიმორიტიფრონტიტიეთმოიდიტისფენოიდიტი http://s44.radikal.ru/i106/1101/a4/00cd8d11a06a.jpg სურათზე შემოვხაზე სინუსები რომლის ანთებაზეც არის საუბარი და მივუწერე ანთების სახელი ძირითადი სიმპტომია ტკივილი იმ ადგილას რომელი სინუსიც არის დაინტერესებული და ცხელება ასევე სუნიანი გამონადენი ცხვირიდან როგორც წესი საჭიროა სახის ძველბის რო გრაფია (ჩანს ჩირქის ჰორიზონტალური დონე ღუში) და სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე გავრცელებულია ჰაიმორიტი და ფრონტიტიჰაიმორიტმა იცის ტკივილი თვალბუდის არეების ქვეშ მაშინ როცა ფრონტიტმა იცის ტკივილი შუბლის არეში ეთმოიდიტმა და სფენოიდიტმა ტკივილი თვალებს შორის და მათ უკან შესაბამისად მკურნალობა ძირითადად ანტიბიოტიკოთერაპია რომელსაც ექიმი შეგირჩევთ შესაძლოა ოპერაციული ჩარევაც დრენირების მიზნით მაგრამ ჯობია მაქამდე არ მივიყვანოთ საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.