planetanews Posted September 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 28, 2010 29 სექტემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები დაიწყება. 29 სექტემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს ესტუმრებიან და უახლეს სეისმურ აპარატურას გაეცნობიან.მის: ნუცუბიძის ქ. №77 29 სექტემბერს, 12.00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება. 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი #221 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” გაფართოებული სხდომა ჩატარდება.თემა: “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები”.ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი №648 29 სექტემბერს, 13.00 საათზე, თბილისის საკრებულოში საკრებულოს წევრები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა ბრიფინგს გამართავენ.თემა: “სამომავლო გეგმები”. 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” კონფერენცია გაიმართება. 29 სექტემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს იტალიაში მოქმედი “ქართული კულტურის ცენტრი”–ს დელეგაცია ეწვევა.თსუ-ის VIII კორპუსი 29 სექტემბერს, 16:00 საათზე, მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში, შემოსავლების სამსახური და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახალი პროგრამა “თრაცკერ 7″ – ის პრეზენტაციას გამართავენ.მის: ალექსიძის ქ. #129 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდება.კომისიის სათათბირო ოთახი №137 იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts