Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ერიდეთ მოსკოვთან მეგობრობას


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg

 

საიმონ თისდალი

 

როგორც არ უნდა სურდეს ვილიამ ჰეიგს ურთიერთობების „გადატვირთვა“, პუტინის და მედვედევის პირიობებში რუსეთი იმ ქვეყნად რჩება, სადაც შავ–ბნელი ამბები ხდება

 

სამშაბათს, თანამდებობიდან გადააყენეს მოსკოვის შეუცვლელი მერი იური ლუჟკოვი. მისი მოხსნა დრამატული იყო, შექსპირის სტილში – ერთგვარი დადგმული პოლიტიკური მკვლელობა დაკავშირებული ხელუხლებელ პარტიულ ბოსთან, რომელიც ერთ–ერთი უცხოელი ჟურნალისტის თქმით, დედაქალაქს „მონღოლი ხანივით“ მართავდა. რუსებს ამან საბჭოთა პერიოდის გადატრიალებები და წმენდები მოაგონა, უცხოელებს კი ის, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყანა არ არის.

 

კარგი იქნება, თუ ეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს არ დაავიწყდება, რომელიც დღეს ობამას ადმინისტრაციის ნაკვალევზე სიარულს და რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვას“ გეგმავს. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ მოდერნიზაციაზე, რეფორმებზე და კორუფციასთან ბრძოლაზე, ე.წ. „მმართველი ტანდემის“ ანუ პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის სამემკვიდრეო მამული იდუმალებით მოცულ ქვეყნად რჩება –  დაბურული ტყეებით, ფარული დინებებითა და შავ–ბნელი საქმეებით.

 

თუკი ლუჟკოვის პირად მტერ მედვედევს ერთგვარი მოსკოვიის მაკბეტის როლში გამოსვლა სურდა, მან ტყუილად დაკარგა დრო. „თუკი ეს მოსახდენია… მაშინ ის სწრაფად უნდა მოხდეს!“, – ასე ფიქრობდა მეფის მკვლელი. მედვედევი კი არ ჩქარობდა და არაფერს აკეთებდა, როდესაც ლუჟკოვმა პირველად დააყენა მისი ხელისუფლება ეჭქვეშ. როგორც ამბობენ, მერი მან მხოლოდ მას შემდეგ გადააყენა, რაც ამაზე პუტინის თანხმობა მიიღო. ლუჟკოვის ადგილზე საკუთარი კაცის დანიშვნაც ვერ შეძლო.  

 

ისიც რომ ვივარაუდოდ, თითქოს საოცრად მდიდარი და კორუმპირებული ლუჟკოვი ჩუმად წავა, მომხდარი მაინც მიაყენებს დარტყმას შედარებით ლიბერალურ მედვედევს, რომელთან ურთიერთობასაც დასავლური მთავრობები უპირატესობას ანიჭებენ. „ეს პირველი ფარტომასშტაბიანი კრიზისია, რომელსაც პუტინის მიერ შექმნილი სახელისუფლებო სისტემა შეეჯახა, რადგან რუსეთის მმართველ პარტიაში განხეთქილებას შესაძლოა ქვეყნის ელიტის ფრაქციებად დანაწევრება მოჰყვეს“, – წერს Der Spiegel.

 

„ლუჟკოვის დაცემა, საფრთხეა მთელი რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურისთვის“, – წერს Moscow Times–ში ალექსი ბაიერი. „ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსული კორუფცია მაღალჩინონებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს Forbes–ის სიის მილიარდერებად აყალიბებდა“. პოლიტიკური სისტემა ოფიციალურად სანქცირებულ კორუფციაზე იყო გათვლილი, და თუკი „კორუფციულ ჯაჭვს ისეთი მსხვილი და მნიშვნელოვანი რგოლი გამოეცლება როგორიც მოსკოვია, შეიძლება მთელი სახელმწიფო სტრუქტურა დაიმსხვრეს“, – მიაჩნია მას.

 

ჰეიგის მხიარულ განცხადებაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ,  არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რუსეთის უარყოფით მმართველობაზე. ის არაფერს ამბობს, ასევე არც რუსეთის ადმინისტრაციის შეუწყნარებელ ავტორიტარიზმზე, სახელმწიფო სექტორის ოლიგარქებს და რეფორმატორებს შორის დაპირისპირებაზე, განსხვავებული აზრის დევნაზე.

 

ამის ნაცვლად, ის კონცენტრირებლია ორ მიმართულებაზე: ბრიტანეთის და რუსეთის თანამშრომლობაზე საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში და ორმხრივი ეკონომიკური და საქმიანი კავშირების განმტკიცებაზე. ეს უკანასკნელი პრინციპში კამერონის და ჰეიგის საყვარელი თემაა. მინისტრი არაფერს ამბობს ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პოლიტიკური პლიურალიზმის დეფიციტზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვასა და არათავისუფალ რუსულ სასამართლოზე.  

 

კრიტიკოსთა აზრით, ასეთ შეზღუდულ საფუძველზე გადატვირთვა არ იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში. გასულ კვირას, Washington Post–ში გამოქვეყნებულ წერილში, დევიდ კრამერმა (ბუშის ადმინისტრაციაში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში) ობამას ადმინისტრაცია იმაში დაადანაშაულა, რომ მან არ დაგმო „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით გაუარესებული  სიტუაცია რუსეთში“ და განსაკუთრებით „საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ფაქტები ამ ზაფხულში“.

 

თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ გაუმჯობესებულ ურთიერთობებს ხელშესახები შედეგები მოჰყვა, კერძოდ უარი ირანისთვის რუსული რაკეტების მიწოდებაზე, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ავღანეთის და პალესტინა–ისრაელის საკითხებზე, ასევე ახალი შეთანხმება თავდასხმით სტრატეგიულ შეიარაღებაზე. როგორც ჩანს, ჰეიგი, გორდონ ბრაუნისგან განსხვავებით, მზადაა უარი თქვას რუსეთის მთავრობის საშინაო პოლიტიკის ღია კრიტიკაზე – ეკონომიკური და საინვესტიციო სარგებლის სანაცვლოდ.          

 

ჰეიგის მიდგომა ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ისეთ პრობლემებზეც აღარ ამოვიღებთ ხმას, როგორიცაა ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლა და არ შევიმჩნევთ ათობით რუსი უფლებადამცველის და ჟურნალისტის მკვლელობას.  

 

არ არის გასაკვირი, რომ ჰეიგი ვაშინგტონს ბაძავს. „როგორც ჩანს სიმართლე რუსეთზე არ ითქმება მანამ, სანამ ობამას ადმინისტრაცია „გადატვირთვის“ პოლიტიკას თავის ერთ–ერთ საგარეოპოლიტიკურ წარმატებას უწოდებს“, – მიაჩნია კრამერს, „კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ადამიანის უფლებების დაცვის სფერო რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებს დაუკავშირონ. მსგავსი მიდგომა რუსებისთვის იმის სიგნალია, რომ მათ მშვიდად შეუძლიათ თავები დაუხეთქონ დემონსრტანტებს, როგორც ეს ახლახანს პუტინმა აღნიშნა“.

 

კრამერს და მის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ „მზარდი უფსკრული ღირებულებებს შორის“, თუკი მას დღეს ყურადღებას არ მიაქცევ, საბოლოო ჯამში თანამშრომლობის ნებისმიერი მცდელობის კრახის მიზეზი გახდება. ჰეიგმა პირობა დადო, რომ ის „პირდაპირ და ღიად“ ისაუბრებს იმ „სერიოზულ საკითხებზე, რომლებზეც უთანხმოება არსებობს“. თუმცა, როგორც ლუჟკოვის შემთხვევა ცხადყოფს, წესიერი თამაში მოსკოვს არ შეუძლია. როგორც ჩანს, კრემლის „ხელისუფლებამ“ ჰეიგი ამოიცნო. ისინი მასთან შესახვედრად მზად არიან. და თუკი ის სიფრთხილეს არ გამოიჩენს, მოტყუვდება ისიც და ბრიტანეთიც.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...