soxumski Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 (edited) ვფიქრობ საზოგადოების გარკვეულ ფენაში, რომელიც რეალურად არ იცნობს სიტუაციას სამეგრელოში და სვანეთში, ამ თემისადმი არსებობს და წლების თუ არა საუკუნეების განმავლობაში, არსებობდა გარკვეული ფარული შიშნარევი დამოკიდებულება – თითქოს ამ რეგიონებში არსებობს სეპარატისტული მუხტები და ამ მუხტების გაღვივება და გარე ძალების მიერ გამოყენება შესაძლებელია.ეს რომ ასე არ არის, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ სუსურუკუმ და მისმა სამართალმემკვიდრემაც, ბევრი მცდელობისდა მიუხედავად, აფხაზეთისგან განსხვავებით მანდ ნოყიერი ნიადაგი ვერ ნახეს.თუ კარგად დავაკვირდებით, მცდელობასაც დავინახავთ, ამ თემებით აპელირებასაც ცდილობდნენ ხშირად აშკარად, მუქარებიც ყოფილა, არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი დოქტრინები, ისედაც, რუსეთს თავისი პოლიტიკის ამომავალი პრინციპებიდან გამომდინარე, ასეთი რამ ხელს აძლევდა ყოველთვის და ამფერი რაცხების დიდოსტატებიც ყავს, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო. თავად ეს შიშებიც ზუსტად ამ მცდელობების გამოძახილი მგონია.ზუსტად ამ შიშებით გამოწვეული მგონია რომ ბედის ანაბარად გვაქვს მიგდებული ორი უძველესი ქართული ენა რომლებიც სახელდობრ ქართულთან ერთად ავსებენ და ამდიდრებენ ერთმანეთს, ასახავენ ქართულის განვითარების და სახეცვლილების სხვადასხვა ეტაპებს, შესაძლოა ასახავენ ასევე ჩვენს მონათესავეობას სხვა კავკასიურ ერებთან, ძირძველი და დღეს უკვე სადავოდ ქცეული ქართული ტერიტორიების ტოპონიმიკა ამ ენებთან არის კავშირში და შეიცავენ უმდიდრეს შესასწავლ მასალას, ლაზები საუბრობენ მეგრელებისთვის გასაგებ ლაზურ ენაზე, რაც მათთან კავშირების დამყარება–გამყარებას გაგვიადვილებს და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ.ასევე, მაგალითად, სვანურში ან მეგრულში შესაძლოა შენარჩუნდა ის წმინდა ქართული სიტყვები, რომლებიც ქართულში სპარსულმა, არაბულმა ან თურქულმა ჩაანაცვლა საუკუნეების განმავლობაში. არსებობს ისეთი სიტყვები მეგრულში, რომელიც ქართულად არ ითარგმნება (პირიქითაც რა თქმა უნდა)– ეს უკვე ცნებაა და ცნება კი ამდიდრებს და ავსებს ადამიანს და ერსაც, ისევე როგორც ახალი ფერი პალიტრას. ასევე, არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც თუმცა ითარგმნება, მაინც ცოტა განსხვავებული, დამატებითი შინაარსის მატარებელია.თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება ისეთია, თითქოს გვაწყობს ამ ენების გადაგვარება, შესამჩნევია ფარული გაღიზიანება როცა მეგრელი ან სვანი საუბრობენ ამ ენებზე ან გამოთქვამენ მათი დაცვის და შენარჩუნების ღონისძიებებზე – ეს ერევა ზოგიერთს სეპარატისტულ განწყობაში.ლილეო რა, ნაკლებად ქართული სიმღერაა რაკი სვანური სიტყვებით სრულდება ან ოდოია? ხომ ავსებენ და ამდიდრებენ ისინი ქართულ ფოლკლორს? ახლა წარმოიდგინეთ ხომ უპატიებელი გულგრილობა იქნებოდა ეს სიმღერები რომ დაგვეკარგა თავის დროზე?ასევეა ენაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც ჩემი აზრით. დამარხული არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა და ენა მამული და სარწმუნოება – ბევრს გვიყვარს ამ სიტყვების გამეორება თუმცა ფაქტია რომ ორ უმდიდრეს ქართულ ენას ჩვენი ბედოვლათობის გამო გადაგვარება ემუქრება – დღეს სამეგრელოში ერთეულებია მხოლოდ ვისაც ვიწროსაყოფაცხოვრებო სიტყვების კრებულის გარდა შეუძლია ამა თუ იმ სიტყვის მეგრულად სწორად თარგმნა. მათაც უკვე იმის მეათედი არ იციან რაც იცოდნენ ძველი თაობის ხალხმა 10–20 წლის წინ, დარწმუნებული ვარ იგივე ხდება სვანეთშიც.სამეგრელოში ავტონომიაზე რომ დაიწყოთ საუბარი რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცივად მიიღებენ და შეუარცყოფილად იგრძნობენ თავს და ამას გაგრძნობინმებენ, მაგრამ რაც შეეხება მეგრული ენის შესწავლას და სკოლებში სწავლებასაც – ეს ყველასი სურვილია და ბუნებრივიცაა – მშობლიურ ენაზეა აქ საუბარი და ნებისმიერი მეგრელისთვის ქართული და მეგრული ორივე მშობლიურია.სვანეთში სიტუაციას ნაკლებად ვიცნობ მაგრამ ვფიქრობ დაახლოებით იგივეადა ამ თემების იგნორირება და გვერდის ავლა შესაძლოა ძალიან დიდი პრობლემების მომტანი გახდეს მომავალშიმოკლედ ჩემი აზრით:ერთი რომ უნდა დაიწყოს ამ ენების სერიოზულად მეცნიერულ დონეზე შესწავლა, მათ შორის კონსერვაცია და უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი კათედრები, ასევე, შეიქმნას სახელმძღვანელოები – ამისთვის გამოყენებულ იქნას ქართული ანბანი, უკმარი ბგერებისთვის ასოების ძველქართულიდან დამატებითდა მეორე, არავითარი ავტონომიურობა არ სჭირდება იმას, რომ ნებისმიერი სკოლის თვითმმართველობას შეეძლოს როგორც ერთი ასევე მეორე ენის საგნად შემოტანა მშობლების უმრავლესობის სურვილისდა მიხედვით, ბუნებრივია სამეგრელოში იქნება მეტი სკოლა რომლებშიც დაიწყებენ მეგრული სწავლებას და ასევე შესაბამისად სვანეთში სვანურის. თუმცა თბილისშიც ან ნებისმიერ სხვა ქალაქშიც იქნებიან ამის მოსურნეები და ეს ჩვენ კარგის მეტი არაფერს მოგვიტანს ჩემი აზრით. დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი სვანურს – ჩემთვის ისიც მშობლიური ქართულია.მთავარი კი აქ ის არის რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს ეს ენები ქართულ ენებად და დაიწყოს მათზე ზრუნვა და ამავდროულად საზოგადოებამ კარგად და სწორად გააცნობიეროს ამის საჭიროება. თქვენი აზრი Edited September 29, 2010 by soxumski Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 თქვენი აზრი ბრრრრრრრ..........მძინე თემაა მოვრჩები შტამპების შევსებას და თუ დაბანილ დახურული აწიოკებული არ დამხვდა ჩქიმ აზრს დავწერ.... პ.ს. აი ეს პოლი მთლად მკლავს :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 თითქოს ამ რეგიონებში არსებობს სეპარატისტული მუხტებირატო "თითქოს"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 შენარჩუნება კიარა ყური მოვკარი რომ არა ენებად არამედ მეგრული და სვანური ბოლო კვლევების შედეგად დიალექტებად ჩათვალეს და არა ქართველურ ენებადო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 სამეგრელოში ავტონომიაზე რომ დაიწყოთ საუბარი რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცივად მიიღებენ და შეუარცყოფილად იგრძნობენ თავს და ამას გაგრძნობინმებენ, მაგრამ რაც შეეხება მეგრული ენის შესწავლას და სკოლებში სწავლებასაც – ეს ყველასი სურვილია საქართველოში დღეს სეპარატიზმის შიშია და ენის შესწავლას (განვითარება რას ნიშნავს ვერ გავიგე) სეპარატიზმად აღიქვამენ. ხომ იცი ასეთი გამონათქვამი " სამი მეგრელი ერთად რომ მოიყრის თავს, ზოგს სეპარატისტების ყრილობა ჰგონიაო". აქ უბრალოდ ქართული ტრადიციების ფარგლებში მეგრული და სვანურის შენარჩუნების ამბეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. პ.