Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რეინა: “რთული კალენდარი გვქონდა”


Recommended Posts

http://s43.radikal.ru/i102/1009/0d/5442a844ac8e.jpg

 

“ლივერპულის” ესპანელმა მეკარემ პეპე რეინამ მერსისაიდელ ფანებს სთხოვა ახალი მწვრთნელის როი ჰოჯსონის მიმართ მოთმინება გამოიჩინონ.გუნდი ძლიერად შეიძლება მომავალ სეზონამდე ვერც ათამაშდესო, თქვა 28 წლის გოლკიპერმა.

თავად რეინა მიმდინარე ჩემპიონატში ჩინებულ ფორმაშია, თუმცა გუნდი მისგან განსხვავებით ვერ ყოჩაღობს. რეინა ამბობს, რომ მწვრთნელის შეცვლის, მღელვარე და გაუგებარი სატრანსფერო ზაფხულის შემდეგ შემდეგ წარმატების ფორმულის პოვნა იოლი საქმე ვერც იქნებოდა. “წითლებს” სეზონის სტარტი გვარიანად რთული ჰქონდათ.

მეკარის თქმით, თამაშის ნირის შესაცვლელად “ლივერპულს” შესაძლოა კიდევ ექვსი თვე დასჭირდეს. ის ამბობს:

 

“როდესაც ამდენი ცვლილების შემდეგ, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ახალი გეზი გიჭირავს, შედეგს უცბად ვერც მიიღებ. სანამ მდგომარეობა თვალსაჩინოდ გამოსწორდება შესაძლოა სამი ან სულაც ექვსი თვე გავიდეს. ერთ დღეში ნამდვილად ვერაფერს შეცვლი. დღეს ჩვენ ყველანი ახლებურად მუშაობას ვეჩვევით.

ყოველ მომდევნო დღეს საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ ჰოჯსონის მოთხოვნებსა და იდეებს უფრო მეტად ვუღებ ალღოს. ასევე არიან ჩემი თანაგუნდელებიც. ჩვენ ყველას მოთმინება გვმართებს”.

 

კიდევ, რეინამ ხაზი გაუსვა, რომ დღემდე ჩატარებულ ექვს შეხვედრაში შედიოდა სტუმრობები “მანჩესტერ სიტისთან”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ბირმინგემთან”, რომელიც ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. “წითლებმა” შინ “არსენალთან” თამაშიც მოასწრეს.

 

“ექვსი თამაშიდან ექვსი ქულა ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ ვგეგმავდით. მეორე მხრივ კი ის ხალხი ვინც გვაკრიტიკებს ეტყობა კალენდარში არ იყურება და არ აკვირდება როგორ გუნდებს შევხვდით აქამდე. ჩვენ ნამდვილად რთული სტარტი გვქონდა. ჯერ იყო და “არსენალს” ვუმასპინძლეთ, შემდეგ კი სტუმრად ვითამაშეთ “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “მანჩესტერ სიტისთან” და “ბირმინგემთან”.

განა ბევრი გუნდი ჩავა ისტლენდზე, “ოლდ ტრეფორდსა” თუ “სენტ ენდრიუზე” და იქიდან სამ ქულას წამოიღებს? ეს გუნდები ხომ შინ ჩინებულად თამაშობენ”.

 

რეინას ოპტიმიზმს მისი თანაგუნდელი მარტინ შკრტელიც იზიარებს. 25 წლის სლოვაკი მცველი ამბობს, რომ ჰოჯსონის იდეების შეთვისებას და მოედანზე განხორციელებას მართლაც დრო სჭირდება.

 

“ჩვენი მიზანი ტოპ-ოთხეულში მოხვედრაა, რაც რასაკვირველია ძნელია. მეორე მხრივ, თუ თამაშს გავაუმჯობესებთ და ტურიდან ტურამდე გავძლიერდებით, გამორიცხული არაფერია. ჩვენ ყველას დრო გვჭირდება, მწვრთნელსაც და მოთამაშეებსაც. თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სწორედ დრო არის საჭირო. მე მიყვარს ეს ქალაქი, ეს კლუბი და სტადიონი. მინდა მერსისაიდელ ფანებს რაც შეიძლება მეტი ჯილდოები მოვუტანოთ”. – ამბობს მარტინ შრკტელი.

 

ინფორმაციის წყარო: Goal.Com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...