Jump to content
Planeta.Ge

უმუშევრობა მატულობს, ხელფასები მცირდება


Recommended Posts

დასაქმება, ვაკანსიები და ხელფასი - ალბათ ამაზე მეტად საქართველოში არც ერთ თემაზე არ ლაპარაკობენ. ამ “სამეულიდან” არცერთის მონაცემი დადებითი განწყობის საფუძველს არ იძლევა.

 

 

 

დასაქმების სააგენტოების ერთი ნაწილის ინფორმაციით, სექტემბერში ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს დიდი შვება არ არის. სააგენტო “ეიჩ-არ”-ში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში ვაკანსიების რაოდენობამ 150 ერთეულით მოიმატა. მათივე თქმით, ვაკანსიების მოწოდება გაააქტიურა საბანკო სექტორმა, დიდი მოთხოვნაა გაყიდვების აგენტებსა და მომსახურე პერსონალზეც.

 

 

 

ვაკანსიების რაოდენობის მატების მიუხედავად, ხელფასები ისევ მინიმალურია. ამიტომ ხშირია ერთი და იმავე ვაკანსიების გამეორების შემთხვევები. გარდა ამისა, საყოველთაო სიძვირის პირობებში უმუშევარი ადამიანებიც კი ერიდებიან დაბალხელფასიან სამსახურზე დათანხმებას, რადგანაც მცირე ხელფასი ზოგჯერ მათ ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი არ აკმაყოფილებს. გამოდის, რომ ეს ადამიანები თვიდან თვემდე “ტყუილად” შრომობენ.

 

 

 

“საქსტატის” ინფორმაციით, ყველაზე მცირე ანაზღაურება საქართველოში განათლების სფეროშია, სადაც საშუალო ხელფასი 297 ლარია. გარდა ამისა, საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ მომსახუროების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს (მიმტანებს, გამყიდველებს, დამლაგებლებს).

 

 

 

საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები კი საფინანსო სფეროშია. სტატიტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2010 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი - 1378 ლარი - სწორედ ამ სეგმენტის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 600 ლარამდე იყო.

 

 

 

საერთოდ, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი კლებას განიცდის. მაგალითად, 2009 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, ზოგიერთ სფეროს თანამშრომლებს 2010 წლის პირველ კვარტალში მცირედით შეუმცირდათ. მაგალითად, სამშენებლო სფეროში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2009 წლის მე-4 კვარტალში 789 ლარს შეადგენდა, 2010 წლის პირველ კვარტალში ეს ციფრი 629,1 ლარამდე ჩამოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში ისევ გაიზარდა და 772,3 ლარი შეადგინა.

 

 

 

ასევე, ყოველთვიური შემოსავალი შეუმცირდათ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობაში დასაქმებულებს. მაგალითად, თუ 2009 წლის მე-4 კვარტალში ამ სფეროში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 789,6 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 740,5 ლარამდე ჩამოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში მცირედით გაიზარდა და 771,6 ლარი შეადგინა.

 

 

 

საშუალო ხელფასი შეუმცირდათ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროში დასაქმებულებს. თუ ადამიანი საფინანსო საქმიანობისთვის 2009 წლის მე-4 კვარტალში საშუალოდ 1453,0 ლარის ოდენობით ხელფასს იღებდა, 2010 წლის პირველ კვარტალში ეს 1315,7 ლარამდე შემცირდა, მეორე კვარტალში კი 1378,7 ლარამდე გაიზარდა.

 

 

 

ხელფასი შეუმცირდათ სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულებს, თუმცა არცთუ თვალშესაცემად. ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები უფრო მეტად იმაზე ჩივიან, რომ მათი ანაზღაურება ბოლო 2 წელია ერთ ადგილზე გაიყინა და აღარ იზრდება.

 

კომენტარები:

 

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1140

 

პ.ს. ვაშა მშენებლობას, ვაშა წინსვლას :018: :018:

 

ვაშა დაგებულ ასფალტს და შეღებილ ფასადებს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“საქსტატის” ინფორმაციით, ყველაზე მცირე ანაზღაურება საქართველოში განათლების სფეროშია, სადაც საშუალო ხელფასი 297 ლარია

საქსტატი იტყუება!

საერთო არითმეტიკულით თუ მიიღეს ეს რიცხვი არ ვიცი, მაგრამ, მასწავლებლის ხელფასი ამდენი არ არის იმ შემთხვევაშიცკი თუ სრული განაკვეთი აქ ( 18 საათი კვირაში, სხვატაშორის განაკვეთის საატების გაზრდასაც აპირებდნენ 24 საათამდე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ბოლშევიკური კარდუსტანის სიმართლისათვის მებრძოლი ცნობილი პლანეტელი იტყოდა. დააკოპირეთ, დაასკანერეთ და გვაჩვენეთ აქ უწყისები სადაც ხელფასების შემცირება დაფიქსირებულია. გვაჩვენეთ დასკანერებული და ნოტარიულად დამტკიცებული უმუშევარტა სიები და შედარებები 1913 წელთან.

 

მოკლედ არ იღლება რა ეს ოპოზიცია ტყუილებით

 

და ეს ბელადიც არ ჩამოდის ამერიკიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმუშევრობა მატულობს, ხელფასები მცირდება

 

 

აქაც ეგრეა,მაგრამ აქ აღიარებენ ეკონომიკურ კრიზიზს საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

არგუმენტი ვერაფერი

რა არგუმენტი უნდა მქონდეს, ვეთანხმები ამ სტატიას. უმუშევრობა ყველგან იზრდება მთელს მსოფლიოში და შემოსავლებიც მცირდება. ამაში ახალი არაფერი არაა.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინწინ გამწარებული გამოვარდა ბრაზილიის პრეზიძენტი და ავოეეეეოოო :givi:

ამერიკა, იაპონია და ჩინეთი სპეციალურად საკუთარ ვალუტას აუფასურებენ რათა მათი საქონლის ფასი დაეცეს და შესაბამისად არაკონკურენტულ უნარიანი გახადოს სხვა ქვეყნებში წარმოებული საქონელი:yes:

 

 

მიდის ომი, ეკონომიკური, ძლიერია ის ვინც საკუთარი პროდუქტის გაყიდვას ახერხებს სხვა ქვეყნებში,

ძლიერია ის ქვეყანა რომელიც მაქსიმალურად თვითკმარია თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა,

 

ეხლა კი თავად იმსჯელეთ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს,

საქარათველო ხომ საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებითაც კი,

საქმე არ ეხება ნანოტექნოლოგიებს და მძიმე მრეწველობას, რასაც უდიდესი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები სჭირდება,

უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გარდაუვალი იმ ქვეყანაში რომელსაც ეკონომიკა არა აქვს

და არსებობს უცხოური დახმარებებისა და დასტარბაიტერების ხარჯზე

 

შეხედეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ეკონომიკას, ეკონომიკაა განმსაზღვრელი ქვეყნის წარმატების, ხოლო ეკონომიკური წარმატება პირდაპირ პროპორციულია და უკავშირდება წარმოებას, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, მსუბუქი თუ მძიმე მრეწველობა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

Saturn

dire

უორნები.

მიყვარს ეს ფორუმი :pupuza:

 

ცოტანანში ხიდის ტავში დაჯდომა მომიწევს და ქუდი გამომიგზავნე რა რამე...ტევადი :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმუშევრობა ნამდვილი ტრაგედიაა ნორმალური მამაკაცისთვის

 

და ქალბატონისთვის? უმუშევრობამ არ იცის გენდერის გარჩევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

კატასტროფისკენ მივექანებით,

ტატ გამაგრდი

:givi: გამოექანონ.....proletari

და ქალბატონისთვის? უმუშევრობამ არ იცის გენდერის გარჩევა

ჩვენ უმუშევრობაც მურტაზოიდული გვაქვს :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროა რომ ზუსტი სტატისტიკა არავინ იცის რეალურად რამდენია უმუშევარი საქართველოში

 

უხეშI გათვლებით 30-დან 50%მდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

აქ რეკორდი მოიხსნა და ათ პროცენტს უახლოვდება.მეც უმუშევარი ვარ :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...