ს. ისე მეგრულს რომ ზაპასნოი ენის სტატუსი მივანიჭოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 gendolfშენარჩუნება კიარა ყური მოვკარი რომ არა ენებად არამედ მეგრული და სვანური ბოლო კვლევების შედეგად დიალექტებად ჩათვალეს და არა ქართველურ ენებადო არაა თუ?ვეფხისტყაოსანი არ დაწერილა მაგ ენაზე, არც სხვა რამე ნაწარმოები და, ეზრუნათ მეგრელ მწერლებს და ექნებოდათ საერთაშორისი ენა რა გაუძლებდა მერე ამათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 სხვა სადარდებელი არ გაქვთ ? სეპარატისტებიDIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIDI ზღაპარია . აი ძალიან დიდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 თქვენი აზრით უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოს მზრუნველობის ამ ენების შენარჩუნება და განვითარება? ეს როგორ უნდა მოხდეს და სკოლებში ინგლისურთან ერთად უნდა დააძალონ ბავშვებს სწავლა? არა და ვისაც უნდა იმან ილაპარაკოს და იმან ასწავლოს შთამომავლებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 Marta1არაა თუ?ვეფხისტყაოსანი არ დაწერილა მაგ ენაზე, არც სხვა რამე ნაწარმოები და,ეზრუნათ მეგრელ მწერლებს და ექნებოდათ საერთაშორისი ენა რა გაუძლებდა მერე ამათ სწორედ მაგ საკითხზე მიმდინარეობს დიკუსიები სავარაუდოდ მალე ჩამოართმევენ ენის სტატუსს ად დიალექტებში გაუშვებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 soxumskiდა მეორე, არავითარი ავტონომიურობა არ სჭირდება იმას, რომ ნებისმიერი სკოლის თვითმმართველობას შეეძლოს როგორც ერთი ასევე მეორე ენის საგნად შემოტანა მშობლების უმრავლესობის სურვილისდა მიხედვით, ბუნებრივია სამეგრელოში იქნება მეტი სკოლა რომლებშიც დაიწყებენ მეგრული სწავლებას და ასევე შესაბამისად სვანეთში სვანურის. თუმცა თბილისშიც ან ნებისმიერ სხვა ქალაქშიც იქნებიან ამის მოსურნეები და ეს ჩვენ კარგის მეტი არაფერს მოგვიტანს ჩემი აზრით.+157854 რა სეპარატიზმი, რის სეპარატიზმი და ტერორიზმი. ერთი ციდა მიწაზე ორი (სულ სამი) მსოფლიოში უძველესი, უძვირფასესი ენა გვაქვს და სახელმწიფოს სულ სამინისტროებზე ჰკიდია ეგ ამბავი. სირცხვილია უბრალოდ. სირცხვილია დიალექტის ხსენებაც. მეგრულიც და სვანურიც არის ორი სრულყოფილი, დამოუკიდებელი და უმდიდრესი ენა. ჩემის აზრით სამეგრელოში - მეგრული და სვანეთში - სვანური სავალდებულო საგანი უნდა იყოს სკოლებში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში კი - შესაძლებელი და ხელმისაწვდომი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 მეგრული და სვანური სიტყვებით უნდა გავამდიდროთ ქართული დაახლოებით 30% სიტყვების შეიძლება შევავსოთ და ამაოვიღოთ არაბულ სპარსული, აი ამის მომხრე ვარ პირადად მე,არაერთ ენას განუცდია ცვლილება, ჩვენც რომ ვქნათ რაის დაშავდების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 რა პრობლემაა? სვანეთში იცოდნენ სვანური და სამეგრელოში მეგრული .რა შუაშია აქ სეპარატიზმი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
soxumski Posted September 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 (edited) ბრრრრრრრ..........მძინე თემაა მოვრჩები შტამპების შევსებას და თუ დაბანილ დახურული აწიოკებული არ დამხვდა ჩქიმ აზრს დავწერ.... T_A_T მოუთმენლად ველი რატო "თითქოს"? DonCaredo იმიტომ რომ: ეს რომ ასე არ არის, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ სუსურუკუმ და მისმა სამართალმემკვიდრემაც, ბევრი მცდელობისდა მიუხედავად, აფხაზეთისგან განსხვავებით მანდ ნოყიერი ნიადაგი ვერ ნახეს.თუ კარგად დავაკვირდებით, მცდელობასაც დავინახავთ, ამ თემებით აპელირებასაც ცდილობდნენ ხშირად აშკარად, მუქარებიც ყოფილა, არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი დოქტრინები, ისედაც, რუსეთს თავისი პოლიტიკის ამომავალი პრინციპებიდან გამომდინარე, ასეთი რამ ხელს აძლევდა ყოველთვის და ამფერი რაცხების დიდოსტატებიც ყავს, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო. თავად ეს შიშებიც ზუსტად ამ მცდელობების გამოძახილი მგონია. ეს ჩემი აზრია, კარგი თუ ცუდი, თუ თქვენი გაგაჩნიათ, ჩამოაყალიბეთ, ან დაასაბუთეთ ან რამე კიდო შენარჩუნება კიარა ყური მოვკარი რომ არა ენებად არამედ მეგრული და სვანური ბოლო კვლევების შედეგად დიალექტებად ჩათვალეს და არა ქართველურ ენებადო Gendolf მარტო ყური მოკარით თუ რამე რესურსი შეგიძლიათ მიმითითოთ? განვითარება რას ნიშნავს ვერ გავიგე Babuagiorgi ენის განვითარება იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მე-3 ან თუნდაც მე19–ში საუკუნეში ქართული, რუსული, ფრანციცული, განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ზოგი განვითარდა ზოგი უკან წავიდა დღეს ქართული უკან მიდის ჩემი აზრით, იმიტომ რომ, თავისუფლად შეგვიძლია შემოვიღოთ სტადიონის მაგივრად სარბიელი, გაზეთის მაგივრად მაცნე, პოლიტიკა რაკი გვიყვარს პრეზიდენტის მაგივრად მეთაური, პარლამენტი – დარბაზი, პარლამენტარი – დარბაისელი აქ ახალი არაფერია, შეიძლება არ მოგეწონოთ, არ ვდაობ, პრინციპზეა საუბარიანუ ენა როცა ფეხს ვეღარ უწყობს თანამედროვეობას, ღარიბდება და კვდება. თუ უწყობს და მშობლიურიდან იღებს ახალი ცნებების შესატყვისებს, ვითარდება ეს როგორ უნდა მოხდეს და სკოლებში ინგლისურთან ერთად უნდა დააძალონ ბავშვებს სწავლა? lasha1997 ინგლისურს აძალებენ? ქართულს?თუ ასეა უნდა დააძალონ სამივე, კი არა და ვისაც უნდა იმან ილაპარაკოს და იმან ასწავლოს შთამომავლებს. ხვალ რო გითხრან რაღა საჭიროა ქართული, კმარა მხოლოდ ინგლისური – ინფორმაცია ყველაზე ხელმისწვდომია ამ ენაზე და არა და ვისაც უნდა იმან ილაპარაკოს და იმან ასწავლოს შთამომავლებს? პ.ს. ისე მეგრულს რომ ზაპასნოი ენის სტატუსი მივანიჭოთ? არაა თუ?ვეფხისტყაოსანი არ დაწერილა მაგ ენაზე, არც სხვა რამე ნაწარმოები და, ეზრუნათ მეგრელ მწერლებს და ექნებოდათ საერთაშორისი ენა რა გაუძლებდა მერე ამათ სხვა სადარდებელი არ გაქვთ? ჩემთვის აქ მშობლიურ ენაზეა საუბარი, თქვენთვისაც, ვერ ხვდებით ჯერ თორე, ასე რომ „ღადავი“ უადგილოაჩემი აზრით Marta1 Edited September 29, 2010 by soxumski Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 თქვენი აზრით უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოს მზრუნველობის ამ ენების შენარჩუნება და განვითარება? როგორც ისტორიულ ძეგლებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, ასევე საჭიროა შევინარჩუნოთ ყველა ენა თუ დიალექტები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.