planetanews Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif როჯერ კოენი ლონდონი – 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ერთ-ერთი საიდუმლო დემოკრატიის დაღმასვლაა. მართალია, იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც დემოკრატიული სისტემა აქვთ არ შემცირებულა, მაგრამ დემოკრატიამ თავისი სიკაშკაშე დაკარგა. ეს არის იდეა ბრწყინვალების გარეშე, რაც შემაშფოთებელია. მე სიტყვა „საიდუმლო“ ვახსენე. ისინი, ვინც მე-20 საუკუნის განმვლობაში ლიბერალური საზოგადოებების გადასარჩენად დაღვრილ სისხლში რაღაცას ხედავდნენ, დემოკრატიის მიმზიდველობის გაუფერულებას აუცილებლად მიიჩნევენ შემაშფოთებლად. მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. ერაყსა და ავღანეთში ნაწილობრივ დემოკრატიის სახელით წარმოებულმა ომებმა ავნო მის რეპუტაციას, მაგრამ ამავე დროს იმ გულმოდგინე ამომრჩვლის იმიჯი შექმნა, რომელიც მთლიანად მოიცვა იდეამ, რომ თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი მმართველი. სისხლიანი ქაოსის გამო, ადვილი იყო „დემოკრატიის“ დახატვა ისე, როგორც ლეღვის ფოთლისა, რომლის მეშვეობითაც დასავლეთი თავის აგრესიულ გეგმებს და თავქარიან თვალთმაქცობას მალავს. სანამ დემოკრატიული დასავლეთი იბრძოდა, არადემოკრატიული ჩინეთი იზრდებოდა. ის მსოფლიო სცენაზე სტაბილურობის გამოხატულებად ამოტივტივდა, მან თავის აარიდა სამხედრო თავგადასავლებს და ეკონომიკის ყოველწლიურ 10 პროცენტიან მატებასაც მიაღწია, იმას, რაზეც დასავლური დემოკრატიული ქვეყნები მხოლოდ ოცნებობდნენ. ჩინეთის „აღმასვლა“ საშინაო მოვლენა იყო. მას არ დაუძიმებია თავი დემოკრატიულ პროცესზე დამბლადამცემი დებატებით. როდესაც 2008 წელს დასავლეთის საიფინანსო სისტემა აფეთქდა, ჩინეთის პასუხი შემტევი იყო. „პეკინის კონსენსუსმა“ მხარდაჭერა მოიპოვა. გამყოფი ხაზი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის სულ უფრო ბნელით მოცული ხდება. დიქოტომია ტირანიასა და თავისუფლებას შორის, ისეთი თვალშისაცემი იყო მე-20 საუკუნეში. რუსეთისა და ჩინეთის ახალი ტირანია უფრო ძნელი განსასაზღვრი და ამიტომ დასაპირისპირებლად უფრო რთულია. „რუსეთის ტიპის რეჟიმებს ის ფაქტი ასტაბილურებს, რომ მათ იდეოლოგია არა აქვთ“ – ამბობს ივანე კრასტევი, ვენის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი. „მართლა არ არსებობს იდეოლოგიური ინსტრუმენტი, რომლითაც მათ შეუტევ“. მათი მდგრადობა იმ ფაქტსაც ემყარება, რომ საზღვრები ღია აქვთ. „საშუალო კლასს სისტემის ცვლილება არ აინტერესებს, რადგან თუ ის არ მოსწონთ, შეუძლიათ ლონდონში გადაფრინდნენ“ – აღნიშნა კრასტევმა. კომუნისტურ ბულგარეთში გაზრდილს, მას მიაჩნია, რომ 1990-იან წლებში დემოკრატიას ზედმეტად ინტენსიურად ყიდდნენ და მისი ფასი ამიტომ დაეცა. ყველაფერს კარგს, ცივი ომის დასასრულის შემდეგ, დემოკრატიის კალათში ისროდნენ: კეთილდღეობას, ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას. როდესაც დემოკრატიამ ამ მხრივ შედეგების მოტანა შეწყვიტა, მას ზარალი მიადგა. ძალიან ცოტა რამ ითქვა დემოკრატიულ ღირებულებებზე, მათ შორის მშვიდობაზე. ამასობაში ტექნოლოგიებიც თავისას აკეთებდა, იმას, რასაც მწერალი ჯონატან ფრენზენი „ყურადღბის გადამტან ტრილიონობით პატარა ბაითს“ უწოდებდა. „საკუთარ თავთან სინქრონიზებულმა ადამიანებმა, საზოგადოებრივი სივრცეებიდან მოშორებით პერსონალურ ქსელებში იპოვეს თავშესაფარი, არადა სწორედ ამ საზოგადოებრივ სივრცეში მოქმედებდა დემოკრატია. დემოკრატიები გაიყინა ისე, როგორც ბელგიაში, ან კორუფციას მიჰყო ხელი, როგორც ისრაელში, ან პაროდიად იქცა, როგორც იტალიაში, ან პარალიზდა, როგორც ნიდერლანდებში. არსებობდა გამონაკლისიც, განსაკუთრებით იმ დამათრობელ მასობრივ მოძრაობაში, რომელმაც ბარაკ ობამა მოიყვანა ხელისუფლებაში 2008 წელს. მაგრამ ობამა მალე აღმოჩნდა იმ ჩიხურ პარტიულ ხორხოცში, რომლის დაძლევის პირობასაც იძლეოდა. მისი მმართველობის ვადის თითქმის ნახევარზე მეტი გავიდა და მთელი ამ დროის მანძილზე საკანონმდებლო პარალიჩის პერსპექტივა გარდაუვლად გამოიყურებოდა. