Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge 2013 წელს სააკაშვილმა შეიძლება პუტინის გამბიტი გაიმეოროს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/moscowtimes.jpg

 

მეთიუ კოლინი

 

„მე უბრალოდ ვისამოვნებ ხელოვნებით, ცხოვრებით, თანამედროვე არქიტექტურით. და ჩემთვის სულერთია, ემახსოვრებათ თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი“.

 

ეს საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, როდესაც ხელახლა დაიწყო იმის განხილვა, თუ რას გააკეთებს ის, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. მართალია, სააკაშვილის მოწინააღმდეგეები, რაღა თქმა უნდა, ისიამოვნებდნენ იმით, ყოფილი  პრეზიდენტი თბილისის კაფეებსა და გალერეებში რომ ეხილათ, თუმცა ოპოზიციონერთა უმრავლესობას არ სჯერა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.   

 

ამ ზაფხულში, პარლამენტარები იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავდნენ, რომლებსაც, შესაძლოა საქართველოს პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია მოჰყვეს, შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და გაძლიერდეს პარლამენტი და პრემიერ–მინისტრი. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლახანს მხარს უჭერდნენ საპრეზიდენტო ხელისუფლების შეზღუდვასა და პარლამენტის გავლენის გაფართოებას, დღეს რეფორმებით უკმაყოფილონი არიან. ისინი შიშობენ, რომ ახალი პრემიერ–მინისტრი, გაფართოვებული უფლებებით, იქნება არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ სააკაშვილი.      

 

2013 წელს, სააკაშვილი ასრულებს მის საპრეზიდენტო ვადას და თანამდებობის დატოვება უწევს. თუმცა, ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ ის პოლიტიკიდან არ წავა. რუსეთთან დამანგრეველი ომისა და იმ ბრალდებების მიუხედავად, რომ საქართველოში ის ფაქტობრივ მონარქად იქცა, მაინც ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია ქვეყანაში. მისი ზოგიერთი მხარდამჭერი აცხადებს, რომ ისეთი ადამიანის გაშვება, რომელსაც ასეთი ენერგია და წარმოსახვის უნარი აქვს, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.   

 

ამგვარად, ხომ არ გაიმეორებს ის მისი მტრის, ვლადიმერ პუტინის გზას და ხომ არ გახდება პრემიერ–მინისტრი, დაუთმობს რა შეზღუდულ საპრეზიდენტო ხელისუფლებას მის რომელიმე მხარდამჭერს? ჯერ–ჯერობით სააკაშვილს ამ კითხვაზე დადებითი პასუხი არ გაუცია, მაგრამ არც უარი უთქვამს, – მხოლოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ამოცანა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება არ არის.

 

იმავდროულად, მან მკაფიოდ მიანიშნა იმაზე, რომ საკუთარი გარემოცვის ხელისუფლებაში დარჩენა სურს. „არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ იდეოლოგიამ და რეფორმატორთა გუნდმა, რომლებსაც მე წარმოვადგენ, შეინარჩუნონ პოზიცია 2013 წლის შემდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

 

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა ერთხელ განაცხადა, რომ ის დიდი ხნით დარჩებოდა  ხელისუფლების სათავეში. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და ბოლოს ის საკუთარმა მინისტრებმა გადააყენეს. თუმცა ტეტჩერისგან განსხვავებით, საეჭვოა სააკაშვილს „სასახლის გადატრიალება“ ემუქრებოდეს, ამიტომ (პუტინთან უხერხულ პარალელებს რომ დროებით შევეშვათ) – არჩევანი, უნდა განაგრძოს თუ არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის, მისი გასაკეთებელია.  

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...