Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჯონსონი მარჯვენა ნახევარმცველი?


Recommended Posts

http://b.pix.ge/o/bobsy.jpg

 

 

ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ალდრიჯმა, ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ მისი აზრით უკეთესი იქნება თუ, მარჯვენა მცველის პოზიციას, 20 წლის მარტინ კელი დაიკავებს, ხოლო გლენ ჯონსონი წინ წაიწევს და ფლანგიდან შეტევებს გაამწვავებს.

 

“პირადად მე ვფირობ, გლენ ჯონსონის წინ წაწევა და მის უკან მარჯვენა მცველის პოზიციაზე კელის დაყენება, უფრო გააძლიერებს ფლანგს შეტევაშიც და დაცვაშიც.”

 

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო მატჩებში ლივერპულმა ბევრი გოლი გაუშვა ფლანგებზე არადამაჯერებელი თამაშის გამო. ამ პრობლემის აღმოფხვრას, თავისივე შემოთავაზებული თაქტიკით გვირჩევს.

 

“თუ კელის და ჯონსონს მარჯვენა ფლანგზე დავაყენებთ, მაშინ კუიტი ტორესის უკან გადაინაცვლებს, მარცხნივ კოული დადგება, უკან კი ჯერარდი და მეირელეში.”

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...