planetanews Posted September 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 29, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif სარედაქციო წერილი კრემლს მისი მოწინააღმდეგეების მიმართ ასეთი ხმაურიანი კამპანია მას შემდეგ არ უწარმოებია, რაც მიხეილ ხოდორკოვსკის გაანადგურა. მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის მოხსნა, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან მის კონფლიქტს მოჰყვა. ბატონი ლუჟკოვი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელებში შედიოდა, იმ პარტიის ხელმძღვანელებში, რომელსაც პრემიერ–მინისტრი პუტინი პარლამენტში ეყრდნობა, და შესაბამისად მას დისიდენტს ვერ უწოდებ. თუმცა, ბოლო დროს ის კრემლს ნერვზე დააჯდა და ბოლო წვეთი გახდა მისი სტატია, სადაც ის პრეზიდენტს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ ამ უკანასკნელმა მოსკოვი–სანკტ–პეტერბურგის ავტომაგისტრალის მშენებლობა შეაჩერა. და რაც კიდევ უფრო უარესია, მერმა წერილში მიანიშნა, რომ 2012 წელს სასურველია პრეზიდენტის პოსტზე ბ–ნი მედვედევი ბ–ნმა პუტინმა შეცვალოს. მერის სტატიას სახელმწიფოს მხრიდან კონტროლირებადი მედია–საშუალებების კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, რაც მისი გადადგომისკენ მოწოდებების საბაბად იქცა. ბ–ნმა ლუჟკოვმა წასვლაზე უარი თქვა და პრეზიდენტს უბიძგა ის საკუთარი ბრძანებით მოეხსნა. მედვედევი ასეც მოიქცა. მერი აშკარად ძალიან დიდხანს შემორჩა საკუთარ პოსტზე. ბატონმა ლუჟკოვმა არჩევნებში სამჯერ გაიმარჯვა. მისი მმართველობის დროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სიღატაკიდან კეთილდღეობამდე მიაღწია (თუმცა ის ცოტა არ იყოს უგემოვნო ხდება). მაგრამ, საუბედუროდ, მას კორუფციიის გავრცელებასთან ბრძოლისთვის, რაც ქალაქის განახლებას ახლდა თან, ბევრი არაფერი გაუკეთებია. ასევე იმან, თუ როგორ მოიქცა ის ზაფხულში, როდესაც მოსკოვი მომწამვლელმა ნისლმა მოიცვა, მისი, როგორც ქალაქის მმართველის ლეგიტიმურობა, სერიოზულად დააყენა ეჭქვეშ. ლუჟკოვის საწინააღმდეგო დოკუმენტურ ფილმში ნათქვამია, რომ სამაგიეროდ ამ დროს მან საყვარელი ფუტკრების ევაკუაცია მოახდინა, თუმცა თავად ლუჟკოვი ამას უარყოფს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლუჟკოვის ვარგისიანობის ვადა აშკარად ამოიწურა, ის მიუღებელი მეთოდით მოიშორეს. მისი გადაყენება მოჰყვა არა მისი, როგორც მმართველის აშკარა ხარვეზებს, არამედ ბატონი მედვედევის მისასამართით გამოთქმულ კრიტიკას. კამპანია, რომელიც მის გადაყენებას უძღოდა წინ, უსიამოვნოდ წააგავდა 1990–იანი წლებისთვის დამახასიათებელ ბინძური კომპრომატების ომს. ლუჟკოვი მესამე რეგიონის მმართველია, თათარსტანის და ბაშკირტოსტანის პრეზიდენტების შემდეგ, რომლებიც წელს მედვედევმა გადააყენა. პრეზიდენტები თავად წავიდნენ, ლუჟკოვს კი მოხსნა დასჭირდა. რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები ცხადყოფს, რომ ის არ უფრთხის ჩინოვნიკების მოხსნის უფლების გამოყენებას. თუმცა შეუძლია თუ არა მას რეალურად შეარყიოს რუსული კლეპტოკრატია, ეს მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც ის ლუჟკოვის მემკვიდრეს დანიშნავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ამას შეძლებს. პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყებისას ბატონმა მედვედევმა პირობა დადო, რომ ის ამოძირკვავდა სამართლებრივ ნიჰილიზმს, რომელიც თანამედროვე რუსეთს ამახინჯებს. უკვე დროა ამ საქმეს ხელი მოკიდოს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts