Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გენდერი ციფრებში


Recommended Posts

ქართული მედია აშუქებს პოლიტიკას, ბიზნესს, კრიმინალს, ზოგჯერ - ადამიანის უფლებებს და თითქმის არ უთმობს ადგილს ქალების პრობლემებს - ასეთია GMPP-ის (გლობალური მედია მონიტორინგის) კვლევის დასკვნა. კვლევის შედეგები დღეს ასოციაცია „გენდერმედიაკავკასიამ“ წარმოადგინა თბილისში, „გაეროს“ სახლში.

 

საქართველო უკვე მეორედ იყო ჩართული GMPP-ს გლობალურ მოხალისეთა პროექტში. პროექტის ფარგლებში, ხუთ წელიწადში ერთხელ, ერთ კონკრეტულ დღეს მედიის სხვადასხვა საშუალებებში ტარდება კვლევა – თუ რა საკითხებს აშუქებს მედია და როგორია ქალის როლი თანამედროვე მედიაში.

 

„გლობალური მედია მონიტორინგის" ფარგლებში კვლევა მსოფლიოს 108 ქვეყანაში ჩატარდა, ტელევიზიებში, რადიოებსა და საგაზეთო გამოცემებში.

 

კვლევის დასკვნაში ნათქვაია, რომ 2005 წლის მონაცემებისგან დღევანდელი რეალობა მცირედ განსხვავდება.

 

საქართველოში ჩატარებულ კველავასთან დაკავშირებით, GMPP‑ს დასკვნაში რამდენიმე საკვანძო საკითხია გამოყოფილი. მათ შორის:

 

საქართველოში მოქმედი როგორც ქალი, ასევე, მამაკაცი ჟურნალისტები მამრობითი სქესის ექსპერტებს მიმართავენ და არა – ქალებს. ქალების უფლებებისათვის ბრძოლა, ფაქტობრივად, არ აისახება ქართულ მედიაში. ხოლო ძალადობის თემაზე გაშუქებელ თემებში საერთოდ არ უჭირავს ადგილი, ან მხოლოდ მცირედ, გენდერული საკითხების ანალიზს.

 

თუმცა სანამ კვლევის ავტორები კონკრეტულად მედიის საკითხების დეტალურ მიმოხილვას შეუდგებოდნენ, ისინი საქართველოს ზოგადი სიტუაციის ანალიზიდან გამოდიან. მათი თქმით, საქართველოში პოლიტიკოსების 90% მამაკაცია, წამყვანი თანამდებობებიც, უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლებაში სწორედ მათ აქვთ და მხოლოდ რამდენიმე ქალია მინისტრი. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედი ქალთა უფლებების დამცველი არასამათავრობო ორგანიზაციების დახმარებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ. თუმცა აქვე, კვლევის ავტორები წერენ, რომ ამ პროცესში ძალიან მცირე როლი ეკუთვნის ქართულ მედიას.

 

სქესთა ბალანსი ქართულ მედიაში არ არის დაცული, უფრო კონკრეტულად კი, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ამბის საგნად ქალი წარმოდგენილი იყო 22%–ანი მაჩვენებლით, ხოლო მამაკაცი – 78%-ით. მონიტორინგის დღეს, ქალებმა 59 თემა გააშუქეს, მამაკაცებმა კი – 118.

 

გაშუქებული თემების მთავარი გმირები, ძირითადად, მამაკაცები იყვნენ. პოლიტიკური თემების გაშუქებისას მედიის მიერ გამოყენებული წყაროების 81% მამაკაცი იყო, ეკონომიკის შესახებ ახალ ამბებში – 97% მამაკაცი. საერთო ჯამში კი, ერთი დღის მანძილზე მედიამ ფოკუსი 174 მამაკაცზე გააკეთა და მხოლოდ 34 ქალზე.

 

განსხვავებულია მიდგომა ფოტოებთან დაკავშირებით. ვიზუალურად ქალი და მამაკაცი თითქმის ერთნაირად იყო წარმოდგენილი, თუმცა მამაკაცების ფოტოები თემატურად განლაგებული იყო პოლიტიკისა და ბიზნესის განყოფილებაში, ხოლო თემები, რომლის ფოკუსიც ქალი გახლდათ, იყო მოდაზე და ოჯახურ საქმიანობაზე.

 

სტატისტიკის მიხედვით, რომელიც GMPP-ს კვლევამ აჩვენა, ახალ ამბებს ტელევიზიაში 56% ქალი რეპორტიორი აშუქებს, პრესაში – 47% ქალი და რადიოში – მხოლოდ 18%.

 

მონიტორინგი რამდენიმე მედიასაშუალებაზე დაკვირვებით განხორციელდა. კერძოდ: „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი რადიო, რადიო „მწვანე ტალღა“, გაზეთები – „24 საათი“, „საქართველოს რესპუბლიკა“ და „ახალი თაობა“.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...