Nukriko Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 (edited) ბოლშევიზმმა როგორც რადიკალურ-მემარცხენულმა მიმდინარეობამ კრახი განიცად. უამრავმა ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაცემა აღიქვა, როგორც მემარცხენულ იდეოლოგიის სრული კრახი. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, ახალმა აღმოცენებულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა მემარცხენული განვითარების გზა უარყვეს და აიღეს მემარჯვენული კურს, მათ შორის იყო საქართველოც იყო. საქართველო თავიდანვე დადგა რადიკალურ-მემარჯვენულ გზაზე. განსაკუთრებით მემარცხენული ინტერნაციონალიზმის იდეა იყო უარყოფილი და ნაციონალიზმი ეროვნულ იდეოლოგიად იქცა. ზვიად გამსახურდია ერთ ერთ შეკრებაზე განაცხადა: „ყველა ერის ინტერესები დაცული უნდა იყოს, მაგრამ ქართველი ხალხი და საქართველო ცალჯკე უნდა ჩანდეს პროგრამაში“, „საქართველო არის ქართველების ქვეყანა“. აშკარა იყო, რომ ერებს შორის უნდა ყოფილიყო იერარქია, სადაც ყველაზე პრივილეგირებულნი იქნებოდნენ ეთნიკური ქართველები. ყოველგვარი თანასწორობა ერებს შორის საქართველოში, გამორიცხული უნდა ყოფილიყო. გამძაფრებულმა, ზოგჯერ ისტერიულმა ნაციონალურმა ენთუზიაზმმა მოიცვა მთელი საქართველო. რადიკალურ-ნაციონალიზმის შედეგად დაწყებულმა ეთნო-კონფლიქტებმა აფხაზეთში და სამაჩაბლოს რეგიონში და ომში მარცხმა, განაპირობა რადიკალურ-ნაციონალიზმის როგორც იდეოლოგიის კრახი. ნაციონალიზმი გახდა შედარებით ზომიერი, თუმცა ნაციონალიზმი ჩაანაცვლა ამჯერად არა მემარცხენულმა იდეებმა, არამედ ე.წ კონსერვატივიულ და ლიბერალურმა იდეოლოგიებმა. ქართული კონსერვატივიზმის ძირითადი თემები არის:1) ტრადიცია2) მორალიზმი/რელიგიის როლის გაზრდა3) ძლიერი ხელისუფალის იდეა4) ანტიმოდერნი1) ტრადიციაძირითად იდეალად ქართული ტრადიციებია მიჩნეული, თუმცა ამ ტრადიციების კონკრეტიზაცია ძალიან რთული საკითხია, ტრადიციში იგულისხმება ძირითადად იგულისხმება ის ურთიერთობის ფორმები, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს. ახალ რეალობას ვერ შეგუებულმა საზოგადოებამ, ვერ აუღეს ალღო საბაზრო კაპიტალიზმის იმ ფორმას რა ფორმაც არსებობს საქართველოში, ანუ ველურ კაპიტალიზმს. ველურ კაპიტალიზმში ფასეულობათა სისტემის ყველაზე მაღალ იერარქიის საფეხურზე ფული დგას. ამ შემთხვევაში ჰუმანიზმის დონე მკვეთრად ეცემა. მსგავს ანტიჰუმანურ დამოკიდებულებამ გააჩინა პროტესტი თანამედროების მიმართ და ხალხი ეძებს იმ საშუალებას, რომ აღადგინოს ის ასე თუ ისე წარსული ურთიერთობები.2) მორალიზმი/რელიგიის როლის გაზრდაველურ კაპიტალიზმის ანტიჰუმანურობამ, მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა ჰუმანიზმისა. ხოლო ჰუმანიზმის ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ინსტიტუტად ითველბა ეკლესია. ეკლესიისგან ხალხი ელის, რომ ამოძირკვოს ის „ბოროტება“, რომელიც სუფევს სახელმწიფოში, ეკლესია აღიქმევა ერთ ერთ ძალად, რომელიც დაუპირისპირდება უსმართლობას და შექმნის სასურველ გარემოს, ამიტომ რელიგიის როლის გავლენა საზოგადოებაზე არის სასურველი.3) ძლიერი ხელისუფალის იდეამართალია ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ერთპიროვნული მართველები იყვნენ და სააკაშვილი დღემდე რჩება, ძლიერი ხელისუფალის იდეა კვლავ აქტუალურია ქართველ კონსერვატორებში. ძლიერი ხელისუფლების ეტალონად არის აღებული სტალინი. ეს არის მესიის ლოდინი, რომ ვიღაც ველური ძალის გამოყენების შედეგად, უამრავი ადამიანის ნების გატეხვის შედეგად, მიიყვანს საქართველოს ოქროს ხანამდე. 4) ანტიმოდერნიქართული კონსერვატივიზმი თავის ბუნებით არის ანტიმოდერნული მოძრაობა, რომელიც აიდეალებს წარსულს და ყოველგვარ სოციალურ პროგრეს ბოროტებად აღიქვავს. სწორედ ყველაზე დიდი ნაკლი, რომელიც მას გააჩნია არის ანტიმოდერნი, სოციალური იერარქია და უფროსის პატივისცემის იდეალი, არის ფეოდალიზმის გაცოცხლების მცდელობა. მემარცხენული იდეის, სოციალური თანასწორების მარგინალიზაციამ, ქართული საზოგადოება მიიყვანა ქართული კონსერვატივიზმი ძირითადად მომხიბლელი გახდა ყოფილ რადიკალ-ნაციონალისტებისთვის და იმ უფროსი თაობის ხალხისთვის, თუმცა ახალგაზრდა თაობისთვის, ლიბერალური იდეები უფრო მომხიბლელი აღმოჩნდა.ქართულ ლიბერალიზმი, რეალურად არ არის ლიბერალიზმი, ის არის უფრო ოლიგარქიული მოდერნიზმი, უბრალოდ საქართველოში ელიტამ შენიღბა საკუთარი ინტერესები ლიბერალური იდეოლოგიით და ამ იდეოლოგიის წყალობით, ის გარეგნულად დაემსგავსა ლიბერალებს, მაგრამ შინაგანად ის ავტოკრატიულია. ქართული ლიბერალიზმის ძირითადი ამოცანები გახდა შემდეგი1) სახელმწიფო მოდერნიზაცია2) დასავლეთთან ინტეგრაცია3) ჯინგოიზმი4) ელიტიზმი 1) მოდერნიზმისააკაშვილის მოსვლისთანავე, მთავარი ამოცანა გახდა ქვეყნის მოდერნიზაცია, განსაკუთრებით ბიუროკრატიული აპარატის მოდერნიზაცია. მთავარი მიზანი იყო მართველს შეძლებოდა ეფექტური მართვა ერთპიროვნულად და სწრაფად. ამიტომ საჭირო იყო ბიუროკრატიული აპარატისა და ძალოვანი უწყებების მოდერნიზაცია. ამ მხრივ, სერიოზული მოდერნიზაცია განიცადა ქვეყანამ2) დასავლეთთან ინტეგრაციაძირითადი ამოცანა გახდა დაასავლეთთან ინტეგრაცია, კონკრეტულად კი ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა ეს გეგმა ქართველ ლიბერალებს წყალში ჩაუვარდათ.3) ჯინგოიზმიჯინგოიზმი ნიშნავს ნაციონალისტურ ენთუზიაზმისა და სახალხო ზეიმის განწყობას, რომელიც პროვოცირებულია სამხედრო ექსპანსიით. მართალია ექსპანსიას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ სამხედრო დღესასწაულების, მილიტარიზმისა და ომისკენ მზადებას, ჰქონდა ადგილი. მთელი 4 წლის განმავლობაში, სამხედრო სიძლიერის დემონსტრირება მიდიოდა, რომელიც კრახით დამთავრდა 2008 წლის აგვისტოში.4) ელიტიზმიქართული ლიბერალიზმი თავისთავად არის ელიტური. ელიტა არის დაპირისპირებული დაბალ ფენებთან და სწორედ ამ ჩაკეტილ სივრცეში, ოლიგარქიული ხელისუფლებამ გამოკეტა ქვეყნის სიმდიდრე. თუ კი ადამიანებს უნდათ, რომ კარგად იცხოვრონ, ამ ელიტაში შესვლა უნდა შეეძლოთ, ხოლო ამ ელიტაში შესვლა ხელისუფლების ერთგულების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ თავისთავად ელიტა აიდეალებს ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში ორივე