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიული სისტემა, მისი აღთქმა, სულ ახლახანს განახლებული, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ფრუსტრაციისა და გახლეჩილობის ჭაობში. მერე რა? მერე რას თუ ასობით მილიონი ადამიანისთვის ფულმა აჯობა ადემოკრატიას და სტაბილურობამ ღია საზოგადობებს? მერე რა თუ კანონის უზენაესობა და ინდივიდუალური თავისუფლება კომპრომეტირებულია, პრესა ალაგმული, ხოლო მედიის მაკონტროლებელი პრეზიდენტები ფიქრობენ, რომ „დემოკრატიას“ ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენისათვის გამოიყენებენ და მხოლოდ დროდადრო, 4 წელიწადში ერთხელ შეისვენებენ? მერე რა თუ ხალხს აღარ სჯეროდა, რომ მათი ხმა რაიმეს შეცვლის იმიტომ, რომ პოლიტიკა იყიდება? იქნებ ლიბერალურმა დემოკრატიამ, თავის დასავლურ აკვანთან ერთად, უკვე განვლო ზენიტი? ტყუილია. ანტიდემოკრატიული ნაკადის გაჩერება მნიშვნელოვანია. მას მკვლელები და ჩაგვრა მართავენ. თუ ვინმეს ამის შეხსენება სჭირდება, წაიკითხეთ შესანიშნავი ტონი ჯუდტი, ისტორიკოსი, რომელმაც გასულ თვეს თავის გარდაცვალებას Lou Gehrig’s სნეულებით ისეთივე უსაზღვრო სიცხადე მოჰფინა, როგორც მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიას. ჯუდტი ბრიტანელი ინტელექტუალი იყო, რომელიც ნიუ-ირკში გადავიდა. მისი მკაცრი მაძიებელი სულისკვეთება ანგლო-ამერიკული ცივილიზაციის გამოხატულებას წარმოადგენდა. არავინ იცოდა მასზე უკეთ რეპრესიული სისტემების არსი, რომელთა პროდუქტია დატყვევებულ ცნობიერება. არავის დაუწერია ასე დამაჯერებლად რეპრესიული სისტემების წინააღმდეგ ბრძოლაზე პლურილზმის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ჯუდტი მოკვდა იმ დროს, როდესაც მე საპირისპირო გზას გავდიოდი ნიუ-იორკიდან ლონდონამდე. ეს ენის კონტინუუმის გადაკვეთას უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით შევეგუე „წერილების ყუთისა“ და „თეთრი“ ყავის წარმოთქმას. მაგრამ ამავე დროს ეს ანგლოამერიკული ცივილიზაციის კონტინუუმში მოგზაურობაც იყო, ლოკისა და ადამ სმიტის, ისაია ბერლინის ცივილიზაციის კონტინუუმში, როგორი მარგინალიზებულიც არ უნდა ჩანდნენ ეს გარდაცვლილი თეთრი კაცები აზიური ეპოქის გარიჟრაჟზე. ამიტომ ვარ მადლიერი ტიმოთი გარტონ ეშისა, რომელმაც „ნიუორკის წიგნების მიმოხილვაში“, თავის მიძღვნაში ჯუდტისადმი დემოკრატიის იდეის კვინტესენცია მე-17 საუკუნის ინგლისელის, პოლკოვნიკ თომას რეინსბოროს სიტყვებით გამოახატა. „მე მართლა მიმაჩნია, რომ ყველაზე ღარიბ ადამიანს ინგლისში შეუძლია უდიდესი ადამიანის ცხოვრებით იცხოვროს: ამიტომაც, სერ, ჩემი აზრით მართლაც ცხადია, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც მთავრობის მმართველობას ექვემდებარება, ჯერ თავად უნდა გამოთქვას თანხმობა ამ ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არსებობისა“. ეს სიტყვები 1647 წელს ეკუთვნის, ხოლო ის სიტყვები, რომლებიც 1863 წელს ლინკოლნმა გეტისბერგში წარმოთქვა – „ხალხის მთავრობა, ხალხის მიერი მთავრობა, მთავრობა ხალხისთვის არ დაიღუპება დედამიწაზე“ - მისი ბუნებრივი გაგრძელებაა. ხოლო დემოკრატია ჯერ კიდევ ის იდეაა, რომლისთვისაც ბრძოლა ნამდვილად ღირს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts