planetanews Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg სტივენ ვოლტი თანამედროვე ისტორიაში ნატოს ყველაზე წარმატებულ სამხედრო–პოლიტიკურ ალიანსად მიიჩნევენ. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, სხვა კავშირებზე დიდხანს იარსება, მასში ყველაზე ბევრი სახელმწიფოა გაერთიანებული და ბოლოს, მან მის ძირითად მიზანს (ან ძირითად ამოცანებს) მიღწია, თანაც ყოველგვარი გასროლის გარეშე. როდესაც „ცივი ომი“ დასრულდა, ალიანსმა საკუთარ თავს ახალი ფუნქცია მოუძებნა, უსაფრთხოების სფეროში მისიათა უფრო ფართო სპექტრის განხორციელება და მოკრძალებული, მაგრამ სასარგებლო როლის შესრულება დაიწყო ავღანეთის ომში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს იცოცხლა, უარყო რა რეალისტური პროგნოზები იმის თაობაზე, რომ მისი დღეები (ან, ყოველ შემთხვევაში, მისი წლები) დათვლილი იყო. და მაინც, მე ვიზიარებ უილიამ პფაფის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნატოს მომავალი ფაქტობრივად არ აქვს. ჯერ ერთი, ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ევროპა განიცდის, ნატოს წამყვან ქვეყნებს (და პირველ რიგში ბრიტანეთს) თავდაცვაზე ხარჯების კტასტროფულ შემცირებას აიძულებს. იმავდროულად, ნატოს ევროპელი წევრები თავდაცვაზე ისედაც მშპ–ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) იმაზე ნაკლებ პროცენტს ხარჯავენ, ვიდრე შეერთებული შტატები, თანაც ამ მოკრძალებული თანხმების გარდაქმნაც კი სამხედრო ძლიერებაში მათ საოცრად ცუდად გამოსდით. მორიგი შემცირებები იმას ნიშნავს, რომ ევროპა სულ უფრო ნაკლები წვლილის შეტანას შეძლებს სხვა რეგიონებში მიმდინარე მისიებში – ეს კი ერთადერთი სერიოზული ამოცანაა, რომელსაც, როგორც ჩანს, ნატო მომავალში შეასრულებს. მეორეც, კატასტრუფული ავღანური ავანტიურა ალიანსის სოლიდარობაზე გრძევადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს. თუკი შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ISAF–დან მკაფიოდ და მტკიცედ არ გაიმარჯვებენ (ასეთი პერსპექტივა კი სულ უფრო ნაკლებსავარაუდოა) ისინი ვერ შეძლებენ თავიდან აიცილონ დამნაშავეების მწვავე და ხანგრძლივი ძებნის პროცესი. ამერიკის ლიდერები დაიწყებენ ჩივილს იმ შეზღუდვებისა და პირობების გამო, რომელსაც ნატოს ზოგიერთი წევრი აყენებდა (კერძოდ გერმანია), მაშინ როდესაც ევროპული საზოგადოება იმაზე ისაუბრებს, თუ როგორ ჩაითრია ისინი შეერთებულმა შტატებმა ომში, რომელიც ათ წელზე დიდხანს გრძელდება. იმავდროულად, სინამდვილეში, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ არის ამ მარცხში დამნაშავე; უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ნატო (თუკი ის ოდესმე დაიწყებს ანალოგიურ ახალ ოპერაციას) უახლოეს მომავალში ამას ვერ გააკეთებს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თავად ევროპა ახლა სავარაუდოდ სტაბილურია, რომ აქ დემოკრატია მყარად დამკვიდრდა, და რომ ევროკავშირი განაგრძობს მის დაშოშმინებას, კიდევ რა სერიოზული ამოცანები შეიძლება ჰქონდეს ნატოს? მესამეც, პოტენციური პრობლემა თურქეთია, რომელიც 1950 წლიდან ნატოს სრულუფლებიან წევრად ითვლება. მართალია, თურქეთის ბოლოდროინდელი საგარეოპოლიტიკური ინიციტივები მე ნაკლებად მაშფოთებს, ვიდრე სხვებს, მაგრამ არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე ანკარას და ჩვენი გზები იყოფა. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მტკიცედ აძლიერებენ ზეწოლას ირანზე, მაშინ როდესაც თურქეთი თეიარანს უახლოვდება – როგორც დიპლომატიურად, ასევე ეკონომიურად. იმავდროულად, თურქეთს და ვაშინგტონს შორის პალესტინა–ისრაელის საკითხზე წინააღმდეგობა იზრდება, რაც ამრიკელი კონგრესმენების პოზიციაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. ეს წინააღმდეგობა შესაძლოა დამატებით გააძლიეროს ისლამოფობიის ზრდამ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ნატოში სიდიდით მეორეა (შეერთებული შტატების შემდეგ) და რომ ნატო ძირითადად კონსენსუსის პრინციპზე მოქმედებს, სერიოზულ დაპირისპირებას შესაძლოა მთელი ალიანსის პარალიზება მოჰყვეს. ამგვარად ნატოს, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ძალის მომავალი, შესანიშნავად არ გამოიყურება. რა თქმა უნდა, მსგავს უსიამოვნო პროგნოზებზე სტანდარტული პასუხები არსებობს: რომ ნატოს კრიზისები წარსულშიც გადაუტანია (მაგალითად სუეცის კრიზისი) და რომ ის მათ ყოველთვის უმკლავდებოდა. ეს ასეა, თუმცა საჭიროა „ცივი ომის“ კონტექსტის გათვალისწინება, რომლის დროსაც ამერიკის და ევროპის ლიდერებს შეკავებისთვის ცხადი მიზეზი გააჩნდათ. რა თქმა უნდა, რადგან ნატო ტრანსატლანტიკური სოლიდარობის სიმბოლოა, არცერთ ამერიკის პრეზიდენტს და ევროპელ ლიდერს არ მოუნდება, რომ ის მისი მმართველობის დროს დაინგრეს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ბიუროკრატი ბრიუსელში და ევროპელი და ამერიკელი ატლანტისტი, რომლებისთვისაც ნატო – ცხოვრების თემაა. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ალიანსი წევრებს დაკარგავს ან დაიშლება. მე ისიც კი გამიკვირდება, თუკი საგარეოპოლიტიკური ელიტები აღარებენ იმას, რომ ალიანსს სერიოზული პრობლემები აქვს. ამის ნაცვლად, ის ნელ–ნელა ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს. როგორც მე ამას ათი წლის წინ ვწერდი: „…ატლანტიკური ალიანსი ვაილდის დორიან გრეის ემსგავსება – ის რაც უფრო დიდია, მით უფრო ახალგაზრდას და სიცოცხლით სავსეს გავს – და მით უფრო სუსტი ხდება. ვაშინგტონის შეთანხმება შეიძლება ძალაში დარჩეს, გაგრძელდეს მინისტერიალები, გამოქვეყნდეს სერიოზული და ოპტიმისტური კომუნიკეები, ბრიუსელის ბიუროკრატებმა განაახლონ ნატოს საიტი – მოკლედ, მთელი ეს ზედაპირული საქმიანობა შენარჩუნდება, იმ პირობით, რომ ალიანსს არანაირ სხვა ამოცანას არ დაუსახავენ. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ნატო შეიძლება მოკვდეს და ამას ვერავინ ვერ შეამჩნევს. თანაც გვამს ჩვენ აღმოვაჩენთ იმ მომენტში, როდესაც დაგვჭირდება, რომ ნატომ მომხდარზე რაიმე რეაგირება მოახდინოს“. თუკი წარსულს გადავხედავთ, უნდა ვაღიარო, რომ სათანადოდ ვერ შევაფასე ნატოს თვითაღდგენის უნარი. კერძოდ, მან გადაიტანა 1999 წლის ომი კოსოვოში და პირველად ისტორიაში აამოქმედა ვაშინგტონის შეთანხმების მე–5 მუხლი 11 სექტემბრის შემდეგ. თუმცა, ის ძალები, რომელიც ნატოს წევრებმა ავღანეთში გაგზავნეს, ძირითადად სიმბოლური იყო და მთელი ტვირთი მხრებზე შეერთებულ შტატებს დააწვა. მაგრამ ეს ძალიან მოკრძალებული ძალისხმევაც კი ევროპელებისთვის ზედმეტი აღმოჩნდა და საეჭვოა ის განმეორდეს. კონტინენტმა, რომლის მოსახლეობაც მცირდება და რომელსაც საგარეო საფრთხე სერიოზულად არ ემუქრება, საეჭვოა მომავალში ენთუზიაზმი გამოთქვას სახელმწიფოს მშენებლობის სფეროში მომავალ ავანტიურებთან მიმართებაში. ასევე, ნაკლებსავარაუდოა, რომ მომავალში ის მონაწილეობას მიიღებს აშშ–ს მხრიდან იმ კოალიციის შექმნის მცდელობებში, რომელიც ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებას შეძლებს. მოკლედ ცუდი ამბავი ის არის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ–ერთი ქვაკუთხედი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიშლება, თუმცა კარგი ამბავია ის, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts