Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სააკაშვილმა რუს ჟურნალისტებთან იცრუა


Recommended Posts

ჟურნალ GQ-ს რუსული გამოცემის ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდეტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი რვა ათასი ლარია. ,,საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ’’ კანონით კი, სააკაშვილის ხელფასი მხოლოდ 4 720 ლარით განისაზღვრება.

 

GQ- ჟურნალისტების, ქსენია სობჩაკისა და ქსენია სოკოლოვას მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენი აქვს მიხეილ სააკაშვილს ხელფასი, პრეზიდენტმა უპასუხა:

 

,,რვა ათასი ლარი თვეში, ოთხი ათასი დოლარი. ჩემი წინამორბედი ოც დოლარს იღებდა. ჩვენთან არც ერთი ჩინოვნიკი ხელფასით არ ცხოვრობდა. ახლა კი – ცხოვრობენ’’.

 

საქართველოს კანონით ,,საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ’’ (2007 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით), მიხეილ სააკაშვილის ხელფასი 4720 ლარით განისაზღვრა.

 

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სობჩაკმა და სოკოლოვამ სამი დღე გაატარეს საქართელოში. მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ჟურნალის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა, რის გამოც ჟურნალის რედაქტორმა, ნიკოლაი უსკოვმა ამ ნომერს ,,საკოლექციო’’ უწოდა.

 

უსკოვის ინფორმაციით, სოკოლოვა კიდევ ერთ სტატიას ამზადებს საქართველოს შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდება.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...