იდეოლოგია განიცდის სერიოზულ კრიზის. მათ არ შეუძლიათ დააბალანსონ, უცხო კაპიტალის მონოპოლია ადგილობრივ ბაზარზე, მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ სოციალური სამართიალნობ, პირიქით, ორივე იდეოლოგიას სოციალურ უსამართლობისკენ მივყავართ. ორივე იდეოლოგია თავის ბუნებით ანტიდემორკატიულია. კონსერვატივიზმი ანტირაციონალურია (ირაციონალური კი არა, ანტირაციონალური), ხოლო ლიბერალების რაციონალიზმი, საკუთარ კუჭისა და კლანის იქით არაფრში ჩანს. ორივე იდეოლოგიას აქვს ადამიანის უფლებებთან სერიოზული პრობლემები. ადამიანის უფლებებს ორივე მარტო სათავისოდ იყენებს, თუმცა როცა სხვას ეხება ესა თუ ის უსამართლობა, ორივე მხარე დუმს. ერთი სიტყვით საქართველოში გაბატონებული ნიჰილიზმი არის იმის მანიშნებელი, რომ ძველმა ფასეულობებმა, ანუ ქართულმა კონსერვატორიზმა და ლიბერალიზმა დრო მოჭამა. საჭიროა იმ ძალის მოსვლა, რომელიც შეძლებს იყოს თან ადამიანის უფლებების დამცველნი, თან კანონის უზენაესობა სუფევდეს, უზრუნველყოს სოციალური თანასწორობა, დააბალანსოს ბაზარი, რათა უცხოურმა მონოპოლისტებმა და ადგილობრივმა ოლიგარქებმა, ბოლო არ მოუღონ ქვეყნის ეკონომიკას და შეეცადოს, მთავარი საფრთისგან დაიცვას საქართველო, ანუ რუსეთისგან. ესეთ ძალად მხოლოდ სოციალისტური მოძრაობა შეიძლება იყოს, ისტორია გვასწავლის, რომ სოციალისტებს შეუძლიათ მასების მობილიზება სწრაფად, თუ კი ამის საჭიროება იქნება. ამის გარდა დასავლურ ტიპის სოციალიზმს შეუძლია დემოკრატიის გარანტი იყოს, რომ ის არ ჩავარდეს ერთის მხრივ ოლიგარქთა ხელში, ხოლო მეორე მხრივ ბრბოს ხელში. სოციალისტებს შეუძლიათ თავის იდეოლოგიიდან გამომდინარე, სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა და ელიტიზმის აღმოფხვრა. პირველ რიგში, იმ მონოპოლიზირებულ ქონების, რომელიც მიტაცებული აქვს ელიტას უნდა ჩამოერთვას, არა ისე როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, არამედ ისე როგორც ამას კანონი მოითხოვს. ანუ საჭიროა, კორუმპირებულ ოლიგარქთა ციხეში დაჭრა და მოპარულ ქონების ჩამორჩმევა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, საშუალო ბიზნესის განვითარება და არ მისცეს უცხოურ კომპანიებს, იმის საშვალება, რომ ადგილობრივი წარმოება გააკოტროს. ქართული სოციალიზმის ფორმა უნდა იყოს სოციალ-დემოკრატია, რისი ტრადიციაც გაგვაჩნია. Edited September 29, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 მამა მია.......... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 (edited) სოციალური იერარქია და უფროსის პატივისცემის იდეალი, არის ფეოდალიზმის გაცოცხლების მცდელობასოციალური იერარქია, ანუ დიდი კაცისადმი პატივისცემა(თანამდებობას ვგულისხმობ) კიდევ ხო, მაგრამ უფროს უმცროსის პატივისცემა ჩვენს საზოგადოებაში პრაქტიკულად არ არსებობს, ან ისეთივე დონეზეა როგორც დასავლეთის ქვეყნებში Edited September 29, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 (edited) Nukrikoსტატია კარგია, მაგრამ კითხვებ მაქვს.თუმცა ახალგაზრდა თაობისთვის, ლიბერალური იდეები უფრო მომხიბლელი აღმოჩნდა.კატეგორიულად არ გეთანხმები.ქართული სოციალიზმის ფორმა უნდა იყოს სოციალ-დემოკრატია, რისი ტრადიციაც გაგვაჩნია. ნოეს გულისხმობ? რაში გამოიხატებოდა? Edited September 29, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 4) ელიტიზმიქართული ლიბერალიზმი თავისთავად არის ელიტური. ელიტა არის დაპირისპირებული დაბალ ფენებთან და სწორედ ამ ჩაკეტილ სივრცეში, ოლიგარქიული ხელისუფლებამ გამოკეტა ქვეყნის სიმდიდრე. თუ კი ადამიანებს უნდათ, რომ კარგად იცხოვრონ, ამ ელიტაში შესვლა უნდა შეეძლოთ, ხოლო ამ ელიტაში შესვლა ხელისუფლების ერთგულების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ თავისთავად ელიტა აიდეალებს ხელისუფლებას. ეგრეა,თუმცა, თუკი ელიტა არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და იმაზე ფიქრობს როგორ მიაჩმოროს საზოგადოება,ელიტა კი არა ბანდააა საჭიროა იმ ძალის მოსვლა, რომელიც შეძლებს იყოს თან ადამიანის უფლებების დამცველნი, თან კანონის უზენაესობა სუფევდეს, უზრუნველყოს სოციალური თანასწორობა, დააბალანსოს ბაზარი, რათა უცხოურმა მონოპოლისტებმა და ადგილობრივმა ოლიგარქებმა, ბოლო არ მოუღონ ქვეყნის ეკონომიკას და შეეცადოს, მთავარი საფრთისგან დაიცვას საქართველო, ანუ რუსეთისგან. გეთანხმები, ოღონდ, მხოლოდ რუსეთი არაა საფრთხე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, საშუალო ბიზნესის განვითარება და არ მისცეს უცხოურ კომპანიებს, იმის საშვალება, რომ ადგილობრივი წარმოება გააკოტროს. ქართული სოციალიზმის ფორმა უნდა იყოს სოციალ-დემოკრატია, რისი ტრადიციაც გაგვაჩნია. მდიდარი ადამიანები განსაკუთრებით უნდა დაიბეგრონ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 NukrikoსაშუალებაSiknadmoმდიდარი ადამიანები განსაკუთრებით უნდა დაიბეგრონ? რა თქმა უნდა. მთავარი დამავიწყდა...რატომ სოციალიზმი?იმიტომ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 asesino_141კატეგორიულად არ გეთანხმები.შემიძლია მოვიყვანო ფაქტი, რატომაც ვთვლი ესე. სწორედაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს თავის ე.წ "ლიბერალურ" იდეოლოგიით შეძლო უამრავი მასის, მათ შორი პირველ რიგში ახაგაზრდა თაობის მოზიდვა და სათავეში მოსვლა. ვერ ხედავ ის არ ენდობა უფროს თაობას და ფსონს დებს საკუთარ თაობაზე (ანუ ახალგაზრდებზე) ნოეს გულისხმობ? რაში გამოიხატებოდა? რა თქმა უნდა ნოეს ვგულისხმობ და არა მარტო ნოეს, არამედ მთელ სოციალ-დემოკრატ თეორეტიკოსებს. საქართველოს მაშინ შეეძლო უამრავი პროგრესული იდეის დამყარება. მაშინ საქართველოში, რეალურად არ არსებობდა ეთნიკური ჩაგვრა, პირიქით ხელისუფლება მზად იყო, დიალოგისთვის. ნოეს ხელისუფლება ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც შეეძლო უმცირესობებთან დიალოგი. ამის გარდა, ის მოდელი რომელიც არსებობდა მაშინ, არის ყველაზე დემოკრატიული მოდელი, რაც კი საქარტველოში არსებობდა. მსგავსი პარლამენტარიზმი არ გვქონია ჩვენ. ანუ დემოკრატიზაციის გზაზე მივდიოდით და ამის გარანტი სწორედ მემარცხენე სოციალ-დემოკრატები იყვნენ. ელემენტარულად პირველი კონსტიტუცია მათგან გვაქვს.. რა თქმა უნდა იდეალიზმისგან შორს იყვნენ მაშინდელი სოციალ-დემოკრატები, მაგრამ მათ პროგრესულობა აშკარად ჩანს. ამიტომ ვთვლი რომ სოციალ-დემოკრატია არის ის იდეოლოგია, რომელსაც შეუძლია დღეს, თუ კი ძალა ექნება, პროგრესული და რაც მთავარია დემოკრატიული პროცესები განავითაროს.Siknadmoსოციალური იერარქია, ანუ დიდი კაცისადმი პატივისცემა(თანამდებობას ვგულისხმობ) კიდევ ხო, მაგრამ უფროს უმცროსის პატივისცემა ჩვენს საზოგადოებაში პრაქტიკულად არ არსებობს, ან ისეთივე დონეზეა როგორც დასავლეთის ქვეყნებში პატივისცემაში, ხშირად იგულისხმება და აღიქვება, უპირობო მორჩილება. უფროსისადმი მორჩილება არის სწორედ ის ბიუროკრატიული დესპოტია, რომელსაც ჯერ კომუნისტები, ეხლა კი ნაცები აწვებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 Nukrikoსახელმწიფო სექტორაზე რას იტყვი? უნდა ფლობდეს სახ. ქონებას? ვრცლად თუ შეიძლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 Nukrikoშემიძლია მოვიყვანო ფაქტი, რატომაც ვთვლი ესე. სწორედაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს თავის ე.წ "ლიბერალურ" იდეოლოგიით შეძლო უამრავი მასის, მათ შორი პირველ რიგში ახაგაზრდა თაობის მოზიდვა და სათავეში მოსვლა. ვერ ხედავ ის არ ენდობა უფროს თაობას და ფსონს დებს საკუთარ თაობაზე (ანუ ახალგაზრდებზე)მერედა რაიმე ლიბერალურის სუნი იგრძნობა მიშას ფსონიდან? Siknadmoსახელმწიფო სექტორაზე რას იტყვი? უნდა ფლობდეს სახ. ქონებას? ვრცლად თუ შეიძლება კითხვის ადრესატი არ ვარ, მაგრამ მეც რომ ვთქვა ხომ შეიძლება? უნდა ფლობდეს. სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს მნიშვნელოვანი ეკონომიკის დარგები, რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგორესურსებზე, მედიცინასა და მისთანებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 asesino_141მერედა რაიმე ლიბერალურის სუნი იგრძნობა მიშას ფსონიდან? კი ჩანდა, რა თქმა უნდა ჩანდა. იცი რატომ? იმიტომ რომ მათ უკან აშკარად იდგა თავისუფლების ინსტიტუტი და ყველამ იცოდა თუ რა იყო ეს თავისუფლების ინსტიტუტი, ვითომ ლიბერალები.. მოდი მე არ დავიწყებ ლიბერალიზმზე ლაპარაკს, მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, ვინ ამბობს საქართველოში, რომ არის ლიბერალი. Siknadmoსახელმწიფო სექტორაზე რას იტყვი? უნდა ფლობდეს სახ. ქონებას? ვრცლად თუ შეიძლება სახელმწიფომ უნდა შექმნას კონტროლირებადი სახელმწიფო ბანები (როგორც ჩინეთშია) რომელიც იქნება ის ძალა, რომელიც გააკონტროლებს კერძო სახელმწიფო ქონებას და არ დაუშვებს უცხოურ კაპიტალის მონოპოლიზაციას საქართველოში. და სახელმწიფომ ფსონი უნდა დადოს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, ანუ უცხოურ კომპანიებს და ადგილობრივ ოლიგარქებსა თუ მაფიას, არ უნდა ჩააძირინონ ეს ბიზნესები.. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შექმნა და არ უნდა უყუროს კერძო სექტორს, თუ როდის შექმნის ის სამუშაო ადგილებს (როგორც ეს დღეს არის) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 Nukrikoსახელმწიფომ უნდა შექმნას კონტროლირებადი სახელმწიფო ბანები (როგორც ჩინეთშია) რომელიც იქნება ის ძალა, რომელიც გააკონტროლებს კერძო სახელმწიფო ქონებას და არ დაუშვებს უცხოურ კაპიტალის მონოპოლიზაციას საქართველოში. და სახელმწიფომ ფსონი უნდა დადოს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, ანუ უცხოურ კომპანიებს და ადგილობრივ ოლიგარქებსა თუ მაფიას, არ უნდა ჩააძირინონ ეს ბიზნესები.. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შექმნა და არ უნდა უყუროს კერძო სექტორს, თუ როდის შექმნის ის სამუშაო ადგილებს (როგორც ეს დღეს არის) როგორც გავიგე, სახელმწიფოს მიერ კონტრილირებულმა ბანკებმა უნდა დააფინანსონ საშულო და მცირე ბიზნესიდა ალბათ ანტიმონოპოლიური სამსახურის საშულებით შეზღუდოს ტრანსკოპრორაციების თუ ადგილობრივი მაფიოზიკების საქმიანობა,ბაკნების გარდა რა სახის ქონებას უნდა ფლობდეს სახელმწიფო, ენეგოსექტორი, რკინიგზა, ტყეები, მდინარეები და ას. შ. ვის განკარგულებაში უნდა იყოს? ხოდა, რაც მთავარია, თუკი საბანკო სექტორი ხელისუფლების მიერ იქნება კონტროლირებადი, ჩემის აზრით ძალიან გაჭირდება კორუფციული გარიგებების აღმოფხვრა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 Siknadmoროგორც გავიგე, სახელმწიფოს მიერ კონტრილირებულმა ბანკებმა უნდა დააფინანსონ საშულო და მცირე ბიზნესიარა, ბანკები ვერ იქნება. მაგრამ სახელმწიფო პროგრამებით ეგ სექტორი უნდა დაფინანსდეს და წახალისდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 Siknadmoგანკარგულებაში უნდა იყოს?სახელმწიფო ბანკების (ანუ სახელმწიფოსი)ხოდა, რაც მთავარია, თუკი საბანკო სექტორი ხელისუფლების მიერ იქნება კონტროლირებადი, ჩემის აზრით ძალიან გაჭირდება კორუფციული გარიგებების აღმოფხვრა სახელმწიფო უნდა იყოს კოტროლირებული, თავისუფალ პრესის მიერ (სხვათა შორის სოციალ-დემოკრატების დროს, თავისუფალი პრესა არსებობდა) და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, რომლის შექმნა განვითარებაში, ყველაზე დიდ როლს პროფკავშირები ითამაშებს, რომელიც იქნება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი, მაგრამ სახელმწიფოსგან დაფინანსდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 asesino_141არა, ბანკები ვერ იქნებაჩინურ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, მაშინ შეიძლება.. რადგან ჩინეთში, ინოვაციების მთავარი წყარო არის სწორედ სახელმწიფო ბანკები. სწორედ სახელმწიფო, ინოვაციებს სახელმწიფო ბანკების მეშვეობით აფინანსებს და ამიტომ განიცდის ჩინეთი ესეთ ტექნოლოგიურ პროგრესს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 Nukrikoჩინურ გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, მაშინ შეიძლება.. რადგან ჩინეთში, ინოვაციების მთავარი წყარო არის სწორედ სახელმწიფო ბანკები. სწორედ სახელმწიფო, ინოვაციებს სახელმწიფო ბანკების მეშვეობით აფინანსებს და ამიტომ განიცდის ჩინეთი ესეთ ტექნოლოგიურ პროგრესს.. მე ვიგულისხმე, რომ მთლიანად საბანკო სექტორი ვერ იქნება მეთქი სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ, თორემ პროექტები და ბიზნესი რომ უნდა დაფინანსდეს ეგ ქანეშნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.