planetanews Posted September 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/worldtribune.gifჯონ მეტცლერი გაერო – მეზობელი რუსეთის მხრიდან ინტერვენციის, განადგურების საფრთხისა და ნაწილობრივი ოკუპაციის ორი წლის თავზე, პატარა მაგრამ მამაცი საქართველო არამხოლოდ გადარჩა, არამედ ყველა სირთულის მიუხედავად წარმატებულია და აყვავების გზაზე დგას. ასეთი ოპტიმისტური შეფასება მისცა საკუთარ ქვეყანას ერთ დროს ბრძოლებში გამობრძმედილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მეტყველ და ემოციურ გამოსვლაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე „საქართველო დაბრუნდა“ – ადიდებდა სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზში – „საქართველო დაბრუნდა, პირველ რიგში როგორც პოლიტიკური რეფორმების და სოციალური გარდაქმნების ლაბორატორია. ჩვენ ისე როგორც არასდროს, ერთგულები ვართ იმ იმედების, რაც ჩვენ „ვარდების რევოლუციამ“ მოგვცა, იმ იმედების რომ შეუმდგარი სახელმწიფო თანამედროვე ევროპულ ქვეყნად გადავაქციოთ“. დასაწყისისთვის მოკლე პრეისტორია. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკა საქართველომ, რომელიც სამხრეთ-კავკასიის მთებში მდებარეობს, მისი მყიფე დამოუკიდებლობა კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგ მოიპოვა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა ხაზინის ქურდობამ, კორუფციამ და არასტაბილურობამ მოიცვა. 2003 წლის დემოკრატიული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც საქართველოს რეფორმები მოუტანა, რუსეთმა მისი ყოფილი ვასალის წინააღმდეგ ემბარგო შემოიღო, 2008 წელს კი ამ ხუთმილიონიანი პატარა ქვეყნის საზღვრებში შეიჭრა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ზაფხულის ომის გამო, ამ პატარა ქვეყნის სახელი მსოფლიო პრესის ფურცლებზე მოხვდა. აგვისტოს დაძაბულ დღეებში გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერამ, როგორც ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც შეეცადა ქვეყნის მყიფე სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მხრიდან, რომელმაც შუამავლის სახით ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია და არ დაუშვა სიტუაციის უკონტროლობა. დღეს ორი ეთნიკური ანკლავი – აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი – მოსკოვის კონტროლის ქვეშ რჩება და მათ უხერხემლო ადგილობრივი რეჟიმები მართავენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია რაც ხელისუფლებაში არიან. ოკუპაციის შედეგად დევნილების რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია. „ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონი განუკითხაობის შავ ხვრელში არსებობს და დღეს ამ მიწებზე დაუსჯელად მოქმედებენ კრიმინალები“ – განაცხადა სააკაშვილმა – „ხოლო რუსეთის არმია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების მიუხედავად, იქიდან არსად წასულა“. „დღეს ჩვენს ქვეყანას უკანონოდ ჰყოფს რკინის ფარდა“ – აღნიშნა სააკაშვილმა, ხოლო შემდეგ მუდარის ტონით მიმართა დელეგატებს – „აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მხრიდან ძლიერი ზეწოლისა და მრავალრიცხოვანი მუქარების მიუხედავად, არც ერთ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას საქართველოს დანაწევრება არ უღიარებია. ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ საბჭოთა ეპოქის ყოფილი დაპყრობილი ერები ძლიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრა“. მაგრამ საქართველოსთვის ყველა პრობლემა მის ჩრდილოელ მეზობელს არ შეუქმნია. „ქართველმა ხალხმა იგრძნო თავისუფლების, კორუფციის არ არსებობის და ეკონომიკური განვითარების გემო“ – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა – „ოდესღაც პოსტ-საბჭოთა სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე კორუმპირებულმა ქვეყანამ საქართველომ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, რასაც Transparency International-ი ადასტურებს… ოდესღაც ეს იყო ადგილი, სადაც ბანდები და მაფია უცხოელ ინვესტორებს ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებდა, ხოლო დღეს მსოფლიო ბანკმა საქართველოს მე-11 ადგილი მიანიჭა მსოფლიოში ბიზნესის იოლად დაწყების მხრივ“. ინტერვენციამდე ზრდის ტემპები წარმოუდგენელ მაჩვენებლებს აღწევდა – ყოველწლიურად 12%. ინტერვენციის შემდეგ ეს ახალგაზრდა სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად არასტაბილურია, ხოლო იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა მოქმედებს, პოლიტიკური უთანხმოება 2008 წლის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, კვლავ სერიოზულია. „საქართველო იგებს მშვიდობას – საქართველო მშვიდობის წყალობით იმარჯვებს“ – აცხადებდა ამერიკაში განსწავლული პრეზიდენტი დელეგატების წინაშე. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ხოლო ისტორიულად ის იყო კონკურენტი ზესახელმწიფოების (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შეტაკებების ველი. მასთან აშშ-საც ჰქონდა ფლირტი. საქართველოს მტკიცედ სურს საკუთარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. მიისწრაფვის რა იმისკენ, რომ ევროპაში აქტიური მოთამაშე გახდეს და მომავალში ნატო-ში გაწევრიანდეს, მან თითქმის 1 000 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ავღანეთის მრავალეროვან მისიაში. ეს უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომლის დროშაზეც წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიილტვის. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა „იმოქმედოს როგორც რაციონალურმა მოთამაშემ და არა როგორც რევიზიონისტმა“ და განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციამ თანამშრომლობა უნდა ამჯობინოს ოკუპაციას, საბაზრო კავშირი – ემბარგოს, ტოლერანტობა – რეაქციულობას“. მან დასძინა, „მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე სიცოცხლისუნარიანი არ არის. კომპიუტერები არასაკმარისია თუკი თქვენ მათი გამოყენებისათვის არა გაქვთ თავისუფალი გონება, ასე რომ მოგვეცით საშუალება გავათავისუფლოთ ჩვენი გონება საერთო საბჭოთა წარსულისგან, რათა ავაშენოთ საერთო მომავალი“. სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა სიმტკიცის შენარჩუნებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისკენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ არასტაბილურ კავკასიის რეგიონში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტმა განაცხადა: „პირადად მე მსურს რომ რუსეთი იყოს პარტნიორი და არა მტერი“. შესაძლოა, ასეთი მისწრაფება მისთვის ყველაზე რთულ პრობლემად დარჩეს. ჯონ მეტცელერი – გაერო-ს კორესპონდენტი, აშუქებს დიპლომატიის და სამხედრო საკითხებს, WorldTribune.com-ში უძღვება ყოველკვირეულ რუბრიკას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts