Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული კავშირების შემდგომი განვითარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა


Recommended Posts

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული კავშირების შემდგომი განვითარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

“საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ენერგოსისტემებს შორის ელექტროენერგეტიკული კავშირების განვითარების შემდგომი ღონისძიებების შესახებ” მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) რეაბილიტაციის მმართველმა, სულხან ზუმბურიძემ და “აზერენერჯის” ვიცე-პრეზიდენტმა, მარლენ ასკეროვმა.

ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესდა სსე-ს მიერ განხორციელებული, საქართველო-თურქეთის მაკავშირებელი 400 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის “ახალციხე-ბორჩხას” მშენებლობის პროექტით. ამასთან, აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, პროექტის განხორციელების შემდეგ ჩაერთოს ელექტროენერგიის გადაცემის რეჟიმში ახალი ხაზების დერეფნის გამოყენებით. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ქვერეგიონული პროექტის “ენერგოხიდი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის”, ფარგლებში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის მიწოდების სქემებისა და სიმძლავრის გადადინების რეჟიმების ურთიერთშეჯერებასა და კვლევაზე, მომავალში ამ ქვეყნების ელექტროქსელების განვითარების პერსპექტივით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...