Jump to content
Planeta.Ge

აი მებრძოლი ადამიანი


Recommended Posts

შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბათუ საღინაძემ საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში საქმე მოუგო .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საღინაძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა აცნობა, ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საღინაძისთვის 90 000 ევროდ ღირებული საცხოვრებელი სახლის ან იმ კოტეჯის გადაცემა დააკისრა, საიდანაც საღინაძე 2005 წელს უკანონოდ გამოასახლეს.

ევროსასამართლომ ხელისუფლებას, ასევე, დააკისრა საღინაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ევროს ოდენობით.

საქმე ეხება საღინაძის საკუთრების უფლების დარღვევას, რომელიც ადვოკატებს ევროსასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული.

როგორც გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, 2005 წელს საღინაძე შსს-ს მიერ საკუთრებაში გადაცემული კოტეჯიდან უკანონოდ გამოასახლეს. ყოფილ შს მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მასთან პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა და სამსახურიდანაც დაითხოვა.

გარდა სამოქალაქო საქმისა, საღინაძემ სტრასბურგში მის მიმართ საქართველოში წარმოებული სისხლის სამართლის საქმეც გაასაჩივრა, თუმცა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საღინაძეს ლევან კალაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტების გაყალბებასა და გამოძიების არაობიექტურად წარმართვაში დაედო მსჯავრი. იგი პატიმრობაში იმყოფება.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საღინაძის კომპენსაციის გასაცემად 3-თვიანი ვადა მისცა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/samartali/145912-bathu-saghinadzem-evrosasamarthloshi-saqme-moigo.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორია. მიტინგებზე ტაშფანდურს და ხალხის მისატყუებლად 30 ლარების ხარჯვას, მაგ სახსრების ამ გზით მიმართვა ჯობია. სტრასბურგი და მისი ჯანი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორია. მიტინგებზე ტაშფანდურს და ხალხის მისატყუებლად 30 ლარების ხარჯვას, მაგ სახსრების ამ გზით მიმართვა ჯობია. სტრასბურგი და მისი ჯანი.

ვფიქრობ რომ საპროტესტო აქციებმა საგრძნობლად შეამცირა ძალადობა ნაცმოძრაობის მხრიდან

და საქარველოს დემოკრატიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა,

მართალია ოპოზიციამ ვერ შეძლო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში ადგილების მოპოვება,

მაგრამ ხელისუფლება გახადა უფრო ფრთხილი,

გვირგვლიანის, რობაქიძის და ვაზაგაშვილის მკვლელობებზე ოპოზიციის მხრიდან ნეგატიურმა რეაქციამ მინიმუმამდე დაიყვანა ასეთი სახის შემთხვევები,

ინფორმაციულ წყვდიადშიც აღარ იმყოფება საქართველოს მოსახლეობა, თუ არ ვცდები მე-2 არხი საქართველოს მასშტაბიტ მაუწყებლობს, ამ არხზე ყველაანაირი პოლიტიკური სპექტრი არის წარმოდგენილი და მაქსიმალურად თავისუფალი ხელისუფლების ზემოქმედებისგან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ინფორმაციულ წყვდიადშიც აღარ იმყოფება საქართველოს მოსახლეობა

სამაგიეროდ სულ სხვა წყვდიადში იმყოფება. აი თვალებს უკან რომ შუქი უნდა ინთებოდეს, ეგ ნათურაა გადამწვარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

სამაგიეროდ სულ სხვა წყვდიადში იმყოფება. აი თვალებს უკან რომ შუქი უნდა ინთებოდეს, ეგ ნათურაა გადამწვარი.

2003 წლამდე ვიმყოფებოდით წყვდიადსა და ბნელიში, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ნათდება,

მატეო Fალკონე ფორუმ ჯიზე შEნ ხარ?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რაა რო?

ისევ ჩვენი ფულით უნდა ვიხადოთ სააკაშვილის ნასირებები.

დოკტორ დოტი, ვანოს თავნებობა, კალმახელიძის ვნებიანობა, ეს სულ ჩვენი სახადია.

რატომ?

იმიტომ რომ ------------} http://planeta.ge/index.php?showtopic=42520

 

რუსეთს ათასზე მეტი აქვს წაგებული.

რა ხეირი რუსეთისთვის რო?

ისევ ვოვა-დიმა ძიგძიგებენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბათუ საღინაძემ საქართველოს ხელისუფლებას ევროსასამართლოში საქმე მოუგო .

გამოაპანღურეს ბიჭი და მერე მოუნდა სამართლიანობანას თამაში და მებრძოლის იმიჯი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბათუ საღინაძემ

90 000 ევროდ ღირებული საცხოვრებელი სახლის ან იმ კოტეჯის გადაცემა დააკისრა

ევროსასამართლომ ხელისუფლებას, ასევე, დააკისრა საღინაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ევროს ოდენობით.

2005 წელს საღინაძე შსს-ს მიერ საკუთრებაში გადაცემული კოტეჯიდან

კომპენსაციის გასაცემად 3-თვიანი ვადა მისცა.

კი მაგრამ რა დამსახურებებისთვის "გადასცა" შსს-მ შსს-ს :) მაღალჩინოსანს ესოდენ მოკრძალებული ქოხი :)

და რაა რო?

ისევ ჩვენი ფულით უნდა ვიხადოთ სააკაშვილის ნასირებები.

:yes:

ეს უნდა გვადარდებდეს და არა "ღია ცის ქვეშ" დარჩენილი მაღალჩინოსანი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია ეს ევროპული სასამართლო მაინც რომ არსებობს,

 

თქვენ არ იცით აქაურ სასამართლოში მოსამართლეების დონე, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ,

პირადად ვეხები სასამართლოს უკვე ორი წელია და უბრალო სამოქალაქო საქმე გახადეს ქრისტეს პერანგი,

ასეთი არა კომპენტენტური ხალხი მგონი მდგრად სამინისტროშიც კი არაა,

ფასადი კი აქვთ შეღებილ გამოღებილი, კიიიიი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...