Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- ნაკრებს დევდარიანი გამოაკლდა


Recommended Posts

საქართველოს ეროვნული ნაკრები, როგორც მოგეხსენებათ 8 და 12 ოქტომბერს შეხვედრებს მალტასთან და ლატვიასთან გამართავს. ამ მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება დანიური "ორჰუსის" ფეხბურთელი დავით დევდარიანი. თემურ ქეცბაიას მიერ დასახელებულ 24 ფეხბურთელთა რიგებს სავარაუდოდო "ვიტ–ჯორჯიას" ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი შეურთდება. რაც შეეხება კიდევ ერთ დანაკლისს, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელ მათე ვაწაძეს მყესთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ტრავმის გამო ზემოთ ნახსენებ ორივე შეხვედრას გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მალტას შორის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება კი 3, 5, 10 და 15 ლარი ეღირება.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...