Jump to content
Planeta.Ge

არაადეკვატური სასჯელები


Recommended Posts

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების მიმართ განაჩენს აპროტესტებს .

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ორგანიზაციიდან აცნობეს, მათ ისეთივე სასჯელი ერგოთ, როგორიც გახმაურებულ მკვლელობებში მსჯავრდებულებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნიკა ბერუაშვილს, ზაზა შავლიაშვილს, საბა მღვდელაძეს და ვასილ გიგუაშვილს სასჯელის ზომად 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა. ხოლო ბადრი მიქატაძეს იმ საფუძვლით, რომ ამჟამად ძებნილია, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით. კიდევ ერთ განსასჯელს, როლანდ ნიკოლოზაშვილი კი სამწლიანი პირობითი მსჯავრით დარბაზიდან გათავისუფლდა, რადგან მან პროცესზე "დანაშაული აღიარა".

მათ ბრალად ედებოდათ 2009 წლის 13 ოქტომბერს ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირდა ხულიგნობად.

"ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიაჩნია, რომ მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განაჩენი არაკანონიერი, არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანურია.

~იგი აგრძელებს პროკურატურისადმი სასამართლოს მონური მორჩილების ტენდენციას, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოს საერთო სასამართლოებში. ამავე დროს, ეს განაჩენი ადასტურებს, რომ "სასჯელის ლიბერალიზაცია", რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ურთიერთობისას აპელირებენ, მხოლოდ მითია. რეალურად, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს "შერჩევითი სამართალი" და "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა, რის გამოც საპატიმროები გადავსებულია არაადეკვატურად დასჯილი მოქალაქეებით~,-განაცხადეს ორგანიზაციაში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მონიტორინგი გაუწიონ აღნიშნული საქმის განხილვას, რომელიც ცოტა ხანში სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. ამავე დროს, მოახდინონ რეაგირება საქმეში არსებულ დარღვევებზე.

 

http://new.interpressnews.ge/ge/samartali/146028-qadamianis-uflebatha-centriq-teqnikuri-universitetis-tsin-datcrili-studentebis-mimarth-ganachens-aprotestebs.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგის დედა ვატირე რომ წერენ სასჯელი არაადეკვატურიაო ხომ უნდა ვიცოდე რა დააშავეს არა? ერთი სიტყვით არ უნდა ეთქვათ რა ჩაიდინა იმ ხალხმა?

 

 

დაჭრილი სტუდენტების მიმართ განაჩენს აპროტესტებს .

აქ დაჭრილი უნდა იყოს თუ დაჭერილი?

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

მაგის დედა ვატირე რომ წერენ სასჯელი არაადეკვატურიაო ხომ უნდა ვიცოდე რა დააშავეს არა? ერთი სიტყვით არ უნდა ეთქვათ რა ჩაიდინა იმ ხალხმა?

როგორც ჩანს ქუჩური გარჩევა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფარხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 11 ექიმი დააკავეს.

 

დაკავებული არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის დირექტორი, თინათინ გაგილაძე, ამავე პოლიკლინიკის ექიმი ციალა გაბედავა, ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი მანანა ჩიხლაძე, #1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი ქეთევან ოკუჯავა, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე გიზო ჩხაიძე, #7 დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერის ექიმი დარეჯან გვიმრაძე, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა ოდიკაძე, #33 მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმი ნელი წულაია, ასათიანის სახელობის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის ფსიქიატრი ზურაბ გიორგობიანი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები მერაბ ლაშხი და ჯანსუღ ვალიშვილი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილსიის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო მუშაკები სისტემატურად გასცემდნენ ყალბ სამედიცინო ცნობებს და დასკვნებს. ამის სანაცვლოდ პაციენტებს სხვადასხვა რაოდენობის თანხას სძალავდნენ.

დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა უკვე გაავრცელეს ერთ-ერთი დაკავებული ექიმის აღიარებითი ჩვენება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...