Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - შსს: საოკუპაციო ჯარმა შიდა ქართლში საზღვარი გადმოწია


Recommended Posts

შსს ინფორმაციით, დღეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს" ატარებენ სოფლებში – ქვემო და ზემო ნიქოზში, დიცში, არბოსა და ქორდში.

 

შსს-ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ნათქვამია, რომ სოფელ ქვემო ნიქოზში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 25 ჰა მიწა მიიტაცეს:

 

”სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი”,- აღნიშნულია ვებ–გვერდზე.

 

საუბარია ასევე სოფელ არბოზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი.

 

შსს ინფორმაციით, უკანონო დემარკაცია ზემო ნიქოზშიც მიმდინარეობს.

 

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ნეტგაზეთი“ ტელეფონით დაუკავშირდა სოფელ ნიქოზისა და დიცის რწმუნებულებს – გიორგი დევიძესა და ზურა ბოლაშვილს.

 

„სარწყავი არხები დაიკავეს, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს“ – ამბობს ზურა ბოლაშვილი.

 

Zurabolashvili by netgazeti.ge-1„მეც ახლა გავიგე რადიოდან ეს ინფორმაცია, ჩემთვის პირადად იქ ასვლა სახიფათოა... ახალგაზრდებს დაგვიჭერენ, ადმინისტრაციული საზღვარი დაარღვიეთო და მე არ ვიცი, სად არის იქ ადმინისტრაციული საზღვარი“ – ამბობს გიორგი დევიძე.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...