planetanews Posted September 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg სარედაქციო წერილი მერკელი აღიარებს, რომ მას დღემდე შემორჩა ჩვევა შავი დღისთვის მარაგები დააგროვოს გაერთიანების 20 წლისთავის წინ, ისევე როგორც მისი კანცლერი ანგელა მერკელი, გერმანია თვითრეფლექსიამ და ნოსტალგიამ მოიცვა. პოპულარული ჟურნალისთვის მიცემულ უჩვეულოდ გულახდილ ინტერვიუში ის ყვება, თუ როგორ აისახება მისი მუშაობის სტილზე ის ფაქტი, რომ იგი კომუნისტურ აღმოსავლეთ-ევროპაში გაიზარდა. ისვენებს თუ არა კანცლერი რაიხსტაგში ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ბინაში მდინარის ნაპირას, ეკონტაქტება თუ არა იგი საერთაშორისო პარტნიორებს – მისი ყოველდღიური ცხოვრება დღეს რადიკალურად განსხვავდება ანგელას ბავშვობისთვის დამახასიათებელ ყოფასთან, რომელიც მან დემოკრატიულ გერმანიაში გაატარა და მაინც, თავის ბოლო ინტერვიუში გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა აღიარა, რომ მისი მმართველობის სტილს დიდწილად განსაზღვრავს მისი გამოცდილება, რომელიც კომუნიზმის ეპოქაში ცხოვრების დროს მიიღო. „ზოგჯერ რაღაც ნივთს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობ, რომ ის თვალში მომხვდა და შეიძლება სინამდვილეში არც კი მჭირდებოდეს“ – ეუბნება ანგელა ქვეყნის აღმოსავლეთში საკმაოდ პოპულარული გამოცემის, გერმანული ჟურნალის Super Illu-ის კორესპონდენტს – „მიდრეკილება შავი დღისთვის რაღაცეების დაგროვებისკენ, ჩემში ძალიან ღრმადაა გამჯდარი: როდესაც დეფიციტის პირობებში ცხოვრობ (როგორც ეს იყო ყოფილ გდრ-ში), ყველაფერს იღებ, რაც კი ხელში მოგხვდება“. კანცლერის თქმით წარსულს უკავშირდება მისი კულინარიული გემოვნებაც. ანგელას საღამოს ვახშამი შედგება რუსული „სალიანკისა“ და უნგრული „ლეჩოსგან“ მოთუშული თევზით ან ხორცით – ეს აღმოსავლეთ-ევროპის ტრადიციული სამზარეულოს კერძები იყო. ის ასევე ერთგულია გდრ-ს ბრენდებისადმი და დღემდე იმ სარეცხ საშუალებას იყენებს, რომელსაც აღმოსავლეთ-გერმანული ფირმა უშვებს. „ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერი თავდაყირა დადგა“ მართალია მერკელის აზრით, გაერთიანების შემდეგ გასული ოცი წელი „ძალიან პოზიტიური გამოცდილებაა“, თუმცა ის აღიარებს რომ გარდამავალ პერიოდს ახასიათებდა ძვრები, რომლებსაც განსაკუთრებით აღმოსავლეთ-გერმანელებისთვის, შოკის ეფექტი ჰქონდა. „გაერთიანების შემდეგ გაჩნდა ერთგვარი გაუცხოების განცდა, ყოველდღიურ ყოფაში ხომ ყველაფერი თავდაყირა დადგა, ჩვეულებრივი მაღაზიებით დაწყებული, ბიუროკრატიული დაწესებულებებით და შრომის პირობებით დამთავრებული. 1990 წლიდან აღმოსავლეთ-გერმანელებმა არანორმალური სამუშაო გასწიეს, რათა ახალ პირობებს მორგებოდნენ“ – განაცხადა მან. საბოლოო ჯამში მისი თქმით, ყოფილი კანცლერის ცნობილი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ყოფილი აღმოსავლეთი „აყვავებულ ბაღებს“ დაემსგავსება, მართლდება. „უმუშევრობის მკვეთრ ნახტომს მოჰყვა ის, რომ 1990-იან წლებში ეს გამონათქვამი აღმოსავლეთ-გერმანიის მდგომარეობას ნაკლებად შეეფერებოდა“ – ამბობს ანგელა – „მაგრამ დროსთან ერთად ხედავ, რომ ეს ფრაზა მართლაც ასახავს რეალობას ქვეყნის აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიებზე“. მერკელი რომელიც რუსულად თავისუფლად საუბრობს და ერთ დროს მარქსიზმ-ლენინიზმის სავალდებულო კურსსაც სწავლობდა, ამბობს რომ პირადად მისთვის გერმანიის გაერთიანების შემდეგ ახალ რეალობაზე გადასვლას გარკვეული დრო დასჭირდა. მაგალითად ის განაგრძობდა აღმოსავლეთ-გერმანული ლექსიკონიდან სიტყვა „Kaufhalle“-ს („უნივერსამი“) გამოყენებას, თანაც ბერლინის კედლის დაცემიდან დიდი ხნის განმავლობაში. „ქვეყნის გაერთიანებიდან მხოლოდ 15-16 წლის შემდეგ წარმოვთქვამდი ბუნებრივად სიტყვას „სუპერმარკეტი““ – სთქვა მან. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts