Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სვანეთში დაკავებული, ოპოზიციის ლიდერის საქმის განხილვა დაიწყო


Recommended Posts

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაიწყო.

 

გაზიარება

[13:41 29-09-2010]

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TKMJsvxitdI/AAAAAAAAEEw/IS5GHCohbAs/s200/36737_1430608416487_1571164765_31012155_3987939_n.jpgროგორც "ღია ბოქლომს" ერთ-ერთი ეჭვმიტანილის - ნელი ნავერიანის ადვოკატმა რევაზ თოფურიძემ განუცხადა, სასამართლო პროცესი 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.

მისივე თქმით, პროკურატურამ ნავერიანის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიზეზად დანაშაულის სიმძიმის ფაქტორი დაასახელა, მაგრამ ადვოკატებმა შუამდგომლობა მეორედ დააყენეს.

"ამჯერად თანხა 5 000 ლარამდე გავზარდეთ და პასუხს ველოდებით",- ამბობს ადვოკატი

შეგახსენებთ, რომ მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და ადგილობრივი შოთა ჯაფარიძე სამართალდამცველებმა 9 ივლისს დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული პირები კანადელ ინვესტორს დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისთვის ხელის არშეშლის სანაცვლოდ 70 000 ლარს სძალავდნენ.

მოგვიანებით აღნიშნულ პირებთან დანაშაულებრივ კავშირში ყოფნის ბრალდებით მესტიის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ ჯაფარიძეც დააკავეს. რაიონულმა სასამართლომ ჯაფარიძესაც წინასწარი ორთვანი პატიმრობა შეუფარდა.

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-2675190723986636580?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...