Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს პრეზიდენტი შეურყვნელ ნავთსაყუდელს შეჰყურებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg

 

ომ ესელმონტი

 

საქართველოს ყველა ლამაზ კუთხეს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი სვანეთის რეგიონია

 

მთები აქ გრანდიოზულია, მდელოები მწვანედ მობიბინე.

 

და როდესაც ძველ, საკულტო კოშკებს ღამით ანათებენ, ისინი სანთელივით იწვიან.

 

ეს  დიდებული ადგილია ტურისტებისთვის, რომლებიც საათობით მგზავრობენ აქ ჩამოსასვლელად.

 

მათთვის იზოლაციის განცდა დამატებით მიმზიდველობას ქმნის. ზამთარში რეგიონი მთლიანადაა მოწყვეტული დანარჩენ საქართველოს.

 

მაგრამ სვანეთი სწრაფად იცვლება.

 

სულ რამდენიმე თვეში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ქვეყნის ეს ჩრდილო-დასავლური რეგიონი სათხილამურო კურორტად იქცევა.

 

„ჩვენ თავიდან ვაშენებთ სვანეთს და როდესაც ეს მშენებლობა დასრულდება, მან ძალიან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს ჩვენს შემოსავლებსა და ჩვენს ყოფაზე“ – ამბობს მურთაზი, ადგილობრივი სვანი რომელიც გზის მშენებლად მუშაობს.

 

მისი სახე ზაფხულის მზითაა შეწითლებული, ცემენტის მორევას წყვეტს და მეუბნება: „ჩვენ აქ უამრავი პრობლემა გვქონდა“.

 

„ყოველ წელიწადს 6 თვის განმავლობაში სვანეთიდან გასვლა არ შეგვეძლო. თოვლი და დიდი წვიმები იმის ნიშანი იყო, რომ მოწყვეტილები ვართ გარე სამყაროს“ – ამბობს ის.

 

მისი თქმით, ამ ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად აქვს ხელფასი.

 

„დოკუმენტები არ არსებობს“

 

გენერატორების  გუგუნი, პნევმატური  ბურღების კაკანი და ახალი გზები შენდება, რათა აქაურობა უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს.

 

აეროპორტიც ფართოვდება. კერძო სასტუმროების მფლობელები აქაურობით ინტერესდებიან. სათხილამურო ლიფტები ჩამოაქვთ.

 

ქალაქი მესტია სახეს იცვლის.

 

მაგრამ სამთავრობო პროექტმა ქართველები და სვანები  ორ ბანაკად გაჰყო.

 

არიან ისეთები, ვინც პროექტში ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ,  მაგრამ არიან სხვებიც, რომელთა თქმითაც, პროექტი შელახავს ადგილობრივ ტრადიციებს.

 

ეს უძველესი რეგიონი 1930 წლამდე, სანამ სტალინის თვითმფრინავები აქ არ ჩამოფრინდებოდნენ  თითქმის ხელშეუხებელი იყო, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებულობით. ეს ეხებოდა მიწის ფლობის, ყიდვისა და გაყიდვის წესებსაც.

 

ბალახოვან მდელოზე, ლელა ჯაფარიძე მიყვება, თუ როგორ მოხვდა დედამისის კუთვნილი რამდენიმე ჰექტარი მიწა უცხოელი ინვესტორის ხელში. როგორც ამბობენ, ის სასტუმროს აშენებას აპირებს.

 

ჯაფარიძის დედას, ადგილობრივ ოპოზიციურ პოლიტიკოსს ნელი ნავერიანს მის სამ ნათესავთან ერთად ბრალი დასდეს იმაში, რომ მან  ინვესტორებს 40 000 დოლარი გამოსძალა.

 

„დედაჩემი იყო ერთადერთი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას აუჯანყდა და პროექტს აკრიტიკებდა“ – ამბობს ის.

 

„ახლა ის პატიმრობაშია. ის პოლიტიკური პატიმარია. აქ მესტიაში  ოპოზიცია (პოლიტიკური) ძალიან  მცირერიცხოვანია“ – ამბობს ჯაფარიძე.

 

მისი თქმით, მიწის მფლობელობის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი 1903 წლითაა დათარიღებული.

 

„შეშინებული“

 

საბჭოთა მმართველობის დროს, რომელიც საქართველოში 1921 წელს დამყარდა, ადამიანებს ასეთი დოკუმენტები წაართვეს, ისევე როგორც მფლობელობის უფლება.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ხალხმა ისევ იწყო კანონიერი საკუთრების მოთხოვნა, მაგრამ  საკუთრების საიდენტიფიკაციო საბუთი ცოტაა შემორჩენილი.

 

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყურს მიუგდებს ადგილობრივების შეშფოთებას და მიწის რეგისტრაციის სპეციალური კომისია დააფუძნა.

 

ჯაფარიძისთვის შესაძლოა ეს უკვე გვიანია.

 

„ადამიანებს პროტესტის ეშინიათ. მათ ნახეს, რაც დაემართა დედაჩემს“ – ამბობს ის.

 

ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაბელური ხელმძღვანელი გოჩა ჭელიძე ამბობს, რომ მას ესმის შეშფოთების მიზეზები, მაგრამ უმრავლესობისთვის სამშენებლო სამუშაოები მომგებიანი იქნება.

 

„საბჭოთა პერიოდში ტრადიციული სამშენებლო ხელოვნების დიდი ნაწილი დაიკარგა. ამ ქალაქის აღდგენით, ვიზუალურად და სულიერად ჩვენ მის ორიგინალურ თვისებებსაც აღვადგენთ“ – ამბობს ის.

 

მან მითხრა, როგორ სწუხს იმ ადამიანების გამო, ვინც  საკუთრების სკანდალშია გახვეული.

 

მაგრამ როგორც სჩანს მთავრობას, სვანეთის მოდერნიზაცია აქვს გადაწყვეტილი.

 

ტურიზმის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ კურორტის ინფრასტრუქტურაზე $18.5 მილიონი დაიხარჯა.

 

მემკვიდრეობა

 

საქართველოს ცეცხლოვანი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროექტის მხარდასაჭერად რამდენჯერმე გამოვიდა ნაციონალური ტელევიზიით.

 

აგვისტოში გადაცემულ ერთ სიუჟეტში, ის მაყურებელთა გაოცებული და  მხიარული შეძახილების  თანხლებით, მყინვარწვერიდან თხილამურებით ეშვებოდა.

 

პრეზიდენტის მხარდაჭერამ კრიტიკა გამოიწვია.

 

„მათ რომ წინასწარ გაევლოთ კონსულტაციები, მე დარწმუნებული ვარ ბევრი მესტიელი (სვანები) მხარს დაუჭერდა პროექტს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ საერთოდ არ გაუვლიათ კონსულტაცია“ – ამბობს ქეთი გუჯარაიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი.

 

მისი თქმით სვანეთსი სამშენებლო სამუშაოები, რომელიც საქართველოს მთავარი ზღვისპირა კურორტ ბათუმის ბრჭყვიალა რეკონსტრუქციას დაემთხვა იმის ნიშანია, თუ როგორ ალამაზებს სააკაშვილი თავის მემკვიდრეობას.

 

ეს მემკვიდრეობა რუსეთთან 2008 წლის ომში ქართველების დამარცხებითაა შელახული.

 

მესტიაში კი გზის მშენებლებმა საღამოს ცვლა დაიწყეს და მტვრის ღრუბელმაც თავი მოიყარა.

 

ისინი თხრიან, ბურღავენ, ცემენტს ასხამენ და ფონად მზის სხივებში გახვეული მისტიკური ქვის კოშკების სილუეტები მოსჩანს.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ უზარმაზარ პროექტს, რომელსაც ცვლილებებისადმი საუკუნეების მანძილზე ასე რეზისტენტულ რეგიონში ახორციელებენ, უფრო მეტი ოპონენტი არ ეყოლება.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...